სპორტსმენი, რომელიც 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის, დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი ჩამოართვა თავისუფალი სტილით უზბეკ მოჭიდავეს სოსლან ტიგიევს.

სპორტსმენი, რომელიც 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის, დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს. მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი - მეთილგექსანამინი აღმოაჩინეს.

ახლა უზბეკის ბრინჯაოს მედალი უნგრელ გაბორ ჰატოშს გადაეცემა, რომელსაც ტიგიევმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მოუგო.

ამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ამერიკელი ჯორდან ბაროუზი, ვინც ფინალში ირანელი საიდ ჰუძარი დაამარცხა.

სხვათა შორის, ტიგიევს კოლექციაში მაინც ექნება ერთი ოლიმპიური მედალი - 2008 წელს, პეკინში მან ვერცხლი დაისაკუთრა.

უზბეკი მეორე სპორტსმენია, რომელსაც ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ მედალი ჩამოართვეს. მანამდე ანალოგიური სასჯელი მიიღო ბელორუსმა ბირთვის მკვრელმა ნადეჟდა ოსტაპჩუკმა, რომელსაც ოქროს მედლის დაბრუნება მოუწია.

ასევე დოპინგის მიღებისთვის დაისაჯა გრძელ დისტანციებზე რუსი მორბენალი ინგა აბიტოვი.

30 წლის სპორტსმენი 2012 წლის 11 ოქტომბრიდან ორი წლით არის დისკვალიფიცირებული. ამასთან, გაუქმდა რუსი მძლეოსნის შედეგები 2009 წლის ოქტომბრიდან დღემდე.

შესაბამისად, აბიტოვს ჩამოერთმევა 2010 წელს 10 ათას მეტრზე ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი. გარდა ამისა, წელს რუსი მეორე ადგილზე გავიდა ლონდონის პრესტიჟულ მარათონში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა