ბრაზილიისა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად ინგლისის ქალაქ დერბიში გაეჯიბრნენ. ევრო 2012-ის ფინალური ეტაპის თანამასპინძელი უკრაინა წესისამებრ, შესარჩევი ტურნირისგან თავისუფალია და შესაბამისად, მომდევნო წელიწადნახევარის განმავლობაში მხოლოდ ამხანაგური მატჩებით მოუწევს ფონს გასვლა.

ბრაზილიისა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად ინგლისის ქალაქ დერბიში გაეჯიბრნენ. ევრო 2012-ის ფინალური ეტაპის თანამასპინძელი უკრაინა წესისამებრ, შესარჩევი ტურნირისგან თავისუფალია და შესაბამისად, მომდევნო წელიწადნახევარის განმავლობაში მხოლოდ ამხანაგური მატჩებით მოუწევს ფონს გასვლა. ბრაზილიელები მომავალი წლის შემოდგომიდან მომდევნო მუნდიალის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვებიან და ზაფხულში გასამართ "კოპა ამერიკამდე" მათაც არ ელით ოფიციალური შეხვედრა. გუშინდელი მატჩი კი ორივე გუნდისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო და მოსალოდნელი შედეგითაც დასრულდა.

ბრაზილიელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზეშმა რამდენიმე ახალწვეული გამოსცადა და მათი თამაშით კმაყოფილიც დარჩა. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ანდრეი შევჩენკოს არ უთამაშია. ევროპელთა ასევე ახალმა თავკაცმა იური კალიტვინცევმა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა წინააღმდეგ, უმეტესწილად, ნაცადი კადრები გამოიყენა და მარცხის მიუხედავად, საკუთარი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილოც არ დარჩა.

მატჩი ბრაზილიელთა საგრძნობი უპირატესობით დაიწყო. დებიუტში უკრაინელებს ნერვიულობა ეტყობოდათ, მაგრამ მალევე დალაგდნენ და შეეცადნენ, მეტოქისთვის შესატევი სივრცეები შეეზღუდათ. ეს ცოტა ხანი გამოსდიოდათ კიდეც, მაგრამ რობინიოს ფლანგურ გარღვევას დანი ალვეშის მისამართით გამოზომილი გადაცემა მოჰყვა და ბარსელონელმა ერთი შეხებით დალაშქრა უკრაინელთა კარი.

კალიტვინცევის გუნდი ბედს არ შეეგუა და შეეცადა, თამაში მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ გადაეტანა. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ალექსანდ ალიევი გამოირჩეოდა, მაგრამ მხოლოდ მისი მონდომება არ კმაროდა. ბრაზილიელთა მეორე გოლი კი კარლოს ედუარდოს მიერ წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა. პატო უკრაინელებმა უმეთვალყურეოდ მიატოვეს და ამ უკანასკნელსაც ახლო მანძილიდან ანგარიშის გაზრდა არ გასჭირვებია - 2:0.

მეორე გოლის შემდეგ უკრაინა მარცხს შეეგუა, თამაშის ტემპი დაეცა, თავი აღარც ბრაზილიელებს გამოუდიათ და შეხვედრაც მშვიდად დასრულდა.

ამხანაგური მატჩი

ბრაზილია-უკრაინა 2:0

ბრაზილია: ვიქტორი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, ლუკასი - სანტოს ანდრე (46. ადრიანო), რამირესი (65. სანდრო), ელიასა (87. უესლი), კარლოს ედუარდო (65. ჟულიანო) - რობინიო (82. ანდრე), პატო (78. ნილმარი).

უკრაინა: დიკანი - კუჩერი, მანძიუკი, ფედეცკი, რომანჩუკი - ტიმოშჩუკი, როტანი, პოლევოი (73. გაი), გუსევი (46. ხუდობიაკი) - ალიევი, მილევსკი (61. სელეზნიოვი).

გოლები: 1:0 დანი ალვეში (25), 2:0 პატო (64)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა