5 ნოემბერს ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელმა ტურნირმა სტარტი აიღო
5 ნოემბერს ლონდონში სტარტი აიღო ATP-ის წლის შემაჯამებელმა ტურნირმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში დასკვნითი ჩემპიონატი კვირას იწყებოდა იმის გამო, რომ ფინალი უქმეებს დამთხვეოდა, მაგრამ წელს ATP-ის კალენდარი ორი კვირით შეამცირეს, რის გამოც გაქრა პაუზა პარიზის მასტერსსა და საბოლოო ტურნირს შორის.

შესაბამისად, შემაჯამებელი ტურნირის სტარტი ორშაბათს გადაიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალიც ორშაბათს, 12 ნოემბერს გაიმართება.

ტურნირი A ჯგუფის მატჩებით გაიხსნა. პირველები კორტზე ადგილობრივი პუბლიკის კერპი ენდი მიურეი და ჩეხი ტომაშ ბერდიხი გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წელს ენდიმ ჰარდზე ორჯერ დაამარცხა ტომაში, ურთიერთშეხვედრებში წინ ჩეხი იყო - 4:3.

მასპინძელს კარგი სტარტი გამოუვიდა - პირველივე გეიმში ორმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ შანსის გამოყენება ვერ შეძლო.

მოგვიანებით ბერდიხმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მისცა მეტოქეს, მაგრამ ისევ შეძლო საკუთარი გეიმის გადარჩენა. ამან ჩეხს მეტი დამაჯერებლობა შესძინა და მალე ბერდიხი ბრეიკით დაწინაურდა. ბოლოს მან სეტზე ჩაწოდებისას კიდევ ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3.

მეორე სეტში საპირისპირო სცენარი გათამაშდა. აქ უკვე ტომაშმა გაუშვა ბრეიკზე საკუთარი შანსები და მაშინვე დაისაჯა თავისი გეიმის წაგებით. ჩეხს თითქმის არ ჰქონდა საპასუხო ბრეიკის შანსი, რადგან ენდი შესანიშნავად ათამაშდა.

განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა მას ბადესთან გასვლები. მიურეიმ სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა, მესამე პარტიაში კი ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა.

მართალია, მასპინძლის უპირატესობა ძალიან დიდი არ ყოფილა (მხოლოდ ერთი ბრეიკი გააკეთა), მაგრამ ჩოგბურთელებს არც ერთი ხანგრძლივი გეიმი არ უთამაშიათ - ერთხელაც არ დაფიქსირებულა "თანაბარი". ბრეიკ-პოინტიც მხოლოდ ერთი იყო, რომელიც ბრიტანელმა გამოიყენა და პირველი გამარჯვება იზეიმა ჯგუფში - 3:6, 6:3, 6:4.

საღამოს სესიაში, A ჯგუფის მეორე მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩი და ჟო-ვილფრიდ ცონგა შეხვდნენ ერთმანეთს. ნოვაკმა გასულ კვირას პირველივე მატჩი წააგო პარიზის მასტერსზე სემ კუერისთან, შემდეგ კი სასწრაფოდ ბელგრადში გაემგზავრა საავადმყოფოში მოთავსებული მამის მოსანახულებლად.

შესაძლოა ამ მიზეზით სერბმა ცუდად დაიწყო მატჩი და პირველივე გეიმში ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს. ჯოკოვიჩი მისთვის არადამახიათებელ ბევრ შეცდომას უშვებდა, განსაკუთრებით, ბეკჰენდის დროს.

სწორედ ამას ელოდა ცონგა, რომელსაც დაცვითი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული. თუმცა ფრანგს დიდი ხანი არ ეყო მოთმინება.

მალე მანაც დაიწყო იერიშებზე გადასვლა. თან ნოვაკმაც თანდათან იგრძნო თამაში. თუმცა ცონგამ მაინც მოიპოვა ორი ბრეიკ-პოინტი, აქედან მეორე 5:5-ზე, რაც "დაფარულ" სეტბოლს ნიშნავდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ჯოკოვიჩი ოდნავ უფრო ძლიერი აღმოჩნდა - დამაჯერებლად ჩაატარა ტაი-ბრეიკი და პირველი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტის სტარტზე ტაი-ბრეიკის შედეგით განაწყენებულმა ცონგამ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და მატჩში პირველად წააგო თავისი მოწოდება.

საპასუხო ბრეიკის შანსი ფრანგს თითქმის არ ჰქონია - მხოლოდ ერთხელ ჩამორჩა ჯოკოვიჩი თავის მოწოდებაზე - 0:30. დანარჩენი საკუთარი გეიმი სერბმა "მშრალი" ანგარიშით მოიგო. თავად ცონგაც უპრობლემოდ იღებდა თავის მოწოდებებს, მაგრამ ბოლოს ჯოკოვიჩმა მეორე ბრეიკიც გააკეთა - 6:7, 3:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა