საქართველოს ნაკრებისა და ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელმა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა
ლვოვის "კარპატის" ნახევარმცველი ლევან ყენია საუკეთესო ფორმას უახლოვდება, რამდენიმე შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და უკრაინული მედიის ყურადღებაც დაიმსახურა.

"სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა.

"ორი წელიწადი ვერ ვთამაშობდი, შეკრებაც არ გამივლია და ბევრი მუშაობა მჭირდება. ალბათ, სათანადო ფიზიკურ კონდიციებში ჯერ მაინც არ ვარ.

ფეხბურთს მიღმა დარჩენილს ფორმის შენარჩუნებაში Playstation-ზე თამაში "მეხმარებოდა".

პრესაში სიმართლე იწერებოდა, თუ რატომ ჩაიშალა "ზენიტში" ჩემი გადასვლა. როგორც მივხვდი, ლუჩანო სპალეტისა და ზოგიერთ მოთამაშეს გუნდში ჩემი მისვლა არ სურდათ და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.

მოთამაშეთა გვარებს არ დავასახელებ, რადგან ეს უკვე წარსულია. წარმოდგენა არ მაქვს, რა იყო ასეთი დამოკიდებულების მიზეზი...

"კარპატის" გარდა, კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ ძალიან მიხარია, სწორედ ლვოვში რომ აღმოვჩნდი. მადლობა მთავარ მწვრთნელს, ნიკოლაი კოსტოვს, რომელიც მენდო...

20-ნომრიანი მაისური პრინციპულად არ ამირჩევია. მთავარია, 30 არ იყოს, რადგან ჩემთვის უიღბლოა - ამ ნომრით "შალკეში" სერიოზული ტრავმა მივიღე", - ამბობს ყენია.

მცირე ხნის წინ, "შალკეს" ყოფილმა თავდამსხმელმა კევინ კურანიმ რუსულ მედიაში გაიხსენა, რომ გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს ფელიქს მაგათს სასტიკი და უცნაური ვარჯიშები ჰქონდა, რომ ერთხელ ფეხბურთელები შუაღამის დადგომამდეც კი ავარჯიშა.

ქართველ ლეგიონერი ამბობს, რომ კურანის უცნაური არაფერი მოუყოლია:

"კურანი მართალს ამბობდა, რადგან მაგათი ძალიან მკაცრი მწვრთნელია. ვერ წარმოიდგენთ, რა ძნელია დღეში სამჯერ მომქანცველი ვარჯიში. სანამ ვთამაშობდი, მაგათთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. თუმცა, ტრავმის შემდეგ, გუნდისთვის უსარგებლო რომ ვიყავი, ურთიერთობა გაგვიფუჭდა".

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის "სიკვდილის ჯგუფში" საქართველოს ნაკრების შანსებს კი ყენია სკეპტიკურად აცხადებს და ამბობს, რომ "ჯვაროსნებს" ძალიან გაუჭირდებათ - ვინ შეედავება?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა