საქართველოს ჩემპიონატის ბოლოსწინა, მე-13 ტურის მატჩი თბილისის "არმაზსა" და რუსთავის "ხარებს" შორის გუნდი გუნდზე ჩხუბის გამო ჩაიშალა...

საქართველოს ჩემპიონატის ბოლოსწინა, მე-13 ტურის მატჩი თბილისის "არმაზსა" და რუსთავის "ხარებს" შორის გუნდი გუნდზე ჩხუბის გამო ჩაიშალა. საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა ეს ინციდენტი და დაადგინა, რომ თამაშის ჩაშლა "არმაზის" ბრალი იყო. რისთვისაც გუნდს ჩაეთვალა წაგება და დააკლდა ერთი ქულა. ამასთან, კლუბმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს 2 000 ლარი.

"არმაზს", "აკადემიას" მსგავსად, რვა ქულა გაუხდა და ბოლო ტურის შედეგებზეა დამოკიდებული, რომელს მოუწევს მეორეადგილოსან პირველლიგელთან ბრძოლა უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

"არმაზი" ბოლო შეხვედრას გამართავს მეოთხეადგილოსან "ვისოლი\ყოჩებთან", რომელსაც კარგი შანსი აქვს, რეგულარული გათამაშება პირველ ან მეორე ადგილზე დაასრულოს, რაც მას შესარჩევ ფინალში თამაშის საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე არმაზელებს "ვისოლი\ყოჩების" დამარცხება ძალიან გაუჭირდებათ.

პირველ წრეში "ვისოლი\ყოჩებმა" მეტოქე 29:12 დაამარცხეს, მაგრამ მერე "არმაზი" საგრძნობლად მოღონიერდა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი განწყობით შეხვდებიან "ვისოლი\ყოჩებთან" მატჩს.

ერთი შეხედვით, გაცილებით იოლად დასაძლევი ბარიერი ელის "არმაზის" კონკურენტ თბილისის "აკადემიას", რომელიც ბოლო ტურში პირველ ლიგაში გავარდნილ, სრულიად უმოტივაციო "ბათუმი XV"-ს ხვდება. მართალია, ზღვისპირელებს ვეღარაფერი შველით, მაგრამ, შესაძლოა, კარი გაიჯახუნონ და "აკადემიაც" თან გაიყოლონ.

პირველ წრეში "აკადემიამ" სტუმრად 20:14 მოიგო. გამარჯვება ახლაც ჰაერივით სჭირდება და მიზნის მისაღწევად ყველაფერს იღონებს.

რუსთავს "ხარებმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. რუსთაველები მე-14 ტურში სტუმრად ეთამაშებიან საქართველოს ჩემპიონსა და თასის მფლობელ თბილისის "ლელოს", რომელიც პლეი ოფში კი ითამაშებს, მაგრამ შესარჩევ ფინალში მოსახვედრად იბრძვის.

პირველ წრეში "ლელომ" სტუმრად 33:6 მოიგო და, სავარაუდოდ, ამჯერადაც მოიგებს.

საინტერესო მატჩი გაიმართება ქუთაისში, სადაც ლიდერი "აია" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს. ამ მატჩში გამარჯვებული ნებისმიერ შემთხვევაში შესარჩევ ფინალში მოხვდება. "აიამ" პირველ წრეში თბილისში დაძაბულ ბრძოლაში 9:15 წააგო. არანაკლებ მძაფრი დაპირისპირება იქნება ამჯერადაც. გამარჯვებულის გამოცნობა ძნელია.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი და გასავარდნი ფინალები 3 ნოემბერს გაიმართება. წინასწარი ფინალი კი, რომელიც, ფაქტობრივად, ბრინჯაოს მედლის მფობელსაც გამოავლენს, 8 ნოემბერს შედგება. დიდ ფინალში ჩემპიონის ტიტულისთვის გუნდები 14 ნოემბერს ითამაშებენ.

XIV ტური

არმაზი-ვისოლი\ყოჩები, ლელო-ხარები, აკადემია-ბათუმი XV, აია-ლოკომოტივი.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. აია 13 9 0 4 +79 18

2. ლელო 13 9 0 4 +141 18

3. ლოკომოტივი 13 9 0 4 +91 18

4. ყოჩები 13 8 1 4 +59 17

5. ხარები 13 6 0 7 -119 12

6. არმაზი 13 4 1 8 -101 8

7. აკადემია 13 3 2 8 -33 8

8. ბათუმი XV 13 2 0 11 -117 4

"არმაზს" დაკლებული აქვს 1 ქულა.

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ