დღეს საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ (ამ წელს ბოლო) შეხვედრას ლატვიასთან სტუმრად გამართავს. ჩვენი ნაკრები რიგაში გუშინ ნაშუადღევს ჩაფრინდა...
დღეს საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ (ამ წელს ბოლო) შეხვედრას ლატვიასთან სტუმრად გამართავს. ჩვენი ნაკრები რიგაში გუშინ ნაშუადღეს ჩაფრინდა. სასტუმროში დაბინავების შემდეგ გუნდმა ცოტა დაისვენა, მერე ისადილა, რის შემდეგაც თემურ ქეცბაიამ თეორიული მეცადინეობა ჩაატარა.

ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილის ინფორმაციით, სასტუმროში ჩვენი გუნდი ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა და ლატვიურ კლუბებში მოთამაშე სხვა ქართველებმა მოინახულეს. საღამოს კი ადგილობრივი დროით 19 საათზე (აქაური 20 საათი) საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიშისთვის "სკონტოს" სტადიონს" მიაშურა. წვრთნას ლატვიაში მცხოვრები ორ ათეულამდე ქართველი დაესწრო. ცხადია, ლატვიის დედაქალაქში მცხოვრები ჩვენებურები დღევანდელ მატჩსაც დაესწრებიან. ამდენად, საქართველოს ნაკრები რიგაში მარტო არ არის...

ქეცბაიას განკარგულებაში 21 ფეხბურთელია: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით კვირკველია, ლევან კაკუბავა, ლევან კობიაშვილი, გოგიტა გოგუა, ჯანო ანანიძე, გიორგი მერებაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლადო დვალიშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი.

წვრთნა, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, ტაქტიკური ხასიათის იყო. რა თქმა უნდა, იყო აქცენტები ფიზიკური კონდიციების ამაღლებასა და გამძლეობაზეც. საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ტრავმა არავის აწუხებს... ეგ იყო მხოლოდ, რომ ვარჯიშის ბოლოს მოწვიმა, თუმცა მალევე გადაიღო. თბილისთან შედარებით, რიგაში ტემპერატურა უფრო ნაკლებია, მაგრამ ძალიანაც არ ცივა...

ახლა ვნახოთ, რა ხდება მეტოქის ბანაკში. ლატვიური ვებგვერდების ყურადღების ცენტრში, თემურ ქეცბაიას გარდა, ჩვენი ნაკრების ლიდერები არიან - კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, მალხაზ ასათიანი... ბალტიისპირელები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ზურაბ ხიზანიშვილი გამოტოვებს. ისინი უფრთხიან ფორვარდ ლადო დვალიშვილს, რომელმაც ჰაიფას "მაქაბიში" გადაბარგებამდე ლატვიელებს რიგის "სკონტოში" თამაშით დაამახსოვრა თავი.

"მარის ვერპაკოვსკისის არყოფნა ლატვიელებისთვის პატარა დანაკლისი არ არის. თუმცა ეს არ მოგვადუნებს. ლატვიის ნაკრების მატჩების ჩანაწერები ვნახეთ, მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. რიგაში მოსაგებად ჩამოვედით და 3 ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ", - თემურ ქეცბაიას ეს კომენტარი ლატვიურმა ვებგვერდმა სპორტს.დელფი.ლვ-მ გამოაქვეყნა.

ბერძნული "ერგოტელისის" ფორვარდ მარის ვერპაკოვსკისის გარდა, ლატვიას სხვა დანაკლისი არ აქვს. როგორც ვწერდით, ოსკარს კლიავას თამაში საეჭვო კი იყო, თუმცა ბოლო მონაცემებით მახაჩყალის "ანჟის" მცველი თამაშს შეძლებს.

ლატვიის ნაკრების თავკაცმა ალექსანდრს სტარკოვსმა, ჩვენი ნაკრების დასაზვერად, მალტასთან მატჩზე ერთ-ერთი ასისტენტი ვლადიმირ სერბინი მოავლინა. აი, "მზვერავის" კომენტარიც:

"მალტელებთან მატჩში აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველო გამარჯვებაზე აქცენტირებული გუნდია. ამასთან, ეს ნაკრები ახლა უფრო მწვავედ და ორგანიზებულად უტევს და გამოუყენებელი საგოლე მომენტების მიუხედავად, გარჯა მაინც დაუფასდათ და დამსახურებული და მატჩის მიწურულს გატანილი გოლით დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს".

პრესკონფერენციაზე სტარკოვსკი უფრო თავდაჯერებული ჩანდა, თუმცა მაინც ფრთხილობდა:

"საქართველოს ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა. ეს გუნდი ახლა უკეთ თამაშობს, ვიდრე ორი წლის წინათ, როცა თბილისში 3:1 მოვუგეთ. ქართველებმა შესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყეს, რაც მათთვის სტიმული აღმოჩნდა. ეს გუნდი პროგრესირებს. საბერძნეთში წაგების შემდეგ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ. ვიცი, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ - გოლის გატანასა და კარის უსაფრთხოებაზე თანაბრად უნდა ვიზრუნოთ", - აღნიშნა სტარკოვსმა.

დაბოლოს, ლატვიისა და საქართველოს ეროვნული გუნდების მატჩი დღეს ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა "პირველი არხით" შეგეძლებათ. თამაშს პორტუგალიელი მსაჯები გაუძღვებიან. არბიტრი ჟორჟე სოუზა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

suliko_barca
უნდა მოვიგოთ
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა