ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ნაკრების 32-კაციანი სია გააცხადა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 17 და 24 ნოემბერს ორ უმნიშვნელოვანეს ტესტ-მატჩს გამართავს, შესაბამისად, იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან. "ბორჯღალოსნებმა" ამ შეხვედრებისთვის მზადება უკვე დაიწყეს და საფრანგეთში, ტულუზის მახლობლად შეიკრიბნენ.

ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ნაკრების 32-კაციანი სია გააცხადა. ტულუზში თბილისიდან გამგზავრებულ მორაგბეებს საფრანგეთის ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონში მოასპარეზე ლეგიონერები შეუერთდნენ.

მოკლევადიანი საწვრთნელი შეკრება 7 ნოემბერს დამთავრდება. უკან, თბილისში დაბრუნებული "ბორჯღალოსნების" ნაწილი "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" განაგრძობს წვრთნას. დანარჩენები კი გუნდს 11 ნოემბრიდან დაემატებიან.

ნაკრების გაფართოებულ სიაში ოთხი დებიუტანტია: გიორგი ფრუიძეს (აია), საბა ნიკოლავას (არმია), ვაჟა ხუციშვილს (ხარები) და თამაზ მჭედლიძეს (მონ დე მარსანი) ეროვნული გუნდის კვართი არასდროს მოურგიათ.

ტრავმების გამო ნაკრებს დააკლდებიან გიორგი ჩხაიძე (ტარბი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი) და ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი).

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).

მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი).

მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე-არმია).

#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).

#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხლამაძე (ლელო).

#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართფურის კოლეჯი), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (მონლუსონი)

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), გიორგი ფრუიძე (აია), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).

#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), საბა ნიკოლავა (არმია).

17 ნოემბერი

საქართველო-იაპონია

24 ნოემბერი

საქართველო-ფიჯი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნებისთვის" მსოფლიოს თასამდე გზა დღეს იწყება

გია ნიჟარაძე: შეგვიძლია, საქართველო ბევრჯერ გავახაროთ

მეტოქეები: ფიჯის ნაკრებს ტურნეში კაპიტანი დააკლდება

დიმიტრი ბასილაია: ძალიან მინდოდა, მეთამაშა ჩვენს ეროვნულ გუნდში

მილტონ ჰეიგი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებს დააკვირდა

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა