BBC-ის პირდაპირ ეთერში კიმი რაიკონენისა და სებასტიან ფეტელის უწმაწურ სიტყვებმა პუბლიკა შოკში ჩააგდო
არა გინებას!

ფორმულა 1-ის პილოტებმა გაფრთხილება მიიღეს - ავტომრბოლებმა თავი უნდა შეიკავონ პირდაპირ ეთერში არანორმატული ლექსიკისგან, - იტყობინება გაზეთი The Sun.

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ყველა გუნდს, რომელიც ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.

ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზი გახდა აბუ დაბის რბოლის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია. BBC-ის კომენტატორი დევიდ კულტჰარდი ინტერვიუს იღებდა კიმი რაიკონენისგან და სებასტიან ფეტელისგან. ფინელმა და გერმანელმა უწმაწური სიტყვები იხმარეს, რის გამოც ფედერაციამ ისინი გააფრთხილა და აღნიშნა, რომ მომავალში, ასეთი ქმედებისთვის პილოტებს ფულადი ჯარიმე დაეკისრებათ.

"მრბოლელებს უნდა ესმოდეთ, რომ დაუშვებელია მსგავსი ლექსიკის გამოყენება პრესასთან ურთიერთობაში", - წერია გუნდებისთვის გაგზავნილ წერილში.

როგორც იტყობინებიან, ბრიტანული პუბლიკა შოკირებული დარჩა მოსმენილით. BBC-ის მისამართით უამრავი საპროტესტო წერილი გაიგზავნა. ამიერიდან, პლანეტის საუკეთესო პილოტები ჯერ დაფიქრდებიან და შემდეგ იტყვიან სათქმელს.

აბუ დაბის პოდიუმზე ფეტელმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა "არ ჩაისვარა" (We didn't fuck it up), რაიკონენმა კი განსაკუთრებით ჯიუტი კონკურენტების მიმართ გამოიყენა სიტყვა - "განავალი" (Gave me shit).

ფერარი: და მაინც ჰიულკენბერგი?

გერმანული პრესის ცნობით, ნიკო ჰიულკენბერგი "ფერარიში" ფელიპე მასას შეცვლის - ეს 2013 წლის ბოლოს მოხდება, როცა ვადა ამოეწურება ბრაზილიელი პილოტის კონტრაქტს.

ჭორები ნიკოსა და "ფერარის" შორის მოლაპარაკებების შესახებ წლევანდელ ზაფხულს დაიწყო, მაგრამ, საბოლოოდ, 25 წლის გერმანელი "ზაუბერში" გადავიდა კარიერის გასაგრძელებლად. თუმცა ცნობილია ამ საჯინიბოს კავშირები "სკუდერიასთან" და აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ძრავების მიწოდებაზე. სხვათა შორის, იგივე მასა თავის დროზე "ფერარიში" "ზაუბერიდან" გადავიდა.

ჰიულკენბერგის ამჟამინდელი კონტრაქტი მხოლოდ ერთ წელზეა გათვლილი, მაგრამ უფრო შორეულ მომავალზე პილოტი ჯერ არ ლაპარაკობს: "ვერაფერს გეტყვით იმის შესახებ, სად აღმოვჩნდები 2014 წელს. ფორმულა 1-ში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება", - განაცხადა ჰიულკენბერგმა "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

დღეისთვის ფელიპე მასას თითქმის არ შეუძლია თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთვის კონკურენციის გაწევა. სეზონის მეორე ნაწილში ჩატარებული რამდენიმე კარგი რბოლის მიუხედავად, ფელიპემ წელს მხოლოდ ერთხელ მოუგო კვალიფიკაცია ესპანელს. გარდა ამისა, ბრაზილიელის ერთადერთი პოდიუმი ძალიან დაბალი შედეგია ალონსოს ტიტულისთვის ბრძოლის ფონზე.

"ჩემი შორსმიმავალი გეგმები პოდიუმებს, გამარჯვებებსა და საჩემპიონო ტიტულს უკავშირდება, - განაცხადა ჰიულკენბერგმა. - რომელ გუნდთან? ეს ყველაფერი ვარსკვლავებმა გადაწყვიტონ, მე მხოლოდ კარგი ადგილის მოპოვებისთვის ვიბრძვი".

შუმის საჩუქრით გააცილებენ

ბრაზილიის გრანპრის ორგანიზატორები სიურპრიზს უმზადებენ "მერსედესის" პილოტ მიხაელ შუმახერს. ლეგენდარული გერმანელისთვის სან პაულუს რბოლა უკანასკნელი იქნება კარიერაში.

ბრაზილიურ მხარეს მკაცრად აქვს გასაიდუმლოებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საჩუქარს უმზადებენ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს. 2006 წელს, როცა შუმახერი პირველად წავიდა ფორმულა 1-დან, ორგანიზატორებმა ზეიმი მოაწყვეს, რომლის სტუმარი აღმოჩნდა ფეხბურთის მეფე - პელე.

ბრაზილიის გრანპრი 25 ნოემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა