ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებს კვლავ უგვიანდებათ ხელფასის დარიცხვა, პრემიებზე ლაპარაკიც ზედმეტია
ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს თითქოს წყევლა დაებედა: ერთი მხრივ, ამ ქალაქში უზომოდ ნიჭიერი ფეხბურთელები იზრდებიან, რომლებიც მუდმივად თამაშობენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში; და არამარტო: უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის ცენტრალური მცველი თემურ ფარცვანიაც ზუგდიდელია. მსგავსი რაოდენობის ტალანტებით თავს ბევრი ქალაქი ვერ მოიწონებს.

მაგრამ მეორე მხარე დამთრგუნველია - საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში ზუგდიდის გუნდი სამეულში ერთხელაც ვერ მოხვდა.

იმიტომ, რომ გუნდს მუდმივი ფინანსური პრობლემები დაებედა. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც. ასე რომ, რაც ბოლო პერიოდში გუნდის თავს განსაკუთრებული არაფერი ხდება - ფეხბურთელებს კვლავ უგვიანდებათ ხელფასის დარიცხვა, პრემიებზე ლაპარაკიც ზედმეტია.

მათ რამდენჯერმე გაპროტესტება სცადეს და მოედანზე სათამაშოდ გასვლას არ აპირებდნენ. ბოლოს ისევ გულშემატკივრებს გაუწიეს ანგარიში, რომლებიც "ზუგდიდს" გვერდიდან არ სცილდებიან, გუნდს, რომელიც აღარ ფინანსდება ქალაქის მუნიციპალიტეტისგან.

მაგრამ წლეულს მაინც განსხვავებული ამბები ხდება: თუ ადრე გაჭირვება კლუბს ანგრევდა, ახლა "ზუგდიდი" პრობლემებს უმკლავდება და სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე წამოსკუპდა.

გუნდის გულშემატკივრები სხვა გუნდის ქომაგებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში ამაყად მიმართავენ, რომ რუსთავის "მეტალურგი" და "ზესტაფონი" ჩამოიტოვეს და მიუხედავად თანდაყოლილი ფინანსური პრობლემებისა, "ზუგდიდი" ჩემპიონატის ლიდერებს მეტოქეობას უწევს და მეოთხე ადგილზე ღირსეულად არის.

რა არის გუნდის წარმატების საიდუმლო? ამის შესახებ "ზუგდიდის" გამოცდილი მცველი, თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ლევან აკობია გველაპარაკა.

"ზუგდიდში" კარგი არაფერი ხდება და არც ვიცი, რა იქნება. ჩვენი პატრონი არავინ არის... ლიდერებში ვართ, მაგრამ ერთი თვის ხელფასიც დასარიგებელია და ასაღები გვაქვს საკმაოდ ბევრი პრემიაც.

გუნდში უმეტესობას ოჯახი ჰყავს და საერთოდაც, ფული ყველას გვჭირდება. მოთამაშე ვარჯიშზე რომ გადის, მარტო ფეხბურთზე უნდა ფიქრობდეს და არა იმაზე, ხვალ რა ეშველება, ოჯახში რა მიიტანოს და ასე შემდეგ. ყველას თავისი ნაშრომი და ოფლით მოპოვებული უნდა.

ჯერ კატასტროფამდე არ მივსულვართ, მაგრად თუ ასე გაგრძელდა, მერე მართლა ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. დაპირებებით ვცხოვრობთ, რომ ფული იქნება. მდგომარეობის გამოსწორების იმედს არ ვკარგავთ.

15 ნოემბრიდან 20-მდე ყველა დავალიანებას გაგისტუმრებთო, მაგრამ ეს "დღეს-ხვალ" არ დამთავრდა.

ყველას აინტერესებს, ასეთ პირობებში გუნდში როგორი მდგომარეობაა და როგორ ვიგებთ. ერთ მუშტად ვართ შეკრული და გუნდი ოჯახივით არის. ამიტომ აქვს "ზუგდიდს" ასეთი შედეგი. ამ გუნდს მიხედვა უნდა. საცოდაობა იქნება, გუნდი რომ დაიშალოს.

ბევრად მეტიც შეგვიძლია, სტაბილური დაფინანსება რომ იყოს. ზუგდიდურ გუნდს ასეთი გაწვალებული არსებობა არ ეკადრება. ჩვენს ქალაქში ისეთი რესურსია, ფული რომ იყოს, მინიმუმ, სამეულში უნდა ვხვდებოდეთ", - ამბობს აკობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა