ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

სუპერლიგა. IV ტური: "რუსთავმა" "შსს აკადემიას" წინააღმდეგობა ვერ გაუწია

სუპერლიგა. IV ტური: "რუსთავმა" "შსს აკადემიას" წინააღმდეგობა ვერ გაუწია

9 ნოემბერს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტური, ტრადიციულად რეგიონში გაიხსნა
9 ნოემბერს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტური, ტრადიციულად რეგიონში გაიხსნა. იმერეთის დედაქალაქმა ადგილობრივი "ქუთაისისა" და "დინამოს" დაპირისპირებას უმასპინძლა.

მატჩი სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა, "ქუთათურებმა" დასაწყისშივე მოიპოვეს უპირატესობა და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი მოგებით გავიდნენ.

"დინამოელებმა" მობილიზება მოახერხეს მესამე პერიოდიდანვე, მეოთხე მეოთხედი კი სულაც ფრედ დაასრულეს, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი შეხვედრის მოსაგებად - "ქუთაისმა" მორიგი გამარჯვება 90:78 იზეიმა.

მასპინძლების მოგება გუნდურმა თამაშმაც განაპირობა. გამორჩეული კალათბურთელი კი ეროვნული ნაკრების წევრი რიჩარდ მათიაშვილი გახლდათ, რომელსაც ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე -19 ქულა, 9 მოხსნა.

"დინამოელებს" ლეგიონერმა ფლინ კლაიმენმა ულიდერა, რომელმაც ორივე გუნდის რიგებში, ყველაზე მეტი, 26 ქულა ჩაიწერა აქტივში.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მეოთხე ტურის დარჩენილ თამაშებს ხვალ 11:45 საათიდან, თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

მატჩის შემდგომ

დავით უსტიაშვილი (ქუთაისი):

"დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოდგა, რომელიც ჩვენი უპირატესობით წარიმართა. "დინამომ" წინა თამაშთან შედარებით დღეს ბოლომდე იბრძოლა და ბევრად უკეთესი თამაში აჩვენა, თუმცა გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა და ვფიქრობ სრულიად დამსახურებულადაც".

ირაკლი ხოშტარია (დინამო):

"გასულ ტურში, რუსთავთან ჩატარებული კატასტროფული მატჩის შემდეგ, მოთამაშეებთან უმკაცრესი საუბარი მქონდა, რამაც შედეგი გამოიღო და დღეს ჩვენმა გუნდმა შეხვედრის ბოლო წუთებამდე იბრძოლა, თუმცა მიუხედავად ამისა, მარცხი განიცადა. რა თქმა უნდა, გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი არ ვარ. ვეცდებით მომავალში მეტი ვიმუშაოთ, თამაში გამოვასწოროთ და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ".

10 ნოემბერს დედაქალაქის მთავარი არენაზე პირველ შეხვედრაში ზღვისპირული დერბი შედგა, რომელშიც ერთმანეთს "სოხუმი" და "ბათუმი" შეხვდნენ. გასულ სეზონთან შედარებით "სოხუმი" დასუსტებულია, თუმცა ბრძოლის ჟინი ძველებურად მოსდევს.

ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში აქამდე 2 მატჩი ფავორიტებთან გამართა და ორივეში მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა. სოხუმელებმა "ოლიმპი" და განსაკუთრებით, "შსს-აკადემია" გვარიანად ანერვიულეს, თუმც საბოლოოდ მარცხი განიცადეს. თავისი კალიბრის მეტოქესთან შეხვედრაში კი სოხუმელებს გაუჭირდათ - "ბათუმმა", რომელსაც სოხუმელთა მსგავსად ამ მატჩამდე მოგება არ ჰქონდა, შესანიშნავად ითამაშა.

ბათუმელებმა თავიდანვე უპირატესობა მოიპოვეს. ლაშა კეშელავა, ნიკა რამიშვილი, გიორგი ნანიტაშვილი და ავთანდილ ელიაშვილი შედეგიანად უტევდნენ სოხუმელებს და პირველი ტაიმის შემდეგ მიხეილ კობეშავიძის გუნდი 37:33 იგებდა. დიდი შესვენების შემდეგ აჭარულმა გუნდმა ტემპს და სიზუსტეს კიდევ უფრო უმატა და ნანიტაშვილის სამქულიანის შემდეგ 53:42 დაწინაურდა, ბოლო მეოთხედის წინ კი 9 ქულით იგებდა.

სოხუმელთა რუს-ყაზახმა ლეგიონერმა რუსლან ნაზმიევმა გადამწყვეტი პერიოდი აქტიურად დაიწყო და როცა მას თანაგუნდელებიც წაეშველნენ, "სოხუმმა" ორწუთეული 8:0 მოიგო და მეტოქეს ქულით (57:58) მიუახლოვდა. ბათუმელებმა ვითარება შორი სროლებით გამოასწორეს: ვანო მაისურაძემ და ლაშა კეშელავამ სამქულიანებით თავისიანები 64:57 დააწინაურეს.

მატჩის ბოლო 5 წუთში თანაბარი ბრძოლა გაიმართა. სოხუმელები 5-6 ქულით ჩამორჩებოდნენ, დრო საკმარისად ჰქონდათ, მაგრამ მაინც სამქულიანებით ცდილობდნენ საქმის გამოსწორებას. ნაზმიევისა და ჩლაიძის სამქულიანების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, "სოხუმმა" 2 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა - 67:69.

კვარაცხელიას გუნდს გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა იმავ ჩლაიძემ ვერ ჩააგდო და ლაშა კეშელავამ სირენამდე 27 წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან ბათუმელთა ლიდერობა 4 ქულამდე გაზარდა. მატჩის ბედიც აქ გაირკვა - მიხეილ კობეშავიძის გუნდმა ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 75:67.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო გუნდის ვეტერანი კალათბურთელი ლაშა კეშელავა, რომელმაც 19 ქულა დააგროვა, მისმა 18 წლის თანაგუნდელმა ნიკა რამიშვილმა კი 17 დააგროვა. ბათუმელთაგან ორმაგი დუბლი (15 ქულა, 10 მოხსნა) ჰქონდა გიორგი ნანიტაშვილს. სოხუმელებს 18 ქულით რუსლან ნაზმიევმა ულიდერა, ირაკლი ჩლაიძემ კი შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.

მატჩის შემდგომ

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი):

"დღევანდელ მატჩში ერთმანეთს თანაბარი ძალის გუნდები დაუპირისპირდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, გაგვიმართლა და ვიტყოდი რომ თამაში კარგი დაცვის ხარჯზე მოვიგეთ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მეორე წრიდან ვგეგმავთ გაძლიერებას და იმედია ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ".

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი):

"ვფიქრობდით, რომ ამ თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადეთ, თუმცა შევცდით, ფსიქოლოგიური მომენტიდან გამომდინარე, გუნდმა მეტოქე ჯეროვნად ვერ შეაფასა და დამარცხდა".

ნიკა რამიშვილი (ბათუმი):

"სასიხარულოა, რომ ჩვენს უშუალო კონკურენტთან მოვიპოვეთ გამარჯვება. ამ მატჩისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით და საბოლოოდ ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე ვსძლიეთ მეტოქეს".

ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი):

"ვითამაშეთ ძალიან ცუდად, პირადად მე, ვფიქრობ რომ ვერ შევასრულე მწვრთნელის მიერ მოცემული დავალება. შეცდომები გვქონდა მთლიანად გუნდსაც და საბოლოოდ სამწუხაროდ დავმარცდით".

IV ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს მიმდინარე ჩემპიონატის 2 დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია "რუსთავს" დაუპირისპირდა

და კვლავ წაუგებელი დარჩა, ქვემოქართლურმა გუნდმა "ძალოვნებს" წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

მატჩი გიორგოს კეცელიდისის გუნდის 9-ქულიანი გაქცევით დაიწყო. 2 წუთის შემდეგ "შსს-აკადემია" 9:0 იგებდა. რუსთაველთა მწვრთნელმა, მიხეილ ბერუაშვილმა ვითარების გამოსწორება წუთშესვენებით სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ამერიკელი კირკ არჩიბეკის წინამძღოლობით აკადემიელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს.

რუსთაველებს ვერ უშველა ვერც "ძალოვანთა" დაცვის ბურჯის - ამერიკელი ჩად პრიუიტის გაგდებამ. "შსს-აკადემიის" წვეროსანმა ფორვარდმა პირველ მეოთხედში 2 არასპორტული ჯარიმა მიიღო და მოედანი დატოვა. წესების თანახმად, განმეორებითი არასპორტული ჯარიმის შემდეგ კალათბურთელი ავტომატურად დისკვალიფიკაციას იღებს.

პრიუიტის გაგდება "შსს-აკადემიას" არ დასტყობია. პირიქით, კეცელიდისის გუნდმა სისწრაფესთან ერთად სიზუსტესაც უმატა და მეორე მეოთხედის ახალდაწყებულზე აკადემიელები 31:11 დაწინაურდნენ. დიდი შესვენებისთვის კი ანგარიშში სვაობა 19 ქულა იყო - 42:23. რუსთაველები ძალიან უხეიროდ ესროდნენ და ვერც "ძალოვანთა" შეტევებისგან თავის დაცვას ახერხებდნენ.

მესამე მეოთხედში არაფერი შეცვლილა: აკადემიელები აგრძელებდნენ წარმატებულ გარჯას, რუსთაველები კი ვერაფერს ცვლიდნენ და მატჩის ბედიც გაირკვა - აკაკი ლომოურმა სირენის თანხლებით შორეული სამქულიანიო ჩააგდო და ბოლო მეოთხედის წინ კეცელიდისის გუნდი 63:30 დაწინაურდა. მეოთხე ათწუთეულში ბერუაშვილმა სათადარიგოებს მისცა თამაშის შანსი. საბოლოოდ მატჩი შსს-ს გამარჯვებითა და ლამაზი ანგარიშით 88:44 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო შედეგი კირკ არჩიბეკს ჰქონდა - 24 ქულა და 13 მოხსნა. ორმაგი დუბლი კიდევ ერთმა აკადემიელმა, დენოთა ვონმა შეასრულა - 11 ქულა და 11 მოხსნა. ამერიკელ ლეგიონერს 3 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. რუსთაველთაგან ყველაზე მეტი - 10 ქულა - რევაზ ჩაჩანიძეს ჰქონდა.

მე-4 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს "ოლიმპი" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდებიან.

მატჩის შემდგომ

გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია):

"მიუხედავად იმისა, რომ თამაში დიდი სხვაობით მოვიგეთ, ეს ნამდვილად არ იყო რუსთავის რეალური ძალა, რადგან ამ გუნდს ვიცნობ, გვაქვს ამხანაგური შეხვედრები ჩატარებული. რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს, ზოგადად ჩანს ის მოთამაშეები, რომლებიც გამოირჩევიან ბევრი ქულით, თუმცა თამაშის მოგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის დაცვაში მოთამაშეებს, რადგან კარგი დაცვის თამაში არის წინაპირობა გამარჯვების. ჩვენი გუნდის დაცვის თამაში დღეს მაღალი დონის იყო, გამოვარჩევდი მერაბ ბოქოლიშვილს".

მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი):

"მივულოცავ შსს აკადემიას გამარჯვებას, რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ფაქტობრივად დაცვაში საერთოდ ვერ ვიასპარეზეთ, რამაც გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე".

მერაბ ბოქოლიშვილი ( შსს აკადემია):

"მივესალმები რუსთავის გუნდის გაძლიერებული შემადგენლობით დაბრუნებას, რაც შეეხება თამაშს კმაყოფილი ვართ დღევანდელი მოგებით და იმედია შსს აკადემია წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს".

გოგა ცეკვავა (რუსთავი):

"მივულოცავ მოგებულ გუნდს. რაც შეგვეხება ჩვენ, ნამდვილად არ ვართ დღევანდელი თამაშით კმაყოფილები. იმედია ეს შეცდომები გამოსწორდება და უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ".

superleague.ge

თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს

"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი

15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა

მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს

ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა

რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე

პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს

გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით

"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში

"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი

ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს

მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი

"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა

ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ

"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა

ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა

შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან