ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ATP. შემაჯამებელი ტურნირი: ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მიურეის მორიგი თრილერი

ATP. შემაჯამებელი ტურნირი: ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მიურეის მორიგი თრილერი

ბოლო დროს ამ ჩოგბურთელების ყოველი მატჩი ნამდვილ შოუს ემსგავსება და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა აღმოჩნდა
წლის შემაჯამებელი ტურნირის მესამე სათამაშო დღეს მთავარი მატჩი ენდი მიურეისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის მორიგი დაპირისპირება იყო.

ბოლო დროს ამ ჩოგბურთელების ყოველი მატჩი ნამდვილ შოუს ემსგავსება და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა აღმოჩნდა.

წელს ენდისა და ნოვაკს უკვე მეშვიდედ მოუწიათ შეხვედრა და თითქმის ყველა შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მიდიოდა, სამი მატჩი კი აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა.

სერბმა წლის დასაწყისში ხუთ პარტიაში მოიგო ავსტრალიის ღიაზე; შემდეგ აშშ-ის ღიაზე მიურეიმ ასევე ხუთ სეტში გაიმარჯვა; ცოტა ხნის წინ კი შანხაიში ბრიტანელმა ხუთი მატჩბოლი მოიგერია და დამარცხდა.

ნოვაკმა ცუდად დაიწყო მატჩი და მაშინვე დათმო საკუთარი მოწოდება, რაც საკმარისი აღმოჩნდა სეტის წასაგებად. მიურეი დამაჯერებლად მოქმედებდა და შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა. საკუთარ ხუთ გეიმში ენდიმ მხოლოდ სამი ქულა დათმო. ასე რომ, ჯოკოვიჩი ახლოსაც არ ყოფილა ბრეიკ-პოინტთან. მოწოდება თითქმის მთელი მატჩი შესანიშნავად მუშაობდა და ბრიტანელს ჯამში ცხრა ეისი მოუტანა.

მატჩის გადამწყვეტი მომენტი გახდა მეორე სეტის მესამე გეიმი. მიურეის ნოვაკის მოწოდებაზე 30:0 უნდა წაეყვანა ანგარიში, მაგრამ მსაჯებმა სერბის დარტყმის შემდეგ აუტი ვერ შეამჩნიეს. მასპინძელმა ისედაც მიაღწია ბრეიკ-პოინტამდე და სწორი მსაჯობის შემთხვევაში, ეს ბურთი მას ბრეიკს მოუტანდა, მაგრამ ჯოკოვიჩი გადარჩა და დამაჯერებლობა იგრძნო. მან გაზარდა ტემპი და უმატა სტაბილურობას, ენდიმ კი შეცდომების დაშვება დაიწყო.

პარტიის შუაში ნოვაკმა გამოიყენა თავისი პირველი შანსი მიღებაზე და შემდეგ დამაჯერებლად აიღო თავისი ორი გეიმი. ბრიტანელმა გააგრძელა მესამე სეტში მეტოქის დახმარება. ჯოკოვიჩი სიტუაციის სრული ბატონ-პატრონი გახდა და თამაში დამაჯერებლად მიჰყავდა. მიურეიმ დიდი ბრძოლის შემდეგ გადაარჩინა საკუთარი გეიმები 1:3-ზე და 2:4-ზე.

როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი პუბლიკის კერპი ტყუილად არ იბრძოდა თითქმის გამოუვალ სიტუაციაში. ნოვაკმა ძალიან წარუმატებლად ითამაშა თავისი გეიმი და სამი შეცდომა დაუშვა, რითაც მეტოქეს საპასუხო ბრეიკი გააკეთებინა. უფრო მეტიც, მატჩის ბედი თითქმის ბრიტანელის სასარგებლოდ შემობრუნდა - მას ორი ბურთი აკლდა საბოლოო გამარჯვებამდე და ორივე გათამაშებაში შანსი ჰქონდა, მაგრამ სერბმა გაძლო და შემდეგ ბრეიკით დაწინაურდა - 6:5.

მესამე სეტის ბოლოს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ჩოგბურთი წავიდა - ინიციატივა ხელიდან ხელში გადადიოდა. მიურეის ჰქონდა პარტიის ტაი-ბრეიკზე გადაყვანის შანსი, მაგრამ ორმაგი ბრეიკ-პოინტი გაუშვა ხელიდან - 4:6, 6:3, 7:5 სერბის სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებას ნოვაკი ნახევარფინალში გაყავდა იმ შემთხვევაში, თუ დღის მეორე მატჩში ჟო-ვილფრიდ ცონგა ტომაშ ბერდიხს დაამარცხებდა. ასეთ შემთხვევაში, მესამე ტურში ცონგა და მიურეი ერთგვარ მეოთხედფინალს ითამაშებდნენ.

პირველ სეტში დიდი ხანი დაზვერვა მიდიოდა. პირველი ბრეიკ-პოინტი ბერდიხმა მეშვიდე გეიმში მიიღო, მაგრამ ჰაერიდან იოლი დარტყმა გააფუჭა. ახალი შანსი მან სეტის ბოლოს მოიპოვა და ამჯერად ის ხელიდან არ გაუშვა. საერთო ჯამში კი თანაბარი თამაში მიდიოდა - ორივენი აქტიურად მოქმედებდნენ და საკმაოდ ბევრს ცდებოდნენ, თუმცა ოდნავ უფრო უკეთ ჩეხი გამოიყურებოდა.

მეორე პარტიაში ცონგამ სწორი დასკვნები გააკეთა და მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა. მას გაცილებით უკეთ გამოსდიოდა მიღებაზე თამაში და ამას მოჰყვა ლოგიკური ბრეიკი. მართალია, ფრანგმა სეტზე ჩაწოდებისას თავისი გულშემატკივრები ოდნავ აანერვიულა, მაგრამ საქმე ბოლომდე მაინც მიიყვანა.

მატჩის ბედის მესამე სეტში გადაწყვეტა აბსოლუტურად სამართლიანი დასასრული იყო - ბოლო სეტის სტარტზე ორივეს 25-25 “ვინერსი” და 24-24 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ამიტომაც რთული იყო მესამე სეტისთვის პროგნოზის გაკეთება. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ცონგამ, რომელსაც დებიუტში ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ჩააგდო პარტია. ბერდიხმა კი პირიქით, ძალიან თანაბრად ითამაშა და მესამე სეტში ბრძოლა არ შედგა - 7:5, 3:6, 6:1.

ასე რომ, A ჯგუფში ინტრიგა უკიდურესად გამწვავდა: არავის აქვს გარანტირებული ჯგუფიდან გასვლა და არავის დაუკარგავს ნახევარფინალში მოხვედრის შანსი.

რა თქმა უნდა, ჯოკოვიჩს ყველაზე კარგი შანსი აქვს, ცონგას - ყველაზე ნაკლები, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ვარიანტი. 50-პროცენტიანი მათემატიკური შანსი არსებობს, რომ ყველაფერი სეტებისა და თუნდაც გეიმების შეფარდებამ გადაწყვიტოს.

ATP. შემაჯამებელი ტურნირი

A ჯგუფი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მიურეი (ბრიტ, 3) 4:6, 6:3, 7:5; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 7) 7:5, 3:6, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა