არგენტინის ისტორიაში პირველი სუპერთასი "არსენალმა" და "ბოკა ხუნიორსმა" გაითამაშეს და ის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა
სან ფერნანდო დელ ვალე დე კატამარკა, ან უბრალოდ, კატამარკა, არგენტინის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პატარა ქალაქია, სადაც სტუმრად ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ისტორიაში პირველი სუპერთასის გასათამაშებლად ჩავიდნენ.

ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით, არგენტინის თასის თამაშები ნეიტრალურ მოედანზე, ისეთ ქალაქებში იმართება, სადაც ძლიერი საფეხბურთო გუნდი არ არის. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასთან მიმართებაშიც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და "არსენალი"-"ბოკა ხუნიორსი" 200 000-იან კატამარკაში დაგეგმა.

ნამდვილად ვერ გეტყვით რამდენად შეუწყობდა ეს თამაში ფეხბურთის პოპულარიზაციას ხელს, რადგან შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე მხრივ, გულშემატკივარმა დაძაბული და დრამატული ფინალი კი იხილა.

ორივე გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით გავიდა სათამაშოდ, მაგრამ მომენტების მიუხედავად, გოლის გატანა ვერცერთმა შეძლო.

უპირატესობას "არსენალი" ფლობდა და ოსკარ უსტარი რომ არა, შეხვედრის ბედი ძირითად დროში "მეთოფეების" სასარგებლოდ გადაწყდებოდა.

ერთადერთი მოთამაშე, რომელიც სტუმართა რიგებში გამოირჩეოდა, 21 წლის გილერმო ფერნანდესი იყო. სხვა მხრივ, ყველამ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.

სამართლიანობამ პენალტების სერიაში იზეიმა, სადაც 90 წუთის განმავლობაში უსაქმოდ მყოფმა კრისტიან კამპესტრინიმ ორი პენალტი მოიგერია და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ეს არგენტინის ისტორიაში პირველი სუპერთასი იყო და ის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.

არგენტინა. სუპერთასი

არსენალი-ბოკა 0:0 პენ. 4-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა