ახლახან უაიტი პოლიციამ დააკავა და ბრალი წაუყენა ვანდალიზმისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისთვის

სნოუბორდში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა შონ უაიტმა, რომელიც ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთ სასტუმროში ატეხილ დებოშშია დადანაშაულებული, გამოძიებასთან გარიგება დადო.

როგორც ნეშვილის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლები ამბობენ, შონ რაიტმა პირობა დადო, რომ ალკოჰოლ-დამოკიდებულებაზე მკურნალობის კურსს გაივლის, აანაზღაურებს სასტუმროსთვის მიყენებულ ზარალს და 24 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმით იქნება დაკავებული.

თუ უაიტი ამ სამ პირობას შეასრულებს, მას მოუხსნიან ვანდალიზმის ბრალდებას, - აცხადებენ პროკურატურის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ უაიტმა 16 სექტემბერს, ღამით მოაწყო არეულობა ნეშვილის Loews Vanderbilt Hotel-ში. კერძოდ, მან სახანძრო სიგნალიზაცია ჩართო, რის გამოც სასტუმროში მყოფი ყველა ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გარდა ამისა, იტყობინებოდნენ, რომ სპორტსმენმა დააზიანა სასტუმროს კუთვნილი ქონება, ეჩხუბა ერთ-ერთ თანამშრომელს და ინციდენტის ადგილიდან გაქცევა სცადა.

გაქცევის დროს ის სასტუმროს ღობიდან ჩამოვარდა და დაზიანებები მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში აღმოჩნდა. იქიდან გამოწერის შემდეგ უაიტი პოლიციამ დააკავა და ბრალი წაუყენა ვანდალიზმისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისთვის.

შონ უაიტი ყველაზე პოპულარული სნოუბორდისტია მსოფლიოში. ის 2006 და 2010 წლებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დისციპლინა "ჰალფ-პააიპში".

სპორტსმენს გააჩნია საკუთარი წარმოების ტანსაცმლის ხაზი, ვიდეოთამაშები და ფილმები სნოუბორდინგზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა