დემეტრაძის მამის თქმით, გიორგი იმედოვნებს, რომ სასამართლო მალე გაიმართება და გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ
ოქტომბრის ბოლოს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პატიმრების ნაწილი გამოუშვეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხვებთან ერთად, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, გიორგი დემეტრაძესაც გაათავისუფლებდნენ - ამ იმედს კახა კალაძის განცხადება იძლეოდა.

"ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული და დანაშაული არ ჩაუდენია, დაუბრუნდება საკუთარ ოჯახსა და საზოგადოებას.

ჩვენდა საუბედუროდ, მათ შორის მოხვდა გიორგი დემეტრაძეც, რომელსაც აბსურდული ბრალდება წაუყენეს.

მჯერა, მალე ობიექტური სასამართლო შედგება და დემეტრაძეს გაათავისუფლებენ", - თქვა 8 ოქტომბერს "ლელოსთან" საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა მცველმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული და ამჟამად ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრია.

მეტიც, იყო ცნობა, რომ პატიმრობაში მყოფი დემეტრაძე კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში მიიღებდა მონაწილეობას. ზოგიერთმა საინფორმაციო წყარომ იჩქარა და დაწერა კიდეც, დემეტრაძე თავისუფალი არისო.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ჯერ კიდევ ციხეშია, "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა "მილანის" ვარსკვლავების წინააღმდეგ კი, სავარაუდოდ, 2013 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

დემეტრაძის მამის თქმით, გიორგი იმედოვნებს, რომ სასამართლო მალე გაიმართება და გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 2010 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. ამ ბრალდებას დემეტრაძე კატეგორიულად არ ეთანხმება.

თავის დროზე, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცნობილი ფეხბურთელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი, გიორგიმ და მისმა ადვოკატმა საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს, საპროცესო გარიგებაზე კი უარი თქვა, რადგან დემეტრაძისთვის სრულიად მიუღებელი იყო ბრალდების აღიარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დემეტრაძე: იმედია, მე და პატიმრების დიდი ნაწილი ოჯახებს ახალ წლამდე ვნახავთ

გიორგი დემეტრაძე კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშებს

კახი კალაძე: გიორგი დემეტრაძე უახლოეს მომავალში გათავისუფლდება

ფეხბურთელებმა ციხეში გიორგი დემეტრაძესთან მატჩი გამართეს

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა