ჩოგბურთი

გაირკვა წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის ყველა მონაწილე. ლონდონის ტურნირის ბოლო ორი საგზურის მფლობელები გახდნენ ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა და სერბი იანკო ტიპსარევიჩი. მათ ეს უფლება პარიზის მასტერსზე მეოთხედფინალში გასვლის წყალობით მოიპოვეს. ამით, ცონგამ და ტიპსარევიჩმა გაინაღდეს ATP-ის რეიტინგში მერვე და მეცხრე ადგილები. როგორც იცით, ლონდონში გამოსვლას არ აპირებს

რაფაელ ნადალი, რის გამოც, წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა კლასიფიკაციის მეცხრე ნომერმა.

2012 წელს, ცონგამ მოიგო ტურნირები მეცსა და დოჰაში, აგრეთვე ფინალამდე მიაღწია პეკინსა და სტოკჰოლმში. წელს, ფრანგი მესამედ ითამაშებს წლის დასკვნით ჩემპიონატში. 2011 წელს, მან ამ ტურნირზე ფინალში გააღწია, სადაც როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

რაც შეეხება ტიპსარევიჩს, წელს მის ანგარიშზეა ერთი ტიტული (შტუტგარტში) და ორი ფინალი (ჩენაი, გშტაადი). სერბი მეორედ ითამაშებს

ATP-ის დასკვნით ტურნირში.

საბოლოოდ, ორშაბათიდან ლონდონში მთავარი პრიზისთვის ბრძოლას დაიწყებენ:

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

ენდი მიურეი (ბრიტანეთი)

დავიდ ფერერი (ესპანეთი)

ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი)

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი)

იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი)

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა