უიგინსი საკუთარ სახლთან ახლოს ველოსიპედით მოძრაობდა, როცა მას ბენზინგასამართი სადგურიდან გამოსული ავტომობილი - Vauxhall Astra დაეჯახა

ველორბოლაში წლევანდელი სეზონის გმირი, ტურ დე ფრანსისა და ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული ბრედლი უიგინსი ავტოსაგზაო ავარიის გამო საავადმყოფოში მოხვდა. ეს ინფორმაცია სააგენტო "ფრანს-პრესმა" პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

უიგინსი ლანკაშირის საგრაფოში, საკუთარ სახლთან ახლოს ველოსიპედით მოძრაობდა, როცა მას ბენზინგასამართი სადგურიდან გამოსული ავტომობილი - Vauxhall Astra დაეჯახა, რომელსაც ადგილობრივი ქალი მძღოლი მართავდა.

პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, ტრავმები, რომელიც ველომრბოლელმა მიიღო, სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უფრო დეტალური ცნობების მიწოდებისგან თავი შეიკავეს.

თავის მხრივ, ჟურნალისტებმა თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ უიგინსმა, სავარაუდოდ, რამდენიმე ნეკნი გაიტეხა.

2012 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ლონდონის ოლიმპიადის მსვლელობისას ერთ-ერთი ველომრბოლელი მანქანის საბურავების ქვეშ მოყვა და დაიღუპა, უიგინსმა მძღოლებს, ველომოყვარულებსა და ფეხით მოსიარულეებს მოუწოდა, რომ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ. გარდა ამისა, ის მაშინ გამოვიდა წინადადებით, რომ ყველა ველომრბოლელისთვის სავალდებულო უნდა იყოს ჩაფხუტის ტარება.

ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ 8 ნოემბერს მომხდარ ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე, უიგინსმა გაიპარსა თავისი ბედნიერი ბაკენბარდები, რომლებმაც, თავად ველომრბოლელის თქმით, დიდი როლი ითამაშეს მის წარმატებაში.

ბრედლი უიგინსი, რომელიც "თიმ სქაის" წევრია, 2012 წელს გახდა პირველი ბრიტანელი ველომრბოლელი, რომელმაც ტურ დე ფრანსის მოგება შეძლო. ის აგრეთვე გახლავთ ოთხგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა