"ლოს ანჯელეს გელექსის" და "ჰიუსტონ დინამოს", 9 ნოემბერს "დი სი იუნაიტედი" და "სიეტლ საუნდერსი" შეუერთდნენ

აშშ-ში ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა. "ლოს ანჯელეს გელექსის" და "ჰიუსტონ დინამოს", 9 ნოემბერს "დი სი იუნაიტედი" და "სიეტლ საუნდერსი" შეუერთდნენ.

ორივე გუნდმა სტუმრად მოიგო და წყვილში ფავორიტად მიჩნეული მეტოქე დაამარცხა.

განსაკუთრებით დაძაბული ნიუ იორკში გამართული მატჩი გამოდგა. "რედ ბულსი" ერთადერთი გუნდია აშშ-ში, რომელიც MLS-ში ლიგის დაარსებიდან მონაწილეობს და საჩემპიონო ტიტული არასდროს მოუპოვებია.

"დიდი ვაშლის" წარმომადგენლებს იმედი ჰქონდათ, რომ ტიერი ანრის, რაფაელ მარკესის, ტეემუ ტაინიოს და ტიმ კეჰილის ხელშეწყობით, ამ უიღბლო პერიოდს ბოლოს მოუღებდნენ, მაგრამ ნიუიორკელებს კიდევ მინიმუმ ერთი წლით მოუწევთ მოცდა.

ვაშინგტონში გამართული პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, შესაბამისად 0:0 მასპინძლებს აწყობდათ და წარმატებამდე მხოლოდ რამოდენიმე წუთი დააკლდათ.

საოცარი მატჩი ჩაატარა "ვაშინგტონის" მეკარე ბილ ჰამიდმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში საკუთარ კარში გაიტანა. ჰამიდს გმირობა არც ამ შეხვედრაში დასცალდა, რადგან 70-ე წუთზე საჯარიმოში კენი კუპერი წააქცია და წითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდის კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თავიდან დაარტყმევინა და კუპერმა მეორე ცდით გატანა ვეღარ შეძლო.

ამ მომენტიდან რამოდენიმე წუთში მეორე ყვითელი ბარათი რაფაელ მარკესმა მიიღო და "ნიუ იორკელებიც" ათნი დარჩნენ.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ნიკ დელეონმა გაიტანა. გაშვებული ბურთის შემდეგ, მასპინძელთა შვედმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ბაკემ მოედანზე კაკას ძმა დიგაო გამოიყვანა, მაგრამ "რედ ბულსს" ვერც ის დაეხმარა. საბოლოოდ 0:1 და "დი სი იუნაიტედი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "ჰიუსტონ დინამოს" შეხვდება.

საკმაოდ დაძაბული იყო მეორე მატჩიც, რომელიც სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართა და "სიეტლ საუნდერსის" გამარჯვებით დასრულდა.

"სიეტლი" დარჩენილ კლუბებს შორის ერთადერთია, რომელიც აშშ-ს ჩემპიონი არასდროს გახმდარა.

"საუნდერსი" დასავლეთ კონფერენციის ფინალში "ლოს ანჯელეს გელექსის" შეხვდება. პირველი მატჩები ჰიუსტონსა და ლოს ანჯელესში, თბილისის დროით 12 ნოემბერს გაიმართება.

აშშ. MLS. პლეი-ოფი

ნიუ იორკი-დი სი იუნაიტედი 0:1

(პირველი მატჩი 1:1)

გოლი: 0:1 დელეონი (89).

სოლტ ლეიკი-სიეტლი 0:1

(პირველი მატჩი 0:0)

გოლი: 0:1 მ. მარტინესი (81).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა