ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

იტალია. სერია A. XI ტურის გამოხმაურება და სიმბოლური ნაკრები

იტალია. სერია A. XI ტურის გამოხმაურება და სიმბოლური ნაკრები

მილანის "ინტერის" დამსახურებული ტრიუმფი - ერთი სერია მეორემ ჩაანაცვლა
XI ტურის მთავარი მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "ინტერს" უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

თუმცა, რაღა მიმდინარე სეზონში, ტურინელთა წაუგებელი სერია ჯერ კიდევ წინა ჩემპიონატიდან გრძელდებოდა და სწორედ გასულ უქმეებზე დაესვა წერტილი.

ამასობაში ახალი შთამბეჭდავი სერიის მოწმენი ვხდებით - "ნერაძურიმ" მიჯრით მეცხრე ოფიციალური მატჩი მოიგო. ამან სასკუდეტო ინტრიგა კიდევ უფრო გაამძაფრა.

ტურის მოვლენა

ტურის მოვლენა სწორედ ტურინული გრანდის წაუგებელი სერიის შეწყვეტა და იტალიურ დერბიში "ინტერის" გამარჯვება გახლდათ. ბოლო პერიოდში მილანურმა გრანდმა კარგი ტემპი აკრიფა და ალბათ, თუ ვინმეს უნდა დაემარცხებინა "ვეკია სენიორა", სწორედ "ინტერი" გახლდათ.

მასიმო მორატი (ინტერის პრეზიდენტი):

"ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ თამაშის ხარისხს ტურიდან ტურამდე ვაუმჯობესებთ. შეიძლება მოიგო, მაგრამ თამაში ვერ დაინახო. ამ შემთხვევაში კი შედეგი სწორედ თამაშის მაღალ ხარისხს მოაქვს.

სამწუხაროდ, ჩვენს საწინააღმდეგოდ კიდევ ერთხელ შეცდნენ მსაჯები, მაგრამ ეს მართლა შეცდომა იყო და არა განზრახ ქმედება.

ვამაყობ თითოეული ფეხბურთელით და მწვრთნელით, რომელიც შეხვედრას უშეცდომოდ წარუძღვა. ვფიქრობ, ანდრეა სტრამაჩონისთან ერთად "ნერაძურის" დიდი მომავალი აქვს".

ესტებან კამბიასო (ინტერი):

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "იუვენტუსთან" მოპოვებული გამარჯვება სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია. აქამდე კიდევ ვფიქრობდით, სად გადიოდა ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი; დღეს კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონობას ვუმიზნებთ.

თუ გინდა, რომ "იუვენტუსს" უშუალო პაექრობაში აჯობო, აუცილებლად უნდა შეუტიო და მეტოქეს აქტიური პრესინგი შესთავაზო. ეს კარგად გამოგვივიდა და რადგან ფორვარდებმა მომენტებიც გამოიყენეს, სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა.

"იუვენტუსის" დამარცხება ურთულესი საქმეა და ამაზე ის წაუგებელი სერია მოწმობს, რომელიც ამ გუნდს ჰქონდა".

ჯუზეპე ბერგომი (ინტერის ლეგენდა და საფეხბურთო კომენტატორი):

"ტურინელთა წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულად რთულია და ამაში ჩემი ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ.

ანდრეა სტრამაჩონის შეგირდებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. ქებათა ქება მწვრთნელს, რომელმაც მრისხანე მეტოქეს სამი ნომინალური თავდამსხმელი დაუპირისპირა. რისკმა გაამართლა, ბრავო, ანდრეა".

ჯუზეპე მაროტა (იუვენტუსის სპორტული დირექტორი):

"მინდა ანდრეა სტრამაჩონი შევაქო, რომელმაც სითამამე გამოიჩინა და სასტარტო შემადგენლობაში სამი თავდამსხმელი დააყენა. მართალია, როდრიგო პალასიო უფრო უკნიდან ირჯებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ისიც ნომინალური ფორვარდი გახლავთ და ჩაშლის ბევრი არაფერი გაეგება.

ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში და ალბათ ვიმსახურებდით კიდეც მარცხს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პირველ ტაიმში ურიცხვი რაოდენობის მომენტი გავატანეთ ქარს. ჩვენ რომ უფრო გამტანი ფორვარდი გვყოლოდა, სტარტზევე შევიქმნიდით დიდ ფორას და მატჩს სასურველი ანგარიშით დავასრულებდით.

სატრანსფერო გეგმებზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ ერთი ექსტრა-კლასის ფორვარდი რომ გვაკლია, აშკარაა".

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი):

"უნდა მივულოცოთ "ინტერს" ეს გამარჯვება, რადგან მათ ეს დაიმსახურეს. მილანელებმა თამაშში მთელი ენერგია ჩადეს და მიზანს მიაღწიეს.

ვფიქრობ, მათ ენთუზიაზმით გვაჯობეს და ეს ჩვენთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს. თუ არ გავითავისებთ, რომ თითოეულ შეხვედრაში თავგანწირვაა საჭირო, მიღწეულ შედეგებს ვერ შევინარჩუნებთ. იმას არ ვამბობ, რომ დიდი იტალიური დერბის მნიშვნელობა არ გვქონდა გაცნობიერებული - უბრალოდ, "ინტერს" კიდევ უფრო უნდოდა მოგება და მოიგო კიდეც.

რაც იყო, იყო - ტრაგედია ნამდვილად არ მომხდარა და მთავარია, რომ არსებული ხარვეზები დროულად აღმოვფხვრათ".

ტურის გმირი

ტურის გმირი დიეგო მილიტო გახლავთ, ფეხბურთელი, რომელმაც ტურის მატჩში დუბლი შეასრულა და "ინტერს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

როდესაც ჯუზეპე მაროტა აცხადებს, რომ მოსაგებად მის გუნდს ექსტრა-კლასის ფორვარდი დააკლდა, სწორედ დიეგოს კალიბრის თავდამსხმელი იგულისხმება, რომელსაც ნახევარმომენტის გოლად ქცევა შეუძლია.

33 წლის მილიტომ ჯერ თავისივე მონადირებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, შემდეგ კი ჯიჯი ბუფონის მოგერიებულ ბურთს დაამატა და მილანელები წინ გაიყვანა. დიეგო მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო და გატანა სხვა ეპიზოდებშიც შეეძლო.

ნამატჩევს მილიტო ბედნიერი იყო და აღნიშნა, რომ "ინტერმა" დიდი ნაბიჯი გადადგა მიზნის მისაღწევად. მიზანი რომ სკუდეტოა, ამაზე მილანელები ერთხმად შეთანხმდნენ და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას.

ციფრები და ფაქტები

* "იუვენტუსმა" პირველი მატჩი წააგო ახალ სტადიონზე 28 მოგების და 8 ფრის შემდეგ.

*"ინტერმა" მიჯრით მეცხრე ოფიციალური მატჩი მოიგო.

*"ინტერმა" პირველად მოუგო "იუვენტუსს" გასვლაზე 2005 წლის აპრილის შემდეგ.

* არტურო ვიდალის მიერ მე-18 წამზე გატანილი გოლი ყველაზე სწრაფია ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში.

* "მილანმა" პირველად გაიტანა 5 გოლი საკუთარ მოედანზე 2010 წლის იანვრის შემდეგ (მილანი-ჯენოა 5:2).

* ჯანლუკა სანსონემ "ტირინოდან" და ჯუზეპე დე ლუკამ "ატალანტადან" გაიტანეს პირველი გოლები სერია A-ში.

* ბოიან კრკიჩმა პირველი გოლი გაიტანა "მილანის" შემადგენლობაში.

* "კიევომ" მიმდინარე სეზონში ყველა გასვლითი მატჩი წააგო.

* "ლაციოს" მცველმა აბდულაი კონკომ მე-100 მატჩი გამართა სერია A-ში.

* "ბოლონიამ" 4-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

* ლუკა ტონიმ 50-ე გოლი გაიტანა "ფიორენტინას" შემადგენლობაში.

* "კალიარის" ფლორენციაში 1972 წლის შემდეგ არ მოუგია.

* ედინსონ კავანიმ 90-ე გოლი გაიტანა სერია A-ში. იქიდან 74 "ნაპოლის" შემადგენლობაში.

* მიმდინარე სეზონში "ტორინოს" გასვლითი მატჩი არ წაუგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XI ტური: ანდრეას მოგებული დიდი იტალიური დერბი

• TheBrolest

"მირკო ვუჩინიჩმა მე-300 მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში" - ღადაობთ?

"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია

[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა

"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე

"დიასი პსჟ-სთან წითელ ბარათს არ იმსახურებდა" - ტონი კროოსი

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება