საქართველოს სუპერლიგა. III ტური
სუპერლიგის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამოსა" და "რუსთავს" შორის გაიმართა. თამაში საინტერესო და დინამიური გამოდგა.

წინა სეზონთან შედარებით საგრძნობლად გაძლიერებულმა "რუსთავმა" უპირატესობა შეხვედრის დასაწყისშივე მოიპოვა და მთელი თამაშის განმავლობაში გარკვეული ქულით უსწრებდა მეტოქეს.

"დინამოელებმა" პირველი ტაიმი 13 ქულით დათმეს. მესამე პერიოდი კვლავაც რუსთაველთა ლიდერობით წარიმართა 24-13 და საბოლოო ანაგრიშიც "ქვემოქართლელებმა" თავიანთ სასარგებლოდ დააფიქსირეს 78:64.

"რუსთავის" მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ლეგიონერებმა. ნეით ბოუიმ 20 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, 21 ქულა კი კაელ ნელსონის ანგარიშზეა.

დამარცხებული გუნდიდან ყველაზე მეტი 17 ქულა ლამარ კარიმმა მოაგროვა, მილან ოულიჩმა კი 12 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

მატჩის დასასრულს ტრადიციულად პრესკონფერენცია გაიმართა სადაც შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი):

"პირველ რიგში ბიჭებს მივულოცავ ამ გამარჯვებას, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და ყველაფერი გააკეთეს მოგებისთვის. ვიცოდით, რომ წინ პრინციპული თამაში გველოდა და ამისთვის მთელი ერთი კვირა ვემზადებოდით.

დღევანდელი წარმატება ბიჭების გუნდურობამ და სულისკვეთებამ განაპირობა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას".

ირაკლი ხოშტარია (დინამო):

"ეს იყო კატასტროფული თამაში ჩვენი გუნდისთვის. ამ მარცხს საკუთარ თავზე ვიღებ. ორშაბათს განვიხილავთ დღევანდელ შეხვედრას, სადაც არ იყო არანაირი აგრესია და დაცვის თუ თავდასხმის კომპონენტები.

ამ წაგებას დღესვე დავივიწყებთ და მომდევნო მატჩში, რომელიც "ქუთაისთან" გველის, ვეცდებით სხვა ტაქტიკით და სქემით ვიასპარეზოთ".

კაელ ნელსონი (რუსთავი):

"დღევანდელ მატჩში ძლიერმა გუნდმა გაიმარჯვა. თამაში თავიდანვე კარგად დავიწყეთ და დინამოს ყველა მოთამაშე სათანადო კონტროლზე ავიყვანეთ. რუსთავის გუნდმა დღეს მნიშვნელოვანი მოგება მოიპოვა".

ბექა ჩიკვილაძე (დინამო):

"მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა, თუმცა მოთამაშეები ვერაფერს გავხდით. ვგეგმავდით ამ თამაშის მოგებით დასრულებას, თუმცა მოტივაცია დაგვაკლდა და ეს მარცხის მთავარი მიზეზი გახდა. ვეცდებით ქუთაისში გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა