ესპანელი ჩოგბურთელი კორტს დეკემბრის ბოლოს დაუბრუნდება
ცნობილი გახდა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დევისის თასის ფინალური მატჩისთვის, რომელშიც ეს გუნდი ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონის კაპიტანმა - ალექს კორეჩამ თავისი არჩევანი შეაჩერა დავიდ ფერერზე, ნიკოლას ალმაგროზე, მარსელ გრანოლერსსა და მარკ ლოპესზე. ესპანეთის ნაკრების სათადარიგოები იქნებიან - ფელისიანო ლოპესი და რობერტო ბაუტისტა-აგუტი.

შეგახსენებთ, რომ დევისის თასის ფინალი ჩეხეთსა და ესპანეთს შორის 16-18 ნოემბერს, პრაღაში გაიმართება.

ეს გუნდები აქამდე ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ესპანეთი წინ არის - 4:2.

დევისის თასის ფინალში ვერ ითამაშებს მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი რაფაელ ნადალი, რომელიც ისევ გადის აღდგენით კურსს მუხლის ტრავმის შემდეგ.

რაფას ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა ესპანური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩოგბურთელი დეკემბრის ბოლოს დაუბრუნდება კორტს.

სავარაუდოდ, რაფაელი 28 დეკემბერს ჩაებმება აბუ-დაბის საჩვენებელ ტურნირში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ნადალი შეძლებდა ნაკრებისთვის დახმარების გაწევას დევისის თასის ფინალში, მაგრამ "დიდი სლემის" ტურნირების 11-გზის ჩემპიონს ჯერ კორტზე ვარჯიშებიც არ დაუწყია. ასე რომ, ფინალში მისი მონაწილეობა გამორიცხულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა