ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში მოსკოვში იასპარეზებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში მოსკოვში იასპარეზებს

9-11 ნოემბერს მოსკოვი, ტრადიციულად, ერთა თასის გათამაშებას ჭიდაობაში უმასპინძლებს
9-11 ნოემბერს მოსკოვი, ტრადიციულად, უმასპინძლებს ერთა თასის გათამაშებას ჭიდაობაში, სადაც ჩვენგან მხოლოდ თავისუფალი სტილის ფალავანთა ნაკრები გამოვა.

ამ ტურნირის მონაწილეებს ევროპის პირველობის შედეგების მიხედვით არჩევენ - მოწინავე ექვს გუნდს იწვევენ. ამ კვოტით კი საქართველოდან მხოლოდ "თავისუფლები" მოხვდნენ.

მოგეხსენებათ, ქალთა ნაკრები ისედაც არ გვყავს, ბერძენ-რომაელები კი ევროპაზე მეცხრეზე გავიდნენ. რაც შეეხებათ "თავისუფლებს", ბელგრადში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ისინი მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ და მეორე ადგილი ირგუნეს.

ჩვენი ნაკრები მოსკოვში ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობით მიემგზავრება, ვინაიდან ლიდერები საქართველოს პირველობისთვის ემზადებიან.

ტრისტან ჩირგაძე (55), ბექა ლომთაძე (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი (74), თორნიკე სვანიძე (84), გიორგი მეშვილდიშვილი (96) და გენო პეტრიაშვილი (120) - ასეთი შემადგენლობით გამოვლენ ჩვენები მოსკოვში. როგორც ვხედავთ, აქ თითქმის ყველა დღევანდელი ახალგაზრდული ნაკრების წევრია ან ეს-ესაა, დაასრულა გამოსვლა იქ.

"ერთა თასზე" "თავისუფალთა" ტურნირში ევროპის საუკეთესო ექვსეულში შესულთაგან უკლებლივ ყველა გუნდი გამოვა, რადგან უარის თქმა ფინანსური ჯარიმით ისჯება.

საერთოდ, ეს შეჯიბრება ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ნოვაციაა და მისი პრესტიჟის ამაღლებაზე მაქსიმალურად ზრუნავს. ცნობისათვის - ტურნირის გასახსნელად მოსკოვში სპეციალურად ჩადის FILA-ს პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი. ჩვენებურთა მეტოქეები რუსეთის, უკრაინის, თურქეთის, ბელორუსისა და ბულგარეთის გუნდები იქნებიან.

ესაა გუნდური შეჯიბრება, რომელსაც 9 ნოემბერს ქალები გახსნიან. 10-11 ნოემბერი უკვე ვაჟებს - "თავისუფლებსა" და "ბერძენ-რომაელებს" დაეთმობათ.

ჯერჯერობით არაა ცნობილი ჩვენების მეტოქეთა ვინაობა, რადგან მწვრთნელები შემადგენლობის გამოცხადებას არ ჩქარობენ. სამაგიეროდ, გაირკვა, რომ ტურნირში რუსეთის ქალთა ნაკრებიც ახალგაზრდული შემადგენლობით გამოვა.

მისი თავკაცი იური შახმურადოვი კი აცხადებს, რომ ამას რეზერვის გამოცდის მიზნით აკეთებს, მაგრამ ოლიმპიური გუნდის ნახევარი გაუთხოვდა და სხვა რა გზა აქვს - დაღესტნელმა ზამირა რახმონოვამ (63) და მოსკოველმა ვალერია ჟოლობოვამ (55) ისედაც მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ თაყვანისმცემლები (ორივე ყოფილ მოჭიდავეს გაჰყვა) მეტად აღარ გააწვალეს და სპორტის შემდეგ პირად ცხოვრებასაც მიხედეს. ამას ისიც დაემატა, რომ შვებულებას აგრძელებს და ისვენებს რუსთა პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ნატალია ვორობიოვა (72).

ამასობაში გაირკვა, რომ საქართველოს ჩემპიონატი 26-27 ნოემბერს გაიმართება თბილისში. პირველობა ისედაც ამ პერიოდში იყო გათვლილი, მაგრამ ნოემბრის შუაში გასამართ FILA-ს კონგრესის გამო, რომელსაც ჭიდაობის წესების მოსალოდნელ ცვლილებებზეც უნდა ემსჯელა, მისი გადადება დეკემბრისთვის განიზრახეს - ვაითუ ახალი წესები შემოეღოთ, ბარემ მათი მიხედვით ჩაატარებდნენ.

საბოლოოდ FILA-მ ამ ეტაპზე ცვლილებებისგან თავი შეიკავა და ჩვენებმაც ჩემპიონატი თავდაპირველ კალენდარს დაუბრუნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა