ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გურამ საღარაძე: ცუდას რად უნდა მტერობა... ქართველებს გვავიწროებენ, მაგრამ შედეგები მაინც გვაქვს!

გურამ საღარაძე: ცუდას რად უნდა მტერობა... ქართველებს გვავიწროებენ, მაგრამ შედეგები მაინც გვაქვს!

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში გურამ ფერსელიძის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით საკუთარი გულისტკივილი დაააფიქსირა

გურამ ფერსელიძის დისკვალიფიკაციამ ჭიდაობის ყველა ქომაგს დასწყვიტა გული. მათ შორისაა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გურამ საღარაძე, რომელიც თავად დაგვიკავშირდა და მომხდარზე საკუთარი გულისტკივილი დაააფიქსირა.

თუმცა შემთხვევით ვისარგებლეთ და სახელოვან ვეტერანს ჭიდაობასა თუ ქართულ სპორტში მიმდინარე სხვა საინტერესო მოვლენებზეც დავეკითხეთ.

- ფერსელიძის დისკვალიფიკაცია მართლაც მძიმე დარტყმაა ჩვენი ნაკრებისთვის. როგორ აფასებთ ამ ამბავს?

- ასაკის გადაკეთების ეს მავნე ტრადიცია შორეული წარსულიდან იღებს სათავეს, ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირის 50-იანი წლებიდან. ეს ტენდენცია სპორტში მაშინაც ფართოდ იყო ფეხმოკიდებული. ამით ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ყოფნას იხანგრძლივებდნენ.

თავის დროზე მეც შემომთავაზეს იმავეს გაკეთება, რადგან ხსენებული მიზეზის გარდა, ამ გზით კიდევ ჯარში გაწვევის გადავადება შეიძლებოდა.

სამწუხაროდ, ცუდი ჩვევა ინერციით გრძელდება დღემდე. ოღონდ გულწრფელად გეტყვით - თუ შენ ტალანტი და ნიჭიერი ხარ, ასაკის გადაკეთების გარეშეც მიაღწევ წარმატებებს.

ცუდია, ამ ძველმა მანკიერებამ ახლა რომ იჩინა თავი. ფერსელიძე პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაზე კარგად წარმოაჩინა თავი. მას მომავალ თამაშებზე ან მანამდე გასამართ მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზეც შეუძლია მედლის მოპოვება.

ცხადია, ვარჯიშს არ შეწყვეტს და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ ტურნირზე რომ ვერ გამოვა, ეს მაინც დაეტყობა.

- ასაკის გადაკეთების ინიციატივა, ძირითადად, მწვრთნელებისგან მოდის. არადა, ამით ისინი უმცროს ასაკში შედეგს კი იღებენ, მაგრამ წლებსაც უკარგავენ მათ, არ აძლევენ კანონზომიერად განვითარების საშუალებას და უფროსებში გადასვლის შემდეგ ბევრს უჭირს ადაპტაცია, თავის დამკვიდრება. რას ეტყოდით ასეთ მწვრთნელებს?

- ადრე ნაკრების მწვრთნელობისას ყველას მკაცრად ვაფრთხილებდი ამაზე, მაგრამ, ხომ იცით, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. ამას გამართლება არანაირად არ აქვს. ერთხელ და საბოლოოდ უარი უნდა თქვან ამაზე.

ვფიქრობ, ქრისტიანი კაცი ამ ნაბიჯზე არ უნდა მიდიოდეს - ღმერთი რასაც მოგცემს, იმას უნდა დასჯერდე.

იმედია, სპორტის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებს ამ მანკიერ მოვლენას, თორემ ხომ ვხედავთ, რამხელა სასჯელი მივიღეთ! სპორტსმენის გარდა, ფედერაციაც გვარიანად დაზარალდა - 12 ათასი შვეიცარიული ფრანკი არაა ცოტა თანხა. თუმცა ისიც საკითხავია, რატომ მაინცდამაინც საქართველო?

- ეს კითხვა ჩვენც გვაინტერესებს - რატომ მხოლოდ საქართველო?

- საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ შედეგებით ჭიდაობაში დიდ ქვეყნებს ვუსწრებთ. 1952 წლის ოლიმპიადიდან მოყოლებული, როცა პირველად გამოვედით თამაშებში, ყოველთვის წარმატებით მონაწილეობდნენ ოლიმპიადებში.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ასე გრძელდება, თუმცა ძალიან ვიჩაგრებით. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრს თვალში არ მოსდის. "ცუდას რად უნდა მტერობა"... ყველანაირად გვავიწროებენ, მაგრამ შედეგები მაინც გვაქვს.

ლონდონის ოლიმპიადაზე ყველამ ვნახეთ, როგორ დაჩაგრეს ვლადიმერ გეგეშიძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. სამწუხაროდ, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში ყველაფერი წინასწარაა გათვლილი, ყველა მედალი წინასწარაა განაწილებული. იქ საშინელი კორუფცია ტრიალებს.

თუმცა არც ცალკეული ქვეყნები აკლებენ ხელს. მაგალითად, კუბელები ყიდიან ოქროს მედლებს. თურქები, ბულგარელები, რუსები და სხვებიც აქტიურად ვაჭრობენ. სპორტს არ უხდება ასეთი რამეები.

- კორუფცია მართლაც არსებობს, მაგრამ არის კულუარული ხმები, რომ ჩვენ ძველი, გადაუხდელი ვალებისთვის ვისჯებით. თქვენ გაქვთ ასეთი ინფორმაცია?

- ეს ამბავი მეც ასე კულუარულად ვიცი. ამის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს სპორტმა უნდა აიმაღლოს ხმა, რადგან ამით სწორედ მსოფლიოს სპორტს ადგება ჩრდილი და ილანძღება.

- და რა მექანიზმია ამისგან თავის დასაღწევად?

- არაფერი, იმის გარდა, რომ მეტოქეზე რამდენიმე თავით მაღლა უნდა იდგე, მსაჯებსაც კი არ უნდა დაუთმო არაფერი. ასეთი დაჩაგვრის მსხვერპლი მეც გავხდი ტოკიოს ოლიმპიადაზეც და ინდოეთშიც მსოფლიოს პირველობაზე.

ტოკიოში თურქ ისმაილ ოგანთან თანაბარქულიან ვითარებაში ყველაფერი სასწორმა გადაწყვიტა, რადგან ის ჩემზე მსუბუქი აღმოჩნდა. სწორია ეს? თუმცა ჭიდაობაში წესები საერთოდ ვერ უძლებს კრიტიკას. ამ მხრივ ძიუდო ბევრად უფრო დახვეწილია.

- წარმატებისთვის კარგი მომზადება მართლაც აუცილებელია, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ჩვენთან სავარჯიშო მეთოდიკა შესაცვლელი და გადასახალისებელია? ზოგიერთ საკითხში, მაგალითად - ფიზიკურ მომზადებაში, გვარიანად ჩამოვრჩით...

- აქამდე არსებულმა პიარზე აგებულმა მიდგომამ მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. ლევან ყიფიანმა უმძიმესი მემკვიდრეობა ჩაიბარა. ქართულ სპორტში მძიმე ვითარებაა, ძველი ტრადიციები თითქმის ყველგან გაუფასურდა. ჭიდაობის გარდა, შედეგი ლამის არსადაა. თუნდაც ლონდონის ოლიმპიადის შედეგი ვნახოთ - მხოლოდ საჭიდაო სახეობების წარმომადგენლებმა მოიპოვეს მედლები.

ჭიდაობას რაც შეეხება, ქართულ ჭიდაობას თვალისჩინივით უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ის დიდ შევსებას აძლევს სხვა საჭიდაო სახეობებს და მაშინ მედლები ყოველთვის გვექნება.

სხვათა შორის, ამას წინათ შოთა ხაბარელმა ქარელში, სოფელ ფცაში ჩაატარა დიდი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, ძალიან მოეწონა და მის აღორძინებაზეც გაგვესაუბრა. დაგვპირდა, რომ ყველა დიდ სოფელში ქართული ჭიდაობის არენებს გააკეთებს.

აუცილებელი მგონია სოფლებში სპორტის განვითარებისთვის კოორდინაციისთვის რაღაც ისეთი რგოლის შექმნა, როგორიც ადრე იყო სპორტსაზოგადოება "კოლმეურნე" - სოფლის სპორტი დიდ შევსებას აძლევდა ქართულ სპორტს.

ჭიდაობის აღორძინებისთვის პირველად ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას; ამის შემდეგ კი მოგვარდეს დარბაზების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზების საკითხი, სასწავლო-საწვრთნელი ცენტრები თავისი სარეაბილიტაციო ბაზებით. ასევე აუცილებელია ყოფილი სპორტის აკადემიის აღდგენა, სპორტული მედიცინაც მეტად უნდა განვითარდეს. მისახედია გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრი - მთლიანი რეაბილიტაციაა ჩასატარებელი. ვფიქრობ, კარგი იქნება რეგიონებში მისი ფილიალების გახსნაც.

ფიზმომზადებაც ასევე მისახედია. დავსწრებივარ ჩრდილოკავკასიელების და კონკრეტულად, დაღესტნელების ვარჯიშებს. ისინი ფიზიკურად ძალიან ბევრს მუშაობენ, ჩვენთან კი ამდენი ყურადღება არაა. როცა მთავარი მწვრთნელი ვიყავი, დავით გობეჯიშვილს ბაგირზე ასეთი დატვირთვით ვავარჯიშებდი - თოკზე 12-ჯერ შეუსვენებლად ადიოდ-ჩამოდიოდა, იატაკზე ფეხსაც არ ადგამდა, არათუ დასვენება. მერე ფეხებზე ჯერ ფუთიანი, შემდეგ კი ორფუთიანი გირები დავკიდე და ისე ადიოდა - ეს ხელს უწყობს კიდურების გაძლიერებას...

ფიზმომზადების სპეციალისტი ყველა სახეობაში უნდა იყოს, რადგან ფიზიკური მომზადება ერთ-ერთი გადამწყვეტია; მით უფრო, სპორტი წინ მიდის და ვითარდება.

- დასასრულს, სპორტის სფეროში, კონკრეტულად, სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც გკითხავთ. რას ელით და რა სახის რეფორმებს ისურვებდით ახალი ხელმძღვანელობისგან?

- ახალ მინისტრს კარგად ვიცნობ, როგორც მის მამას, ყველასათვის საყვარელ ფეხბურთელსა და პიროვნებას. ვიმედოვნებ, ლევან ყიფიანი ყველაფერს გააკეთებს საქმის გამოსასწორებლად. ალბათ, უფროს თაობასაც გაგვიწევს ანგარიშს და თუ რამეს დაგვეკითხება, ვუპასუხებთ, გავუანალიზებთ - ჩვენ მზად ვართ ამისთვის.

მჯერა, თავის ირგვლივ ნიჭიერ ადამიანებს შემოიკრებს. ვისურვებდი, რომ აქცენტი ჭიდაობაზე გაკეთდეს, როგორც ყველაზე წარმატებულ სახეობაზე.

მისი ნაბიჯებიდან ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ მოსვლისთანავე გააკეთა განცხადება სპორტის დეპოლიტიზაციაზე. არ შეიძლება, სპორტსმენი - გინდ მოქმედი, გინდ - ვეტერანი, ზონდერჯგუფის ან ძალოვანი უწყების ისეთი თანამშრომელი იყოს, რომელსაც პოლიტიკური მიზნით გამოიყენებ. სპორტი მთელ მსოფლიოში მშვიდობის დესპანია და ჩვენ ძალისმიერ იარაღად ნუ გადავაქცევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მორიგი უსიამოვნება ქართულ სპორტში: FILA-მ გურამ ფერსელიძე დასაჯა!

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: სად არის FILA-ს სამართალი...

წაგებულის შემობრუნება - როგორ უნდა მოვემზადოთ შეჯიბრებისთვის

ქართველები ოლიმპიადაზე: მოპოვებული ვერცხლი და წართმეული ბრინჯაო [+VIDEO]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა