გელა ჩხეიძე: "საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა "დილაში" რამდენიმე წლის წინათ"
კომენტარი, რომელსაც ჩვენ ქვემოთ შემოგთავაზებთ, გორის "დილას" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ბიზნესმენმა გელა ჩხეიძემ გაავრცელა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ კლუბის მეპატრონე გახლდათ.

ჩხეიძემ მაშინ პირველად განაცხადა, რომ "დილა" ჩამოართვეს და სადავო საკითხის წამოწევისთვის და გუნდის დასაბრუნებლად ბრძოლას აპირებს.

"საფეხბურთო კლუბ "დილა გორი"-ს ახლანდელ მესვეურებს.

მე გახლავართ გუნდის მეპატრონე და პრეზიდენტი, რომელსაც 2005 წელს "დილა" ძალისმიერი გზით ჩამომართვეს. არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოვითხოვ მოლაპარაკების გამართვას", - წერდა ჩხეიძე.

ამის შემდეგ გელა ჩხეიძე ჩვენ დაგვიკავშირდა და გვითხრა:

"მსურს ჯერ მოკლედ მოგითხროთ ისტორია, როგორ ჩამომართვეს გორის "დილა".

გუნდი მე და კიდევ 16-მა ბიზნესმენმა მაშინ ავიყვანეთ, როდესაც უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ დადგა დრო, როდესაც "დილა" გაძლიერდა, უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და ჩვენთვის გაუგებარი მოძრაობები დაიწყო.

მოკლედ, კლუბის დათმობას გვთხოვდნენ. თავიდან ეს სერიოზულად არ მივიღე, მაგრამ მე და "დილას" დირექტორი რამდენჯერმე დაგვიბარეს პროკურატურაში, მე კი პოლიციის ზედამხედველობა მქონდა შეფარდებული.

ყველაფერი გასაგები გახდა და საბოლოოდ, დიდი ხნის ჭიდილის შემდეგ, კლუბი ღამით გუბერნატორის ორმა მოადგილემ ჩამოგვართვა, რომლებიც, ჩემი ვარაუდით, დირექტივებს სწორედ პროკურატურიდან იღებდნენ - მე მეკუთვნოდა გორის "დილას" 75%, რომელიც ქალაქის გამგებლის მოადგილემ გადაიფორმა.

ამავე დროს, დაგვათმობინეს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონიც. ამ დროს მე უკვე დევნილი ვიყავი და პარტნიორებთან შეუთანხმებლად, გოჩა ლომიძეს სტადიონის 100%-იანი წილი წაართვეს.

მე მზად ვარ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას და დავასახელო გვარები და მოვლენები, ვინ და რამ გვაიძულა გუნდის დათმობა.

ახლა ისეთი რეალობა შეიქმნა, რომ უკვე ჩემი სატკივარის გამხელა და საკითხის ცივილიზებული გზით წამოწევა შესაძლებელი გახდა. არ მსურს ახლანდელ მეპატრონესთან კამათი და ჩხუბი, მაგრამ სამართალმა უნდა გაიმარჯვოს.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ყველა სადავო საკითხი ერთმანეთში გაარკვიეთო. ჰოდა, ვიწყებ გარკვევას და "დილას" ამჟამინდელ მეპატრონესთან ადამიანურად დალაპარაკება მსურს.

ამავე დროს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა "დილაში" რამდენიმე წლის წინათ.

უახლოეს დღეებში თბილისში ჩამოვალ და ამ თემაზე ვრცლად, ფაქტებითა და დოკუმენტებით მოგითხრობთ, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ საქმის განხილვამ გორის "დილას" ზიანი არ მიაყენოს. პირიქით, რაც უნდა სადავო საკითხი იყოს, გუნდს მზრუნველობა არ უნდა მოაკლდეს".

აქვე "დილასთან" დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხზეც მოგახსენებთ: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებამ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები კლუბებს არ უნდა აფინანსებდნენ, "დილასთან" და ბევრ სხვა კლუბთან დაკავშირებით ბევრ მითქმა-მოთქმასა და არასწორ ინტერპრეტაციებს დაუდო სათავე.

მაგალითად, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ფეისბუქზე" გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შსს-ს ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, გორის კლუბს აღარ დავაფინანსებთო. თუმცა მსგავსი რამ ოფიციალურად არსად თქმულა.

საერთოდაც, კლუბთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ბურუსით არის მოცული. ისიც კი ითქვა, ლევან ყიფიანის განცხადებამდე შსს "დილას" დამფინანსებელი აღარ იყო, თვეზე მეტია, რაც გუნდს "საქართველოს ბანკი" პატრონობსო. მაგრამ ამ თემაზე კლუბში არ ლაპარაკობენ, ლაბირინთში გარკვევა კი ლამის შეუძლებელია.

თუმცა გვითხრეს, რომ გორის "დილას" ბიუჯეტი წლის ბოლომდეა გაწერილი და გუნდის დაშლა აზრადაც არავის მოსვლია. აქ ლაპარაკია საკუთრების ფორმის შეცვლაზე, რაც ისე უნდა განხორციელდეს, "დილამ" რომ არ იზარალოს. რეალურად სწორედ ეს არის განხილვის თემა და არა დაფინანსების სასწრაფოდ შეწყვეტა.

კლუბში გაურკვევლობა ამის გამო არის და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ელიან, სადაც "დილასთან" დაკავშირებით საბოლოო პოზიცია იქნება დაფიქსირებული.

ჩვენი პოზიციაც მკაფიო არის: უეფა თავის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას უწევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლუბების განსახელმწიფოებრიობა დაიწყოს და ამ კუთხით, "დილას" ამბავი სადავო ნამდვილად არის - მძლავრი სახელმწიფო სტრუქტურის დაფინანსებული კლუბი მის კონკურენტებს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს და კერძო მეპატრონე მართლაც სჭირდება.

მაგრამ სადავო ვერ და არ იქნება, რომ "დილამ" ჩვენს ჩემპიონატს დამატებითი ინტრიგა შემატა და სანამ ამ გუნდს კერძო მეპატრონე არ გამოუჩნდება, მისი დაშლა ქართულ ფეხბურთს ნამდვილად არ წაადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

laini
ჩხეიძეების რა მოგახსენოთ მაგრამ სირცხვილი გორელების იმ ნაწილს, ვინც მიშა ქარელი და ირაკლი ოქრუაშვილი საერთოდ პოლიტიკაში და კერძოდ კი ხელისუფლებაში მოიყვანა, ვინც ბადრი ხატიძეს და სიზმარა ბოჭორიშვილს გუბერნატორს ეძახდა დააბრუნეთ ეგენი და გყავდეთ ისევ თავზე წამოსასმელად ხალხი ვისაც სუფრაზეც კი არ დაუჯდება წესიერი კაცი
kaxaberi
გელა ჩხეიძეს ნამუსი რომ ქონდეს ხმას არ უნდა იღებდეს, იმხელა დანაშაული აქვს ჩადენილი., ალბათ თვითონ მამაპაპისგან მემკვიდრეობით ერგო ეგ გუნდი, ეგ რომ აახიეს და კარგად ჭიკჭიკებს, რატომ იმას არ ყვება გორის ბამბეულის კომბინატის დაქცევისა და განადგურებისათვის რამდენი გადაუხად ნაცმოსბიჭებს რომ არ დაეჭირათ. მაგას ისე არ მოუვდეს რა, თაგვმა თხარათხარაო...
irinola
ჰოჰ! გელა ჩხეიძე. სირცხვილით როგორ იღებს ხმას ეს გარეწარი.
ვამეხ
აზრის ამოთქმის უფლება ყველას აქვს და პოზიციის დაფიქსირებაც ყველას შეუძლია, მით უფრო პრესით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩხეიძეს უთუოდ მისცემენ დილას და უკვე ჯიბეში უდევს. შესაბამისად არა მგონია ასე ტრაგიკული იყოს ვითარება, როგორც გგონიათ. ასე ადვილი არა მგონია წაღება იყოს გუნდისა. ამასთან, არა მგონია ზუსტების დირექტორ ლურსმანაშვილსაც ნებით ჰქონდეს დათმობილი გუნდი, მაშ უფრო იმისი უპრიანია ყვირილის ატეხვა,ბოლოს იმან "დათმო" ქონება თუნდაც გორის ცენტრალური სტადიონის სახით ....
Gela
ეს არ იყო, ინტერტოტოზე თამაში რომ გაყიდა ?! - მთელი გორის კომბინატი ხომ დაშალა გაყიდა... არაფერი გამოუვა იმედია, ამის დილასთან გაკარება არ შეიძლება...
beso
ჩაგრულის როი უნდა მოირგოს, ახალ ხელისუფლებას ეკეკლუცება
givi
ეს სხვა არაფერია თუ არა ბიზნესების გადანაწილება და ჩამორთმევა ამა ცუდი შედეგი მოყვება შეშვას ეგ მათხოვარი და კიდევ რამოდენიმე მათხოვარი ქართულ კლუბებს ძლივს ფეხზე დააყენეს კლუბები მეპატრონეებმა და ამ მათხოვრებს ახლა მათი დაბრუნება უნდათ რის საფუძველზე ნეტავ მათმა დიდმა ბაბუებმა აჩუქეს ანდერძით მათ ესენი ამ კლუბებს დაშლიან და ფეხბურთელებს გაყიდიან და დააქცევენ ისდაც ცუდ დღეში მყოფ ქართულ ფეხბურთს უკვე ეჭვი მეპარება რომ ახალი მთავრობა საქმის გასაკეთებლად და ხალხის სიკეთისთვის მოვიდა თუ ასე აპირებს ქვეყნის მართვას როდესაც ბიზნესების თითქოსდა დაბრუნების სახელით აჭყობილი საქმეების ბიზნესმენებისთვის ჩამორთმევას აპირებს ამით საკუთარ თავს ახალ მტრებს და დიდ საპროტესტო მუხლტს შეიძენს და ამასთან ერთად ბიზნესმენების ნდობას დაკარგავს რაც ინვესტიციებს შეაფერხებს შედეგად რაც მოუვა ქვეყანას თავად განსაჯეთ
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები