გიორგი შერმადინისა და ჯეიკობ პულენის გუნდებმა იმარჯვეს, თანაც ისე, რომ ორივე კალათბურთელი თავის გუნდში გამორჩეული იყო
გიორგი შერმადინისა და ჯეიკობ პულენის გუნდებმა იმარჯვეს, თანაც ისე, რომ ორივე კალათბურთელი თავის გუნდში გამორჩეული იყო.

დავიწყოთ შერმადინით, რომლის "მაკაბიც" ჰაიფაში მოსახელე გუნდს ხვდებოდა. თელავიველებმა წინა ტურში შინ "რიშონთან" მოულოდნელი მარცხი განიცადეს და ჰაიფაში რეაბილიტაციის სურვილით ჩავიდნენ, რაც გამოუვიდათ კიდეც.

შერმადინის გუნდმა მეტოქე 87:67 დაამარცხა, რაშიც თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

შერმადინი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მთლიანობაში 22 წუთი ითამაშა. ისე კი, უნდა აღინიშნოს, რომ სათადარიგოებმა ჯამში უფრო მეტი დრო გაატარეს მოედანზე, ვიდრე სასტარტოებმა.

მაგალითად, შერმადინმა ხუთეულის ყველა წევრზე მეტხანს ითამაშა და მოედანზე მყოფთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით იგი თავის გუნდში დევიდ ლოგანის შემდეგ მეორე იყო.

შერმადინმა 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა და თავი 11 ქულას მოუყარა.

ქართველმა ცენტრმა ასევე 8 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მოინაგრა, ბურთიც ერთხელ დაკარგა და მეტოქემაც ერთხელ დაუფარა.

3 მოგებითა და 1 მარცხით თელ ავივის "მაკაბი" ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია ჯეიკობ პულენის "ჰაპოელმა", რომელმაც სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. იერუსალიმურმა გუნდმა აშდოდის "მაკაბის" უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით - 90:71 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი გახდა. პულენმა, რომელიც სასტარტო იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა, 21 ქულას და 2 პასს მოუყარა თავი. ჯეიკობმა თავი შორი სროლებით გამოიჩინა. მისი 6 სამქულიანიდან მიზანს 5-მა მიაღწია. პულენმა ასევე 3-დან 1 ორიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

მომდევნო ტური 11 ნოემბერს გაიმართება: შერმადინის გუნდი გალილეის "გილბოას" შეხვდება, ხოლო პულენის "ჰაპოელი" ჰაშარონში "ბნეის" დაუპირისპირდება.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა