ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კაროლინ ვოზნიაცკი "ლივერპულის" თავგადაკლული ფანია

კაროლინ ვოზნიაცკი "ლივერპულის" თავგადაკლული ფანია

ბევრი საჩოგბურთო ვარსკვლავი ინტერესდება სპორტის სხვა სახეობით - მაგალითად, ფეხბურთით
მსოფლიოს წამყვანი ჩოგბურთელები - ძალიან დაკავებული ადამიანები არიან, მაგრამ მათ, როგორც ნებისმიერ ადამიანს, საკუთარი გატაცებები აქვთ.

ბევრი საჩოგბურთო ვარსკვლავი ინტერესდება სპორტის სხვა სახეობით - მაგალითად, ფეხბურთით.

ბრიტანულმა საჩოგბურთო პორტალმა - The Tennis Space-მა ერთად შეკრიბა მსოფლიო ჩოგბურთის მთავარი საფეხბურთო გულშემატკივრები.

კაროლინ ვოზნიაცკი - ლივერპული

დანიელი "ლივერპულის" თავგადაკლული ფანია. 2011 წელს მას აჩუქეს საფეხბურთო მაისურა, რომელსაც სტივენ ჯერარდის ხელმოწერა ამშვენებს, გულშემატკივრებმა კი კაროს რომელიმე მატჩზე ამ მაისურით გასვლა სთხოვეს. ჩოგბურთელმა სიამოვნებით შეასრულა მათი თხოვნა დოჰას ტურნირზე.

მოგვიანებით, კაროლინმა თავის "ტვიტერზე" დაწერა: "მაშ ასე, მე "ლივერპულის" ფორმა ჩავიცვი. ახლა საინტერესო იქნება ფეხბურთელების ხილვა ჩემს სათამაშო ფორმაში".

სხვათა შორის, კაროს ბოიფრენდი, გოლფისტი რორი მაკილროი "ლივერპულის" დაუძინებელ მტერს - "მანჩესტერ იუნაიტედს" გულშემატკივრობს.

იანკო ტიპსარევიჩი - ბარსელონა და ინტერი

სერბი "ინტერს" ქომაგობს, მაგრამ ასევე ცნობილია მისი სიყვარული "ბარსელონას" მიმართ. თავის დროზე, ესპანელი ფელისიანო ლოპესი წერდა თავის "ტვიტერში": "ვიპოვნე "ბარსელონას" ყველაზე ერთგული გულშემატკივარი" და თან ამ ტექსტს დაურთო იანკოს ფოტო "ბარსას" მაისურით.

ერთ-ერთ ვიდეორგოლში, რომელიც ტიპსარევიჩმა როლან გაროსის დროს ჩაიწერა, ის დასცინის რაფაელ ნადალს "ბარსელონას" მადრიდის "რეალზე" (ამ გუნდს რაფა გულშემატკივრობს) გამარჯვების შემდეგ.

მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე ტიპსარევიჩმა განაცხადა: "რაფა "რეალის" გულშემატკივარია, ასე რომ, კარგი იქნებოდა მასთან ერთად "ელ კლასიკოს" ყურება".

რაფაელ ნადალი - რეალი

მალიორკელი ბავშვობაში ამჟღავნებდა საფეხბურთო ნიჭს, დღეს კი მადრიდის "რეალის" ფანია. და ეს იმის მიუხედავად, რომ მისმა ბიძამ - მიგელ ანხელ ნადალმა "ბარსელონაში" თამაშით გაითქვა სახელი.

თავის ავტობიოგრაფიაში ჩოგბურთელმა ყველაფერი ახსნა: "რატომ ვგულშემატკივრობ მადრიდელებს? საქმე ისაა, რომ მათკენ არის მამაჩემიც. თუ მე ავსტრალიაში ჩავდივარ და "რეალის" მატჩი იქაური დროით დილის ხუთ საათზე იწყება, აუცილებლად ვიღვიძებ თამაშის სანახავად. საკუთარ საწვრთნელ პროგრამასაც "რეალის" სათამაშო კალენდრის გათვალისწინებით ვადგენ. დიახ, მე ნამდვილი ფანი ვარ".

ანჟელიკ კერბერი - ბაიერნი

მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთელი წარმოშობით ბრემენიდანაა, ის არა მშობლიურ "ვერდერს", არამედ ყველაზე წარმატებულ გერმანულ კლუბს - "ბაიერნს" გულშემატკივრობს.

ტოკიოს ტურნირის დროს, ანჟელიკმა ინტერნეტში ატვირთა საკუთარი ფოტო. მას "ბაიერნის" მაისურა აცვია, რომელიც იაპონიის დედაქალაქში შეიძინა.

გორან ივანიშევიჩი - ვესტ ბრომვიჩი

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ხორვატი თავის მშობლიურ "ჰაიდუკს" გულშემატკივრობს, ცნობილია მისი სიყვარული ინგლისური კლუბის - "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" მიმართ. ამაში გასაკვირი არაფერია - გორანის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია ბრიტანელი საჩოგბურთო ჟურნალისტი დევიდ ლოუ - ასევე "ალბიონის" ერთგული ქომაგი.

2011 წლის დეკემბერში, ლონდონის ვეტერანთა ტურნირზე გამოსვლისას, ივანიშევიჩი პირველად დაესწრო ამ გუნდის თამაშს, შემდეგ კი შეხვდა მოთამაშეებსა და მწვრთნელს - როი ჰოჯსონს. გორანს საკლუბო მაისურა აჩუქეს, რომელზეც ჩოგბურთელის გვარი ეწერა. "ექვსი წელი ველოდი ამ მომენტს. ბედნიერი დღე მაქვს", - აღიარა ჩოგბურთელმა.

როჯერ ფედერერი - ბაზელი

ბავშვობაში როჯერი ბაზელის "კონკორდიას" საბავშვო გუნდში ირიცხებოდა, მაგრამ ახლა ამ ქალაქის ყველაზე ცნობილი კლუბის გულშემატკივარია.

ამბობენ, რომ როჯერს შეეძლო გამხდარიყო პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგრამ მის კარიერულ არჩევანს არ უმოქმედია "ნომერ პირველი სპორტისადმი" სიყვარულზე.

"ჩემთვის გასულ სეზონში ყველაზე ნაღვლიანი მომენტი იყო - ქვეყნის ჩემპონატში "ციურიხთან" წაგება, - იხსენებს ფედერერი. - მაშინ რომში ვიყავი და იქაურ მასტერსში ვთამაშობდი. და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი".

ვენუს და სერენა უილიამსები - მაიამი დოლფინზი

ეს არ არის ჩვეულებრივი ფეხბურთი, რასაც მიჩვეულები ვართ - ეს ამერიკული ფეხბურთია. მაგრამ, ვენუსი და სერენა, როგორც მათი ყველა თანამემამულე, სწორედ ამ სპორტს ეძახის "ფეხბურთს".

ამერიკული ჩოგბურთის სუპერვარსკვლავები ფლორიდაში გაიზარდნენ, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ისინი სწორედ "მაიამის" გულშემატკივრობენ.

კლუბის მიმართ თავიანთი სიყვარული დებმა მაშინ გამოხატეს, როცა "დოლფინზის" აქციათა ნაწილი გამოისყიდეს. "მოგვწონს სტადიონზე სიარული და იქაური ატმოსფერო", - აღიარებს ვენუსი, რომელიც ცდილობს რეგულარულად დაესწროს საყვარელი გუნდის თამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dato

ჯოკოვიჩი სადაა სად? :დ

• kaxa

ჯოკოვიჩი მილანის თავგადაკლული ფანია და რატო არ წერთ მასზე???? სურათიც მაქვს მილანის მაიკა რო აცვია.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა