საქართველოს სუპერლიგა. III ტური
3 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლე მესამე ტურის დარჩენილ თამაშებს მასპინძლობს. პირველ მატჩში ერთმანეთს "ოლიმპი" და "ბათუმი" დაუპირისპირდნენ.

შარშანდელი ვერცხლის მედალოსანი დასაწყისშივე ფავორიტად მოიაზრებოდა, რამაც გაამართლა კიდეც. პირველი მეოთხედის შედეგში სხვაობა არც თუ ისე დიდი იყო - 26:21, თუმცა მეორე პერიოდში სპორტის სამინისტროს გუნდმა უპირატესობა გაზარდა და დიდ შესვენებაზე 21-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა.

თამაშის მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა, მიუხედავად ბათუმელთა მონდომებისა, მათ, მატჩის ბედი ვერ შემოატრიალეს.

"ზღვისპირელთა" დაცვის ხარვეზები კარგად გამოიყენეს "ოლიმპის" კალათბურთელებმა და საბოლოოდ 94:63 დაამარცხეს მეტოქე.

რაც შეეხება კალათბურთელთა მონაგარს: გამარჯვებული გუნდიდან ორმაგი დუბლის ავტორი გახდა სტივენ მილოშევიჩი 10 ქულითა და 16 მოხსნით. ნოდარ თენეიშვილმა კი 18 ქულა ჩაიწერა აქტივში.

"ბათუმელთა" მხრიდან ყველაზე მეტი 27 ქულა გიორგი ნანიტაშვილმა მოაგროვა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გია კაზანჯიანი (ოლიმპი):

"მიუხედავად გამარჯვებისა, ჩვენმა გუნდმა მაინც ბევრი შეცდომა დაუშვა. ბიჭებს შეთამაშება ჯერ კიდევ აკლიათ და ვფიქრობ მომდევნო მატჩებში სასურველ შედეგს ვაჩვენებთ".

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი):

"მივულოცავ "ოლიმპს" გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. სამწუხაროდ, ჩვენმა ბიჭებმა დღეს ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოიჩინეს, რაც შედეგზეც აისახა.

ვიმედოვნებ, მომდევნო შეხვედრებში ჩვენი გუნდი თავს არ დაზოგავს და ბევრად უკეთესად ვიასპარეზებთ".

სტივენ მილოშევიჩი (ოლიმპი):

"ახალ სეზონში ,ჩვენმა გუნდმა, დღეს ყველაზე კარგი თამაში აჩვენა. თავი გამოვიჩინეთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ეს ყველაფერი კარგად აისახა მატჩის ანგარიშზე".

ნოდარ სიგუა (ბათუმი):

"უამრავი შეცდომა დავუშვით და დიდი სხვაობით დავმარცხდით, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა, რათა უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი. "ოლიმპის" გუნდს კონკურენტად არ მივიჩნევთ, ჩვენი უშუალო მეტოქეები "სოხუმი", თსუ, სტუ და "სამედიცინო" არიან".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა