სკანდალში გაეხვა ქალებს შორის ბადროს ტყორცნაში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი დარია პიშჩალნიკოვა
ისევ მომრავლდა დოპინგ-სკანდალები რუსი სპორტსმენების მონაწილეობით. ამჯერად სკანდალში გაეხვა ქალებს შორის ბადროს ტყორცნაში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი დარია პიშჩალნიკოვა.

საინტერესოა, რომ ეს სპორტსმენი ადრეც იყო დისკვალიფიცირებული. მძლეოსნობის მოყვარულებს ახსოვთ 2008 წელს მომხდარი სკანდალი, როცა პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს ერთბაშად შვიდი რუსი მძლეოსანი ქალი.

ერთ-ერთი სწორედ პიშჩალნიკოვა იყო. ასე რომ, ახლა 27 წლის რუსს სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის.

პიშჩალნიკოვას დადებითი დოპინგ-ტესტის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე სანდო წყარო ადასტურებს, თუმცა ოფიციალური ცნობა არ არსებობს. მძლეოსანმა დადებითი დოპინგ-სინჯი ლონდონის ოლიმპიადამდე დაახლოებით ორი თვით ადრე ჩააბარა. ამასთან, პირველმა ანალიზმა ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის არსებობა არ დაადასტურა, რამაც პიშჩალნიკოვას ოლიმპიადაზე გამოსვლის საშუალება მისცა.

მაგრამ უკვე თამაშების შემდეგ მძლეოსნის სინჯი ხელმეორედ შეამოწმეს (ამჯერად რუსეთის ფარგლებს გარეთ, სავარაუდოდ, ქალაქ კიოლნის ლაბორატორიაში) და სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ანაბოლური სტეროიდის კვალი.

IAAF-ის წესების თანახმად, დოპინგის ხელმეორედ გამოყენება რვაწლიანი დისკვალიფიკაციით ისჯება. წინა დისკვალიფიკაციის სკანდალური გარემოებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ფედერაცია სწორედ მაქსიმალური სასჯელის გამოტანას ეცდება.

ამ სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა თარიღიდან დაიწყებენ პიშჩალნიკოვას დისკვალიფიკაციის ათვლას და მისი შედეგების გაუქმებას. თუ ეს იქნება სინჯის აღების დღე, მაშინ სპორტსმენი დაკარგავს ლონდონის თამაშების ვერცხლის მედალს.

თუ ეს ასე მოხდა, მეორე ადგილზე გადავა ჩინელი ლი იანფენი, ხოლო ბრინჯაოს მედალს მიიღებს კუბელი იარელის ბარიოსი, რომელმაც ლონდონში მეოთხე ადგილი დაიკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა