მინისტრის მოადგილეების პოსტს დაიკავებენ - ზურაბ აზმაიფარაშვილი, თამაზ თევზაძე, რატი ბრეგაძე და გია რაფავა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება. 6 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მოადგილეები წარადგინა.

მოადგილეების პოსტს დაიკავებენ - ზურაბ აზმაიფარაშვილი, თამაზ თევზაძე, რატი ბრეგაძე და გია რაფავა.

6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა სამი მათგანი წარადგინა. რაც შეეხება გია რაფავას, რომელიც ცნობილი ქართველი მორაგბეა, ის ინგლისში ცხოვრობს და როგორც მინისტრმა აღნიშნა, თვის ბოლოს უკვე ჩამოვა თბილისში და სპორტის სამინისტროს გუნდს შეუერთდება.

ზურაბ აზმაიფარაშვილი ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატია. იყო ევროპის 2003 წლის ჩემპიონი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ლიდერი, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და თანაპრეზიდენტი. იყო გარი კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიოს პირველობის სამ შეხვედრაში. ამჟამად ის სინგაპურში ფიდეს საჭადრაკო აკადემიის სამწვრთნელო პროგრამების დირექტორია.

რაც შეხება მეორე მოადგილეს, თამაზ თევზაძეს, ის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატია, დოცენტი, მუშაობდა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტის დირექტორის თანამდებობაზე. იყო ოლიმპიური სახეობის ხელბურთის გენერალური მდივანი და პრეზიდენტი. არის ევროპის ხელბურთის ფედერაციის დელეგატი და წლების განმავლობაში არის საქართველოს წარმომადგენელი, საერთაშორისო ექსპერტი ევროპის ფედერაციაში.

რატი ბრეგაძე პროფესიით იურისტია. არის ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი და სხვადასხვა პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი. აქვს დიდი გამოცდილება სამეცნიერო აქტივობებში.

"ინტერპრესნიუსი"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა