როგორც ყველგან, ფეხბურთშიც პიროვნება ქმნის ისტორიას
4 ნოემბერს დიდი დღეა: ლიხს იქით ქართული კლასიკო გაიმართება, დედაქალაქში კი საქართველოს 17-წლამდელები შოტლანდიას შეხვდებიან და შესაძლოა, ფრითაც გაინაღდონ ჯგუფიდან გასვლა.

შოტლანდიას დინ გორე წვრთნის, სურინამული წარმოშობის ჰოლანდიელი, ვისაც ამსტერდამის "აიაქსში" შოთა არველაძესთან ერთად უთამაშია.

ჰოლანდიელი მწვრთნელები ასეთები არიან, ერთი ქვეყნიდან მეორეში ხეტიალი არ ეზარებათ, მოგზაურობა და სხადასახვა ქვეყანაში მუშაობა მათ თითქოს სისხლში აქვთ, ყოველივე ეს ჰოლანდიური სამწვრთნელო სკოლის ნაწილია.

საკითხავი ისღა რჩება, დინ გორეს ხელში სქოთი თინეიჯერები ბრიტანულად თამაშობენ თუ ჰოლანდიურად.

გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი ქართველები კი ქართულად თამაშობენ, ინდვიდუალურად უფრო გამოსდით შეტევა, ვიდრე გუნდურად. ამ ბიჭებისთვის ეს ტურნირი საერთაშორისო კარიერის დასაწყისია. ასაკი ისეთია, შესაძლოა დღეს ვიღაც სხვაზე მეტად ჩანდეს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ამ თაობიდან ისეთები დაწინაურდნენ, ახლა რომ არ უწინსაწარმეტყველებენ დიდ წარმატებებს.

ყველაზე გამორჩეული ლუკა ზარანდია ჩანს. უკრაინასთან ისეთი სოლო-რეიდი შეასრულა, რომ ამის გამკეთებელი არც უკრაინის ნაკრებში ჩანდა და ალბათ არც სქოთებში გამოჩნდება. საბოლოოდ, უკრაინამ გვაჯობა, ჯანი, მოძრაობა, შეტევის ორგანიზება - სლავები ყველაფერში ჩვენებზე წინ იყვნენ. მაგრამ ეგ არაფერი, ჯანი ქართველებსაც მოუვათ სწორი ვარჯიშით, ნიჭი კი ისეთია, სირბილით, ტრენაჟორითა თუ სწორი განათლებით რომ ვერ გამოიმუშავებ.

ქართველებმა უკრაინასთან მარცხის შემდეგ ლუქსემბურგს მოუგეს, თუმცა მოწინააღმდეგის ერთ ახმახ თავდამსხმელს ვერაფერი მოუხერხეს, ლუქსემბურგი ყოველთვის აუტსაიდერია რაგინდარა ტურნირში, მაგრამ ევროპის ფეხბურთის ანი და ბანი მათაც იციან - ჩაწოდება და თავური.

ექტორ კუპერი "სამშაბათობებს" რომ მართავდა საგურამოში, პირევლად ალბათ მაშინ დარწმუნდა იმაში, ქართველ ფეხბურთელებს რაღაცრაღაცეები რომ არ შეუძლიათ. კუპერის ერთ-ერთი "სამშაბათობა" ფლანგზე გახსნას და ხეირიან ჩაწოდებას მოიცავდა, მაგრამ არგენტინელს ნერვები დააწყდა - ჩაწოდების ხეირიანად შემსრულებელი ფეხბურთელი მოედანზე არ აღმოჩნდა. რადგან ჩამწოდებელი ვერ მოიძებნა, შესაბამისად თავის დამრტყმელიც სანთლით საძებარი გახდა.

როგორც ყველგან, ფეხბურთშიც პიროვნება ქმნის ისტორიას. სანამ ის ამხელა საქმეს შეეჭიდება, ჯერ საკუთარი თავი აქვს შესაქმნელი.

ზარანდია მართლაც საინტერესო ფეხბურთელი ჩანს, თუნდაც იმიტომ, რომ თვალსაწიერის გაფართოებას წიგნების კითხვითაც ახერხებს. მითხრა, ახლა ამ წიგნს ვკითხულობო: "როგორ გავხდი იდიოტი".

რომანი ფრანგ მწერალს, მარტენ პაჟს ეკუთვნის, წიგნი კი იმაზეა, რომ მართლა ინტელექტუალებს უჭირთ ამ სამყაროსთან საერთო ენის გამონახვა და გამოსავალი თავის გაიდიოტებაა. პაჟი 25 წლის იყო, ეს წიგნი რომ დაწერა და ფრანგი ახალგაზრდებისთვის სათაყვანებელი მწერალიც გახდა.

"როგორ გავხდი იდიოტი" ქართულადაც არის ნათარგმნი და ვინაიდან თხელყდიან წიგნად არის გამოცემული, მისი შეძენა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვფიქრობ, ზარანდია მხოლოდ ფეხბურთის კარგი თამაშით როდია მისაბაძი თანატოლებისთვის და მასზე უმცროსი ფეხბურთელებისთვის, ის უკვე საინტერესო ადამიანად ყალიბდება.

17-წლამდელთა ამ ნაკრებში მხოლოდ ზარანდია როდია ნიჭიერი, ვინ იცის, იქნებ სხვამ უფრო კარგადაც გაიკაფოს საფეხბურთო გზა.

ზარანდია და ცოტნე მესხი არნემის "ვიტესში" მიდიან, სულ სხვა ასპარეზზე მოუწევთ გასვლა, სადაც საკუთარ თავთან მარტო დარჩებიან - ევროპა კარგიც არის და მკაცრიც, ჩააგდე თამაში, შენს ადგილს სხვა დაიკავებს, იქ აღარ იტყვიან, ნიჭიერია, მაგრამ ხასიათის გამო სათანადოდ არ არის მომზადებული ფიზიკურადო.

ჩვიდმეტწალმელების ხვალინდელი შეხლა კარგი სანახავი უნდა იყოს, მაგრამ საფეხბურთო ცენტრი მაინც ქუთაისი იქნება, სადაც უკვე კაცები გაარკვევენ, ვინ ვისზე ძლიერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა