"ნიქსმა" ისტორიაში პირველად დაიწყო სეზონი ზედიზედ სამი მოგებით, როცა თითოეულში ფიქსირდებოდა მინიმუმ 15-ქულიანი უპირატესობა
ზედიზედ მეორე მატჩი მოუგო "ნიუ იორკმა" "ფილადელფიას" - საშინაო მოგებას სტუმრად გამარჯვება მოჰყვა.

მასპინძლებს მხოლოდ სტარტი გამოუვიდათ წარმატებული, როცა 14:4 გაიქცნენ, მაგრამ უკვე პირველი მეოთხედის ბოლოსკენ "ნიქსმა" მიანიშნა მეტოქეს, რომ რიჩარდსონისა და ბაინუმის გარეშე "სიქსერზს" რევანშზე არ უნდა ეფიქრა.

საბოლოოდ წერტილი შეხვედრას მესამე მეოთხედის დაწყებისთანავე დაესვა - კიდის, ფელტონისა და ენტონის მიერ ორგანიზებული 12:0 სპურტის შემდეგ მატჩის დარჩენილი 18 წუთი ფორმალობად გადაიქცა. საინტერესოა, რომ "ნიქსმა" 32-დან 19 სამქულიანი ააცილა. სამაგიეროდ, უშეცდომოდ ისროლა ყველა საჯარიმო (19) და მხოლოდ შვიდი შეცდომა დაუშვა.

ნიუიორკელთა რიგებში ყველა აგდებდა ბურთს - ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა გადააჭარბა 10-ქულიან ზღვარს. თუმცა ამათგან ორმაგი დუბლი მხოლოდ ბრიუერმა შეასრულა, რომელმაც თავის 13 ქულას 10 მოხსნა დაუმატა.

"ნიქსმა" ისტორიაში პირველად დაიწყო სეზონი ზედიზედ სამი მოგებით, როცა თითოეულში ფიქსირდებოდა მინიმუმ 15-ქულიანი უპირატესობა.

ცუდად შეხვდნენ სან ანტონიოში "სპურსის" ყოფილ გამთამაშებელს ჯორჯ ჰილს, რომელიც ამჟამად "ინდიანაში" თამაშობს.

პირველი მეოთხედის ბოლოს და მეორეს დასაწყისში მასპინძლებმა 15:0 გაქცევა მოაწყვეს და ამის შემდეგ დარჩენილი დრო "სპურსის" უპირატესობა სწორედ 15-20 ქულის ფარგლებში მერყეობდა.

და ეს იმის მიუხედავად, რომ გრეგ პოპოვიჩმა დასვენების საშუალება მისცა თავის ლიდერებს - არც ერთს ნახევარ საათზე მეტი არ გაუტარებია მოედანზე. საშინლად გამოიყურებოდა "ინდიანას" სამი ლიდერი - ჯორჯმა, ჰიბერტმა და ჰილმა თამაშიდან 35-ჯერ ისროლეს და მხოლოდ 11 ბურთი მოათავსეს კალათში.

ცნობისთვის, "სან ანტონიომ" თავის ისტორიაში პირველად მოიგო სტარტზე ოთხიდან ოთხი მატჩი.

ფილადელფია-ნიუ იორკი 88:110

21:25, 27:31, 20:33, 20:21

ფ: ჰოლიდეი (17+8 პასი), ტ. იანგი (14+10 მოხსნა), რაიტი (14+9 მოხსნა), ნ. იანგი (12), ტერნერი (11+9 მოხსნა+6 პასი).

ნ-ი: ენტონი (21+7 მოხსნა), სმიტი (17+7 მოხსნა+5 პასი), ფელტონი (16+8 პასი), ჩენდლერი (14+6 მოხსნა), ბრიუერი (13+10 მოხსნა), პრიჯიონი (11+6 პასი), უოლასი (10).

სან ანტონიო-ინდიანა 101:79

26:18, 21:20, 26:22, 28:19

ს-ა: ნილი (17), ბლეირი (14+11 მოხსნა), დანკანი (14), ჯექსონი (12), გრინი (10).

ი: ჰილი (15+6 პასი), ჯორჯი (14), უესტი (10+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა