საოცარი დამთხვევა: კრიშტიანო რონალდო ლეო მესიზე 869 დღით დიდია, პორტუგალიელის შვილიც, კრიშტიანო ჯუნიორი 869 დღით დიდია მესის ვაჟ ტიაგოზე

კრიშტიანო რონალდო ლეო მესიზე 869 დღით დიდია. საოცარი დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია - პორტუგალიელის შვილიც, კრიშტიანო ჯუნიორი 869 დღით დიდია მესის ვაჟ ტიაგოზე, რომელიც სამყაროს ლა ლიგის X ტურის წინა ღამეს მოევლინა...

ბარსა-რეალობა

6 ნოემბერს "რეალმა" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა, ხოლო 7 ნოემბერს "ბარსელონა" გლაზგოს "სელტიკს" ეწვევა.

ესპანური გრანდებისთვის ჩემპიონთა ლიგა აქტუალური საკითხია, ლა ლიგის უქმეები კი წარმატებით გავლილი ტური. "ბარსამ" "სელტა" 3:1 დაამარცხა, მაგრამ ბრაზილიელი ადრიანო დაკარგა; ხოლო "რეალმა" 4:0 გაანადგურა "სარაგოსა".

"სარაგოსასთან" მატჩით იკერ კასილიასი ლა ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც გოლკიპერი, ვინც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა ერთი გუნდის შემადგენლობაში. კაპიტნისთვის ეს მატჩი 467-ე იყო. მან გადაუსწრო "ბილბაოს" მეკარე ირიბარს (466 მატჩი).

სხვათა შორის, ტიტო ვილანოვამ ერთხელაც არ გაიმეორა ამ ათ ტურში სასტარტო შემადგენლობა.

მესი VS რონი

ლიონელ მესიმ "სელტასთან" 3:1 მოგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, აქედან 2-ჯერ ზუსტად. მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

კრიშტიანო რონალდომ "სარაგოსასთან" 4:0 მოგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 9-ჯერ დაარტყა, 5-ჯერ ზუსტად, მის წინააღმდეგ 3-ჯერ იუხეშეს. რონალდო თამაშგარე მდგომარეობაში სამჯერ მოხვდა.

სტატისტიკაში მცირე უპირატესობა პორტუგალიელს აქვს (პლუს ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა) და ის ჩვენს "ტურნირში" ანგარიშს ათანაბრებს - 6:6.

იცით თუ არა, რომ...

* "რეალი"-"სარაგოსას" მატჩი წუთიერი დუმილით იმის გამო დაიწყო, რომ ჰელოუვინის აღნიშვნისას მადრიდში 4 გოგონა გარდაიცვალა.

* ანხელ დი მარიამ მე-100-ედ მოირგო "რეალის" მაისური. არგენტინელმა იუბილე გოლით და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობით აღნიშნა.

* კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მე-9 მატჩში ვეღარ გაიტანა.

* "ესპანიოლმა" სტუმრად 11-თვიანი პაუზის მერე მოიგო.

ტურის ფრაზები

პაკო ხემესი: "მე მინდა, რომ ჩემი გუნდი ყოველთვის ასეთი გამბედავი იყოს", - "რაიო ვალეკანოს" ამაყი თავკაცი "მალაგას" სტუმრად დამარცხების შემდეგ.

მანუელ პელეგრინი: "ამ თამაშის მეშინოდა და ჩემი შიში გამართლდა. ბოლოს იმის იღბალიც არ მოგვეცა, რომ ანგარიში გაგვეთანაბრებინა", - "მალაგას" ჩილელი თავკაცი პირველი საშინაო მარცხის მერე.

ტიტო ვილანოვა: "ჩვენ შევეცდებით, ეს რეკორდი კიდევ უფრო მიუწვდომელი გავხადოთ მომდევნო მატჩებში", - "ბარსას" თავკაცი კლუბის ისტორიაში ყველაზე კარგი სტარტის შესახებ.

ჟოზე მოურინიო: "ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ, უკეთ ვითამაშოთ", - "რეალის" თავკაცი "სარაგოსას" 4:0 დამარცხების შემდეგ.

მანოლო ხიმენესი: "ჩვენ "რეალს" არაფერში ჩამოვუვარდებოდით, გარდა ანგარიშისა. 0:2-ზე ნაღდი გოლი გაგვიუქმეს", - "სარაგოსას" თავკაცი.

ჟოზე მოურინიო: "დარწმუნებული ხართ, რომ კარგად დაითვალეთ? მართლა ასი მატჩია უკვე? მე სადღაც 50-ზე მეტი მეგონა", - "განსაკუთრებულის" ხუმრობა თამაშის მერე.

დიეგო სიმეონე: "შინ დამარცხებულები, მაგრამ თავაწეულები მივდივართ, რადგან კარგად ვითამაშეთ", - "ატლეტიკოს" არგენტინელი თავკაცი სეზონში პირველი მარცხის მერე.

რადამელ ფალკაო: "ფეხბურთი ომია, ომი კი ასეთია, მე მებრძოლი ვარ და ჭრილობებიც უნდა ავიტანო", - კოლუმბიელმა ფორვარდმა "ტვიტერზე" დაწერა.

მარსელო ბიელსა: "ეს გამარჯვება, უბრალოდ, ჰაერივით გვესაჭიროებოდა", - "ბილბაოს" თავკაცი.

რონალდო: "ოქროს ბურთს" მესის მივცემდი, ხოლო წლის მწვრთნელად მოურინიოს დავასახელებდი", - "რეალის" ლიდერის კომენტარი.

ტურის გმირი დავიდ ვილია (ბარსელონა)

იმიტომ, რომ, როგორც იქნა, ჩვენ ძველი ვილია ვიხილეთ.

მე-12 ფეხბურთელი: ლეო კარილიო (რაიო ვალეკანო)

სამი ფეხბურთელის გარდა, ტურის სიმბოლურში ყველა დებიუტანტია! ასევე პირველად მოხდა, რომ სიმბოლურში მესი-რონალდო-ფალკაოს ტრიოდან ერთიც კი ვერ მოხვდა.

მეტიც, შანსი რომ ყოფილიყო, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი იყო მათზე წინ. მაგალითად - ფეგული "ვალენსიადან", გამა "დეპორტივოდან", ბენიატი "ბეტისიდან".

ტურის მსხვერპლ(ნ)ი

ადრიანო (ბარსელონა)

რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ნელსონ ოლივეირა (დეპორტივო)

"ბარსას" ბრაზილიელმა მცველმა პირველ ტაიმში საზარდული იტკინა და თამაში ვეღარ გააგრძელა. ექიმთა პირველადი დასკვნით, ადრიანოს 3 კვირა მოუწევს უქმობა.

"ვალენსიას" ფორვარდ რობერტო სოლდადოსთან ორთაბრძოლაში რადამელ ფალკაომ თავი გაიტეხა, თუმცა თამაში გააგრძელა.

"დეპორტივოს" პორტუგალიელი ფორვარდი მეორე ტაიმში შევიდა და 15 წუთში საზარდულის ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა.

ესპანური ფეხბურთის სუსტი წერტილი - მსაჯობა

ფერნანდეს ბორბალანი (ბარსელონა-სელტა): 3 "მარკას" შეფასებით (10-ბალიანი სისტემით)

რა დააშავა: ხორდი ალბამ მეტრიანი ოფსაიდიდან გაიტანა გოლი, მაგრამ ეს ვერც მისმა ასისტენტმა შენიშნა და ვერც თავად არბიტრმა. პირველ ტაიმში ვილიას სახიფათო შეტევა მოგონილი თამაშგარეთი შეაჩერა.

ვიტიენეს ტეიშეირა (ვალენსია-ატლეტიკო): 3 "მარკას" შეფასებით (10-ბალიანი სისტემით)

რა დააშავა: არ დანიშნა ორი პენალტი რადამელ ფალკაოს მონაწილეობით. ორივე შემთხვევაში პენალტი ნაღდს ჰგავდა.

ტურის საუკეთესო გოლი

რობერტო სოლდადო (ვალენსია) "ატლეტიკოს" კარში

ტურის საუკეთესო პასი

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) საგოლე პასი დავიდ ვილიას.

ტურის სტატისტიკა

25 გოლი ტურში (2,5 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 5 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 55 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ

დუბლი: პიტი (რაიო ვალეკანო), არიც ადურისი (ბილბაო).

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ფრანსისკო ალკასერი (ხეტაფე, 19 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 82 978 - "კამპ ნოუ"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 7 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 23 - გრანადა

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - რეალი

ყველაზე მეტი ჯარიმა: 23 - ესპანიოლი

ყველაზე მეტი კუთხური: 11 - სოსიედადი, ოსასუნა

ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - ხეტაფე

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 69% - ბარსელონა

ბომბარდირები

13 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

11- კრიშტიანო რონალდო (რეალი)

10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები

7 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

4 - პედრო (ბარსელონა), ლიონელ მესი (ბარსელონა), ბენიატ ეჩებარია (ბეტისი)

გოლი+პასი

17 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

12 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

11 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური

9 ნოემბერი

ბეტისი-გრანადა.

10 ნოემბერი

რაიო ვალეკანო-სელტა, ესპანიოლი-ოსასუნა, სარაგოსა-დეპორტივო, მალაგა-რეალ სოსიედადი.

11 ნოემბერი

ვალიადოლიდი-ვალენსია, ბილბაო-სევილია, მალიორკა-ბარსელონა, ატლეტიკო-ხეტაფე, ლევანტე-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. X ტური: ჟოზე მოურინიოს ასი მოგება, ტიტო ვილანოვას რეკორდი

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ