ქუთაისელი ქომაგები ნებისმიერ ვანდალურ საქციელს გმობენ

საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩის, ტორპედო-დინამოს შემდეგ ქუთაისში ინციდენტი მოხდა. კერძოდ კი, თბილისის "დინამოს" ფან-კლუბის ავტობუსს მინები ჩაუმსხვრიეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის "ტორპედოს" ფან-კლუბმა "ტორნადომ" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქუთაისელი ქომაგები გმობენ მსგავს საქციელს და ეწინააღმდეგებიან ვანდალიზმს.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"4 ნოემბერს ტორპედო-დინამოს თამაშის და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ.

პირველ რიგში, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ნებისმიერი სახის დაპირისპირებისა სხვა ქართული კლუბების ფანების მიმართ. ჩვენი მიზანია, საქართველოში ხელი შევუწყოთ და ავამაღლოთ საგულშემატკივრო კულტურა, რომ ის მიახლოებული იყოს ევროპულ სტანდარტებთან და ფეხბურთზე მოსულ ქომაგს ნამდვილი საგულშემატკივრო გარემო დავახვედროთ.

ტორპედო-დინამო - ეს არის ყველაზე გამორჩეული მატჩი საქართველოს ჩემპიონატში და ლოგიკურია , რომ მსგავს მატჩებს თან ახლავს ვნებათაღელვა, მაგრამ ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდეს ნორმის ფარგლებს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არიან რიგი პიროვნებები, ვინც სხვადასხვა პროვოკაციული საქციელით ცდილობს ამ 2 კლუბის გულშემატკივრებს შორის, ხელოვნურად შექმნას დაძაბულობა რომელიც ფართო დაპირისპირებაში გადაიზრდება. ჩვენ გვინდა რამოდენიმე ფაქტზე გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება და დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია.

ნებისმიერ დაპირისპირებას რაღაც საფუძველი უდევს და ეს საფუძველი სწორედ 2012 წლის 18 აგვისტოს იყო, როცა თბილისში "დინამო" და "ტორპედო" ერთმანეთს შეხვდნენ. თამაშის მსვლელობისას, დინამოელთა მეკარემ არასპორტული საქციელი გამოავლინა და ქუთაისელ გულშემატკივრებს მინდვრიდან გინება დაუწყო. ზარქუა მას შემდეგაც არ გაჩერდა, როცა არბიტრმა წითელი ბარათის გამო მოედანი დაატოვებინა. უკვე გასახდელში გასული უკანვე დაბრუნდა, იმ ტრიბუნასთან მიირბინა, სადაც ქუთაისელი ქომაგი მრავლად იყო შეკრებილი და კვლავ გააგრძელა მათი გაღიზიანება ( სხვათა შორის, ზარქუა ამ არასპორტული საქციელის გამო ფედერაციას არ დაუჯარიმებია).

ამავე თამაშის დამთავრებისთანავე, "დინამოს" მეპატრონემ, რომან ფიფიამ ფანებთან შეხვედრაზე შემდეგი განაცხადა: რას წარმოადგენს "ტორპედო"?! რა გაუკეთებია, საერთოდ რომ რამეზე პრეტენზია ჰქონდეთ?! ფიფიას ამ გამონათქვამმა კიდევ უფრო გააღიზიანა ქუთათურები და დაპირისპირების დასაწყისიც გახდა. მას შემდეგ არაერთი მუქარა და პროვოკაციული გამონათქვამი გაჟღერდა სოციალური ქსელების საშუალებით "დინამოს" ფანების მიერ, მაგრამ ყველაფერი კვლავ გააღვივა უკვე ბოლო "კლასიკოს" წინა დღეს მომხდარმა ფაქტმა, როცა "დინამოს" ბაზაზე ფეხბურთელებს და ფანებს შორის შეხვედრა გაიმართა, "გლადიატორების" ლიდერმა შემდეგი ფრაზა წარმოთქვა : "ჩვენ ხვალ ტრიბუნაზე ომი გვექნება და იქ არაერთხელ დაღვრილა სისხლი'' . მსგავს დაუკვირვებელ განცხადებას კი "დინამოს" კაპიტნისა და ნაკრების მეკარის, ლორიას წინადადებაც მოჰყვა: " ხვალ ჩვენ მტრებთან მივდივართ სათამაშოდო' ( ყველა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო არსებობს).

დამეთანხმებით, როცა "დინამოს" მეპატრონეს მსგავსი ცინიკური დამოკიდებულება გააჩნია "ტორპედოს" მიმართ, როცა ფეხბურთელები და გულშემატკივრები მსგავსი განწყობით მოემართებიან ქუთაისში, იქ უკვე დაპირისპირების აღმოფხვრა და განრისხებული ქომაგის შეჩერება ძალიან ძნელია. სწორედ მათი ეს პროვოკაციული გამოხდომები იყო იმის მიზეზი, რომ "გლადიატორები" უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სტადიონზე ვერ მოვიდნენ, მათ ქუთაისის შემოსასვლელში სპეცრაზმი და პოლიციის ესკორტი დახვდა და ასევე გააცილეს ქალაქიდან.

სხვა საკითხია მათი შემოსვლა სტადიონზე, როცა ისინი სანამ დაცვის თანხლებით მიაცილეს მათთვის გამოყოფილ სექტორზე, გზად "ტორპედოს" ფანკლუბის სექტორი გინებით, პროვოკაციული შეძახილებით და სტადიონზე მოაჯირებზე "ტორპედოს" შეურაცხმყოფელი ტექსტების დაწერით იყვნენ დაკავებულები.

რაც შეეხება "დინამოს" ფანკლუბის ავტობუსზე მინების ჩამსხვრევას, მსგავს ვანდალურ საქციელს ჩვენც ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ავტობუსის მინები ჩაამსხვრიეს თამაშის მიმდინარეობის დროს და ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ”ტორპედოს” ფანკლუბ "ტორნადოს'' რომელიმე წევრმა თამაშის ყურებას გარეთ გასვლა და "დინამოს" ავტობუსის მინების მსხვრევა არჩია, მით უმეტეს, როცა ავტობუსი სტადიონს გარეთ იყო დაყენებული".

ასევე იხილეთ:

საფეხბურთო კლუბები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

ტორპედო-დინამო 2:2 - შესანიშნავი "ქართული კლასიკო" [VIDEO]

shako
ნაგდია დზმაო ასე იყო და კიდე თავს იმარტლებდნენ :@
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო