საქართველოს ნაკრებისა და "ატლანტას" ცენტრს კოჭი აწუხებდა, თუმცა ამჟამად ის მწყობრშია და სათამაშოდ მზადაა
ამ სტატიის ნაცვლად უნდა დაგვეწერა "ბრუკლინისა" და "ნიუ იორკის" დაპირისპირების მიმოხილვა, რომელშიც ქართველ თორნიკე შენგელიას უნდა ეასპარეზა. თუმცა, ბრუკლინელებმა NBA დაგეგმილ დროს, პირველ ნოემბერს ვერ გახსნეს. მიზეზი "სინდია" - ქარიშხალი, რომელმაც ნიუ იორკში კატასტროფა გამოიწვია.

ასე და ამგვარად, შენგელიას თანაგუნდელები ახალ სეზონს 3 ნოემბერს გახსნიან - "ტორონტოს" უმასპინძლებენ.

2 ნოემბერს ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსი" დაიწყებს. მისი მეტოქე "ჰიუსტონი" იქნება.

კვირის დასაწყისში ამერიკულმა საიტებმა დაწერეს - ზაზა ფაჩულიას მოედანზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა, კოჭი აწუხებსო. ასეთივე ტრავმა ჰქონდა გამთამაშებელ ჯეფ ტიგს...

ბოლო ინფორმაციით, ზაზა და ჯეფი გუნდს უკვე შეუერთდნენ, "ატლანტასთან" ერთად ვარჯიშობენ და "ჰიუსტონთან" ითამაშებენ. "ბოლო ინფორმაცია" პირველწყაროდანაა.

- ახლა ჩემს გვერდითაა ჯეფ ტიგი. მასაც კოჭი აწუხებდა. ორივე ყინულს ვიდებთ მარცხენა ფეხზე. რაც მთავარია, ტრავმა უკვე მოვიშუშე, თავს კარგად ვგრძნობ და 2 ნოემბერს "ატლანტას" დავეხმარები. იმედი მაქვს, წარმატებული სეზონი გამოგვივა, - გვითხრა 1 ნოემბერს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

გამოცემა "სპორტს ილუსტრეიტედში" გამოქვეყნდა თითოეული ატლანტელის დახასიათება კარსმომდგარი სეზონის წინ. აი, რა წერია ფაჩულიას შესახებ:

"დიდი ხანია, ზაზა ფაჩულიამ გულიანი და ენერგიული თამაშით "ატლანტას" ფანების გულები მოიგო. იგი მონდომებით იბრძვის ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის, რასაც ქომაგები ძალიან აფასებენ.

სხვათა შორის, იგი გასულ სეზონში ატლანტას საუკეთესო შეტევითი მომხსნელი გახლდათ. თავის მხრივ კი, "ჰოქსი" NBA-ს გუნდებს შორის 28-ე იყო შეტევითი მოხსნების რაოდენობით. ეს მეტად დაბალი შედეგია, რის გამოსწორებასაც "ქორები" ახალ სეზონში ეცდებიან.

წლეულს ზაზას მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება შეტევების მეორე ფაზაში გადაყვანის პროცესში. მის ენერგიულობაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო "ჰოქსს" საკუთარი თამაში აქვს საპოვნი. ეს რთული იქნება, მაგრამ ზაზა ფაჩულიას ნათქვამი უნდა გავიხსენოთ: "იოლი არაფერია".

დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა