ესპანეთის ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ" მის ყოფილ გუნდ "კახასოლს" უმასპინძლა და დამაჯერებლად მოიგო - 73:60. შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყდა...
ესპანეთის ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ" მის ყოფილ გუნდ "კახასოლს" უმასპინძლა და დამაჯერებლად მოიგო - 73:60. შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყდა: საწყისი მეოთხედი მასპინძლებმა 20:10 მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე რომ გავიდნენ, ტაბლოზე 40:26 ეწერა.

20 და 10 კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ: ნიკამ 20 წუთში 10 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. (8 ქულა მეორე ტაიმში ჩააგდო), 5-დან 2 სამქულიანისა და 3-დან 2 ორქულიანის რეალიზება მოახერხა.

ორი ტურის შემდეგ "ლაგუნ აროს" თითო მოგება-წაგება აქვს.

ასეთივე მაჩვენებელი აქვთ ტორინ გრინის "გრან კანარიას" და ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდს", ხოლო ტაირონ ელისის "ესტუდიანტესს" ცხრილში 2 წაგება უწერია.

ბოლო ტურში "გრან კანარიამ" "სარაგოსას" (ამ კლუბში გრინი 2008-09 წლების სეზონში თამაშობდა) იოლად აჯობა - 83:61. ტორინი სასტარტო იყო, 19 წუთში 3 ქულა 6 პასი და 1 მოხსნა მოუგროვდა. მან მატჩი ხუთი ფოლის გამო ნაადრევად დაასრულა.

ჰოსლის "ხუვენტუდმა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "მენორკას" 91:73 აჯობა. ქუინტონმა 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი გაიფრმა.

ტაირონ ელისი და მისი "ესტუდიანტესი" ვალიადოლიდში ჩავიდნენ და ადგილობრივ "ბლანკორუედასთან" 66:79 დათმეს. ელისის ანგარიშზე 16 წუთში მხოლოდ თითო მოხსნა-პასი იყო.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა