ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რას როშავდა ფაბიო კაპელო?

რას როშავდა ფაბიო კაპელო?

"დეილი მეილი" წერს, როგორც ჩანს ორშაბათის პრეს კინფერენციაზე ფაბიო კაპელოს უკან მისი ინგლისურის მასწავლებელი უნდა მჯდარიყო, რადგან მისი დახმარების გაშე ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ვერაფრით გაიგო, რატომ ატყდა კაპიტნის შეცვლის გამო დიდი ალიაქოთი...
"დეილი მეილი" წერს, როგორც ჩანს ორშაბათის პრეს კინფერენციაზე ფაბიო კაპელოს უკან მისი ინგლისურის მასწავლებელი უნდა მჯდარიყო, რადგან მისი დახმარების გაშე ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ვერაფრით გაიგო, რატომ ატყდა კაპიტნის შეცვლის გამო დიდი ალიაქოთი და ვერც რამდენიმე კონკრეტული შეკითხვის შინაარსი გაიგოო. მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრებს კაპიტანი შეეცვალა - სამკლავური, რომელიც მსფლიოს ჩემპიონატიდან მოყოლებული სტივენ ჯერარდს ეკეთა, გამოჯანმრთელებულ რიო ფერდინანდს დაუბრუნეს.

მაინც რა კითხვები ვერ გაიგო კაპელომ? მაგალითად, ასეთი: რამდენად სწორი იყო სამკლავურის ჩამორთმევა კაცისთვის, რომელმაც აგვისტოში, უნგრეთის ნაკრების კარში ორი გოლის გატანით მისი ტყავი გადაარჩინა? გარდა ამისა, ჟურნალისტები წარუმატებლად ცდილობდნენ მწვრთნელსთვის შეეხსენებინათ, რომ ჯერარდმა ბულგარეთთან და შვეიცარიასთანაც ჩინებულად ითამაშა.

მათ იტალიელს ვერც ეუინ რუნის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული შეკითხვების შინაარსი გააგებინეს და საბოლოოდ უკმაყოფილონი დარჩნენ. კაპელო კი თავის მხრივ გაკვირვებული ჩანდა:

"ჯერარდმა ჩემი წესები კარგად იცის - პასუხობდა ის - ვინ იქნებოდა ინგლისის ნაკრების კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი ეს ინგლისში რომ ჩამოვედი მაშინვე გადავწყვიტე და გამოვაცხადე. წესებს არასდროს ვცვლი. როდესაც ფერდინანდს თამაში შეეძლო, კაპიტნობდა კიდეც და ეს სტივენმა ძალიან კარგად იცის".

მაგრამ, ინგლისურ პრესას ასეთი პასუხი არ ეპიტნავა, მოეჩვენა, რომ იტალიელი მწვრთნელი თანმიმდევრულად არ მსჯელობს და როგორც აწყობს ისე ჭრის და ისე კერავს. ყველაფერი მართლა "კაპელოს წესების" შესაბამისად რომ ყოფლიყო გაწერილი, მაშინ პასუხი კითხვაზე, ვინ უკაპიტნებს ჩერნოგორიასთან ინგლისის ნაკრებს, X-ფაქტორის (ქართული ანალოგიით "ჯეოსტარის") ფინალივით სანერვიულო არ იქნებოდა. ამ "ჯეოსტარის ფინალმა" ეჭვი არ არის როგორც ჯერარდი ასევე ფერდინანდი ძალიან დაძაბა და ჟურნალისტების აზრით ამან შეიძლება თამაშის ხარისხზე იმოქმედოს.

კიდევ ერთი შეუსაბამობა: ყველაფერი კვლავ და კვლავ "კაპელოს წესებით" რომ ყოფილი დალაგებული მაშინ თავად კაპელო კაპიტნობის ამბავს ჯერარდს კვირას არ ეტყოდა და ფერდინანდს, ორშაბათს - ისედაც ცხადი იქნებოდა, რომ რაკი ფერდინანდი გამოჯანმრთელდა სამკლავური მან უნდა გაიკეთოს.

არადა, პრეს-კონფერენციაზე იტალიელმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს ცოტა შეუტია კიდეც:

"ეს, მხოლოდ თქვენთვის არის დიდი ამბავი" - თქვა მან, რაც პრესის წარმომადგენლებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ: "და ფეხბურთელებისთვის"!

ის, რომ კაპიტნობის საკითხი მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, ფერდინანდმაც დაადასტურა:

"კაპელომ ძალიან კარგად იცის, რომ მე ინგლისის ნაკრების კაპიტნობა მინდა. რად უნდა ლაპარაკი, რომ საკუთარი ქვეყნის კაპიტნობა ძალიან საამაყოა. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ეს დიდი მიღწევაა".

სწორედ ამიტომ მართებდა ინგლისის ნაკრების მწვრთნელს კაპიტნობის სათუთ საკითხზე მეტი ფიქრიო, წერს ბრიტანული პრესა და კაპელოს შეახსენებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ის მეკარის შერჩევასაც "მჩატედ" მიუდგა და იწვნია კიდეც.

"დეილი მეილის" მიმომხილველი მეტ ლოუტონი წერს, რომ ფაბიო კაპელო ჩინებული მწვრთნელია, რომელსაც ერთი სერიოზული ნაკლი აქვს: ხშირად ვერ ხვდება, რომ კლუბს კი აღარ უდგას სათავეში, არამედ ნაკრების თავკაცია, რაც სულ სხვა რამ გახლავთ, განსაკუთრებით ინგლისში. მაგალითად, ამ კონკრეტულ შეხვედრაში ის ვერ მოხვდა, რომ სტივენ ჯერარდს მნიშვნელოვანი თამაშის წინ გუნება გაუფუჭა. არადა, ის, რომ ინგლისელი ფეხბურთელებისთვის კაპიტნობა ძალიან ბევრს ნიშნავს, ფერდინანდის მწარე სიტყვებიდანაც კარგად ჩანს:

"დიახ, მე თქვენს სტატიებს ვკითხულობდი - უთხრა "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა ჟურნალისტებს - თქვენ გეგონათ, რომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იქნებოდა კაპიტანი, არადა, გუნდში ფეხბურთელები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. ზოგი მის ბანაკში იყო და ზოგი ჩემსაში. საბედნიეროდ, მწვრთნელმა ჩემი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა