გაზეთ "ლელოს" სტუმარი თბილისის "დინამოს" ლეგენდარული ფეხბურთელია
ჩვენი სტუმარი ლეგენდარული მანუჩარ მაჩაიძე გახლავთ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ბუნდოვნად მაინც მახსოვს ამ არაჩვეულებრივი ფეხბურთელის თამაში. ბურთის ფლობა, დრიბლინგი, თამაშის გამწვავება, უძლიერესი დარტყმა - მანუჩარ მაჩაიძე თბილისის "დინამოს" ნამდვილი ლიდერი იყო.

ჩვენთან არ არის იმის კულტურა, რომ სათანადოდ დააფასონ ის ხალხი, ვინც საფეხბურთო მოედნებზე დიდ და საოცარ საქმეებს აკეთებდა.

მანუჩარ მაჩაიძე ისეთი ფეხბურთელი იყო, რომ მას ვერავის შეადარებ. მხოლოდ მას შეეძლო ბურთის ისე შენარჩუნება, რომ რამდენიმე მეტოქე ძვრას ვერ უზამდა მის ფეხზე მიკრულ მრგვალ საგანს...

მანუჩარ მაჩაიძე დიდი ფეხბურთელი გახლდათ და ეს საკამათო არავისთვის არ არის...

- როგორც სახელოვანი ვეტერანი, რას გრძნობთ საზოგადოებისგან? რამდენად დაფასებული ადამიანი ხართ საქართველოში?

- მახსოვს, ერთხელ ინდონეზიაში გვქონდა ტურნე. ძალიან ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ. ტურნირის ორგანიზატორებმა კუთვნილი საპრიზო თანხა გადმოგვცეს. დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ 400 ათასი დოლარი იყო. ფული მოსკოვში ჩავიტანეთ. თანხას ათი დოლარი აკლდა და ამის გამო ჩვენი დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კინაღამ დაიჭირეს.

ჩვენ, "დინამოს" ფეხბურთელებს კი პრემიის სახით 40-40 დოლარი დაგვირიგეს - ასე იყო მაშინ.

მერე კი, როცა ვეტერანები გავხდით, 90-იან წლებში თბილისის მერ ნიკო ლეკიშვილს ვთხოვეთ, რომ "დინამოს" სტადიონის ტერიტორიაზე ვეტერანებისთვისაც დაერთო ნება მაღაზიების გასახსნელად. ჩვენი თხოვნა გაიზიარეს. სახელმწიფოს გადასახადს ვუხდიდით და პურის ფულიც გვქონდა.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, ეს მაღაზიები ჩამოგვართვეს. არადა, ეს ზოგი ყოფილი დინამოელისთვის არსებობის ერთადერთი საშუალება იყო. ახლა ეს ტერიტორია "დინამოს" პრეზიდენტს რომან ფიფიას გადასცეს და თურმე, ახლა უკვე ნებადართულია სტადიონის ტერიტორიაზე მაღაზიების ფუნქციონირება...

ჩვენი უფლებების დასაცავად სასამართლოში ვაპირებთ ჩივილს. ამ სტადიონზე ბევრი ოფლი გვაქვს დაღვრილი. მაშინდელი "დინამოს" ბილეთების რეალიზაციით მილიონები მოჰქონდა სახელმწიფოსთვის და თურმე სხვისთვის შეიძლება იქ მაღაზიების გახსნა, ჩვენთვის კი - არა.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ან რომელიმე აქაურ საფეხბურთო კლუბს არ შემოუთავაზებია თქვენთვის სამსახური?

- არა, ასეთი შემოთავაზება არასდროს ყოფილა. არადა, ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ ქართულ ფეხბურთში მეკეთებინა საქმე. როცა პარლამენტის დეპუტატი ვიყავი, მაშინაც მსურდა საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობა, მაგრამ ისეთ მაფიას წავაწყდი, რომელსაც ვერ მოვერიე... 35-ე სკოლის ძველ ტერიტორიაზე ვაპირებდი ამ სკოლის აღორძინებას, მაგრამ სპორტკომიტეტმა ეს ტერიტორია ვინმე ლეჟავას მისცა, ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო სკოლა, "21-ე საუკუნე" უნდა ჩამოაყალიბოსო.

ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ახლა იქ ბაზარია.

- მანუჩარ მაჩაიძეს ახალი თაობის ქართველი ფეხბურთელები არ მოსწონსო - რას ეტყოდით მათ, ვინც ამას ამბობს?

- ფეხბურთი სპორტია და აქ ყველაფერს შედეგი განაპირობებს და არა ვიზუალური მხარე. თუ მართლა ნიჭიერი ხარ, შედეგიც უნდა გქონდეს.

ვეტერანებს აბრალებენ იმას, რომ მხოლოდ საკუთარი თავი მოსწონთ ფეხბურთში და მომდევნო თაობებს არ აფასებენო. ჩვენს ნაკრებსა და კლუბებს რა შედეგებიც აქვთ, მოგწონთ ამის ყურება?!

ამას წინათ ვუყურე ორი მოწინავე ქართული გუნდის მატჩს. ისეთი ნიუანსები დავინახე, რასაც ყველა ვერ დააფიქსირებს. სად ჩვენ, უბრალო ხალხი რომ მოვუსმენთ მუსიკას და სად - კომპოზიტორი, რომელიც სულ სხვანაირად აღიქვამს მუსიკას. მიმაჩნია, რომ ჩვენი ფეხბურთელები მოუმზადებლები არიან.

როცა წლობით თამაშობ ფეხბურთს და მაინც არაბუნებრივ მოძრაობას აკეთებ, ბურთს ვერ იმორჩილებ, არ იცი, რა მანძილზე გაიგდო ბურთი, სხვა რა უნდა ვთქვა?!

როცა დრიბლინგს აპირებ, ყველაფერი სანტიმეტრებში და მეათედ წამებში უნდა გქონდეს გათვლილი, დროს და დისტანციას უნდა გრძნობდე, - თუ ეს არ გაქვს, ისე როგორ ითამაშებ ფეხბურთს?!

ყველაფერ ამაზე მუშაობა ბავშვობიდან უნდა იწყებოდეს.

საფეხბურთო სკოლაში გაკვეთილების ჩატარება მინდოდა და ამის საშუალებაც კი არ მომცეს. როცა ამა თუ იმ პიროვნებაზეა დამოკიდებული საქმე, ამიტომაც ვართ ასეთ დღეში. ავთანდილ ღოღობერიძე "ლოკომოტივიდან" ნოდარ ახალკაცმა გაუშვა, ფეხბურთი არ იცისო. ბასა ამ ამბავს გადაყვა. ფეხბურთი ჩვენთან ყოველთვის პოლიტიკას უკავშირდებოდა. კომუნისტები, "მოქალაქეთა კავშირი", "ნაციონალური მოძრაობა" - რამეს იტყოდი და სულ დევნაში იყავი. ვინც მუშაობდა ქართულ ფეხბურთში, მათ უნდა აგონ პასუხი ყველაფერზე.

ბატე მიუნხენის "ბაიერნს" ამარცხებს, ქართული კლუბები კი ამ დროს რა დონეზე არიან?!

- ბატეს სულ სხვა პირობები აქვს, უკვე წლობით თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში...

- 18 წლის ვიყავი, საერთაშორისო სარბიელზე რომ გავედი, უკრაინელი და რუსი მეტოქეები დავჯაბნეთ. რა ანაზღაურება გვქონდა მაშინ ქართველ ფეხბურთელებს, ალბათ ყველამ იცის, მაგრამ 18 წლის ასაკში უკვე ყველანაირად მომზადებული ვიყავი. ტექნიკა, ფიზიკური მომზადება, ტაქტიკა - ამ კომპონენტებზე სულ ვვარჯიშობდი. ახლა კი არ იციან ფეხბურთელების აღზრდა. ვინც იცოდა, ყველა დაიღუპა. ამ საქმეში ახალკაცის მოსწავლეებმა კი ჩვენი ფეხბურთი, თაობები დაღუპეს.

- არაერთი გამორჩეული შეხვედრა გითამაშიათ მაღალ დონეზე: "ინტერი", "ჰამბურგი", საფრანგეთის ნაკრებთან პარიზში...

- "ინტერი" დიდებული გუნდი იყო, ევროპის 1968 წლის ჩემპიონები და მსოფლიოს მომავალი, 1982 წლის ჩემპიონები - ასეთი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ჩემს წინააღმდეგ მარინი დააყენეს, თბილისში კი ის ორიალიმ შეცვალა. "ინტერში" იყო ლეგენდარული ფაკეტი...

ძალიან ბევრი უმაღლესი კლასის ფეხბურთელის წინააღმდეგ ვითამაშე, თუნდაც მაშინდელი "ჰამბურგის" ფეხბურთელებს გადავხედოთ: კიგანი, კალტცი, მაგათი, ჰრუბეში...

"პარკ დე პრენსზე" საფრანგეთის ნაკრებს გოლი დაახლოებით 45 მეტრიდან გავუტანე...

- დნეპროპეტროვსკის "დნეპრთან" გატანილი გოლიც გავიხსენოთ...

- მეტოქის მოტყუება ყოველთვის მიყვარდა. წლები რომ ემატება ფეხბურთელს, სტილიც ცოტათი იცვლება. ხშირად მომხდარა, რომ საჯარიმო მოედანში რამდენიმე მცველი მომიტყუებია. "დნეპრთან" ორ მეტოქეს გადავუგდე ბურთი თავზე, მესამე კი მეკარე იყო.

- მაინც რა არის ფეხბურთის ქართული სტილი?

- "დინამოში" რომ მივედი, შემტევი სტილი იყო გაბატონებული, ქართველები ვართ და უნდა შევუტიოთო. გუნდში ფეხი კარგად რომ მოვიკიდე, მერე ვუთხარი მწვრთნელებს, იქნებ ღირდეს და სტუმრად თამაშის დროს სტილი შევცვალოთ-მეთქი. იაკუშინმაც შეცვალა ჩვენი სტილი გასვლით მატჩებში და შედეგიც უკეთესი გვქონდა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ნაკრებს რაც შეეხება, ეს სტილი კი არ არის, უბრალოდ, არ იციან შეტევა. შედეგის მისაღწევად დიდი ოსტატობაა საჭირო. აგერ, "სელტიკმა" მოახერხა "ბარსელონას" დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის ხანგრძლივობაში დიდად ჩამორჩებოდა მეტოქეს.

შეტევის განხორციელების უნარი თუ არ გაქვს, დაცვაში ჩაჯდომა შედეგს ვერ მოიტანს. მოედნის ცენტრში ტვინიანი ფეხბურთელი რომ იყოს, ვინც ბურთს დაიჭერს და კონტრშეტევას გააკეთებინებს გუნდს, ნებისმიერ მეტოქესთან შესაძლებელი იქნება წარმატების მიღწევა.

საქართველოს ამ ნაკრებში კი ოთხი გადაბმული პასი არ მინახავს. ზოგს ჰგონია, რომ ფეხბურთელმა პასი ყოველთვის წინ უნდა გააკეთოს, მაგრამ ასე არ არის. ფეხბურთი ასინქრონული თამაშია. ამაზე ჩემს მწვრთნელებთანაც მიკამათია.

როცა ბურთს გზავნი ცარიელ სივრცეში, სადაც შენი ფერის მაისურა არავის აცვია, რა აზრი აქვს ასეთ წინ პასს?

ფეხბურთელი სივრცეს კარგად უნდა აღიქვამდეს, მაგრამ როცა ბავშვები გამუდმებით პატარა მოედანზე ვარჯიშობენ, ამის გამომუშავება უკვე შეუძლებელი ხდება.

- რა ფაქტორმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი თქვენი საფეხბურთო სტილის ჩამოყალიბებაში?

- ნახალოვკაში, ქუჩაში რომ ვთამაშობდი ფეხბურთს, ბურთს ვერ მართმევდნენ, თანდაყოლილი მქონდა ცრუ მოძრაობა. მეუბნებოდნენ, ბურთი თასმებით გაქვს ფეხზე მიბმულიო. შუდრასთან რომ მივედი ფეხბურთზე, მითხრა, ბურთი სულ თან ატარეო. მეც ასე ვიქცეოდი - ქუჩაში, აღმართ-დაღმართ, ბუჩქებში - ყველგან ბურთს დავატარებდი ფეხით.

ფეხბურთელად რომ ჩამოვყალიბდი, გუნდთან ერთად ვარჯიშის გარდა, ყოველდღე დამატებით ვვარჯიშობდი ინდივიდუალურად კედელთან.

ზოგი სპეციალისტი ბურთით ჟონგლირებას აგდებულად უყურებს. მე კი ამას არ ვეთანხმები. ერთი საათის განმავლობაში 6000-ჯერ შემეძლო ბურთის აკენწვლა. მაშინ, როცა "ზარია" იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ჩავედით მაშინდელ ვოროშილოვგრადში. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ძალიან ბევრს და სწრაფად დარბოდნენ. კაჩალინმაც დამიძახა, როგორმე ბურთი დაიჭირეო.

ამით იმის თქმა მსურს, როცა იცი, რომ მეტოქეს სირბილში ვერ აჯობებ, სხვანაირად უნდა ითამაშო. თუ გაქვს ორი-სამი მოწინააღმდეგის მოტყუების უნარი, ეს იმას ნიშნავს, რომ მოედნის გარკვეულ მონაკვეთზე საკუთარ გუნდს რიცხობრივ უპირატესობას უქმნი. ეს კი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ახლა ხშირად გაიგონებთ, ფეხბურთი ბევრად უფრო ძალისმიერი გახდა, წინა თაობების დროს ასე არ იყოო. ორი 16-კილოგრამიანი გირა ცალ-ცალი ხელით 35-ჯერ ავწიე, გავრილოვი კი ამას ერთხელაც ვერ ახერხებდა. საგანგებოდ არ ვვარჯიშობდი ძალაზე და 110-კილოგრამიან შტანგას ვწევდი.

როცა ფეხბურთელის კარიერას თავი დავანებე, სტადიონ "სინათლეზე" მიმიწვიეს, ძალოსანთა შეჯიბრი იყო. მითხრეს, თქვენც ხომ არ აწევთ გირასო. ჰალსტუხი მეკეთა და შესაბამისი ფეხსაცმელები მეცვა. მიუხედავად არასპორტული ეკიპირებისა, ერთი ფუთი გირა 50-ჯერ ავწიე. ამ შედეგით მესამე ადგილზე გავედი. ფეხსაცმელმა მომიჭირა, თორემ მეტჯერაც ავწევდი გირას...

სხვა რა გითხრათ, სულ ოპოზიციაში ვიყავი. ქსენოფობიური პარტიების დრო იყო, ჯერ "მოქალაქეთა კავშირი", მერე "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ქართველი ხალხისგან ახალი ერის შექმნა უნდოდა... ასეთ დროს ფეხბურთი ისეთი ხალხის ხელში ხვდება, რომ განვითარების შესაძლებლობა აღარ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩემბერლენა
ზაზა ბესო არ ბოდავს , მართალია ეგ კაცი ! ჭერზე ნაფეხურებია მესხისო მეც გამიგია გია ლეჟავასგან ! მერე სტადიონი ბაზრობად აქციეს ( გაგევლო გენახა !) . ისე მანოს დნეპრთან თამაშის ხილვის ბედნიერება მქონდა მე . უძვირფასესი წამები იყო , გაიხარე მანუჩარ .
გუჯა კახაძე
მანუჩარ მაჩაიძე:"როცა იცი, რომ მეტოქეს სირბილში ვერ აჯობებ, სხვანაირად უნდა ითამაშო". დღევანდელ ქართულ სინამდვილეში ბევრად ადვილია მეტოქეს სირბილში ვაჯობოთ, მაგრამ ქართული ფეხბურთის მესვეურები ამის სწავლების უფლებას არ მაძლევენ!!!!
irakli
გია გორგოძის კომენტარი იქნება ის ეს ბოროტი კაცი არ მალავს თავის ბოღმას ჩვენი ლეგენდის მიმართ ხან გაზეთებში ლანძღავს ხან სად ხან სად მარაზმატიკი და მანიაკი ვინც არის ხალხმა გააკეთოს დასკვნა ნეტა რა დამსახურება აქვს ამ კაცს ასეთი (და რომც ჰქონდეს რა უფლებით) ლანძღოს ჩვენი დიდი კაპიტანი?
tengo
მანუ ერთ ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იყო და მისი აზრი ყოველთვის ყურადღებით მოსასმენია,თუმცა ხანდახან თავისებურია.აი მისი ფეხბურთის თამაშის ყურება ნამდვილის სიამოვნება იყო,როგორ დასდევვდნენ ორივე მხრიდან და ბურთსე ვერ არტმევდნენ
GIA
მაჩაიძეს რამსები რომ არეული ჰქონდა ეს არ ახალია, მაგრამ მარაზმატიკი თუ იყო ეს არ ვიცოდი.
zaza
ბესო, რას "ბოდავ" გაიგეთ ვინმემ? რაც შეეხება მანუჩარს, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხემა მის გამონათქვავს ნოდარ ახალკაცის მიმართ, ვერ დავეთანხმები.ეს უფრო პირადული წყენიდან გააკეთა, თუმცა ესც მისღებია. ასე ფიქრობს? იფიქროს, მაგრამ ნოდარი რომ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი იყო, ესეც უდავოა.
maxo
თავის დროზე ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იყო რომლის თამაშითაც დიდ სიამოვნებას ვღებულობდი.ორი-სამი კაცი დასდევდა ვრც ბურთს ართმევდნენ ვერც მისი წაქცევა შეეძლოთ.დიდი მადლობა მანუჩარ და მიაწექი მაგ არაკაცებს ვისაც ფეხბურთის არაფერი გაეგებათ.
nagazi
მანუჩარი---ქართული ფეხბურთის დიდების ცოცხალი ლეგენდა,უცხოეთში ამნაირ ფეხბურთელებს ვინ დაკარგავდა და არ გამოიყენებდა მომავალი თაობის ამღრზდელად, ჩვენთან კი, უდზაგლო ქვეყანაში კატები ყეფავენ...
ბესო
შენ გაიხარე მანუჩარ , ჩვენო უბერებელო კაპიტანო , ამ სტატიას კომენტარები კი არა სტატიის ავტორს მადლობის თქმა უნდა. ხო კიდე ერთი კი ვიცოდი გია რომ რაღაცას ჩალიჩობდა ლეჟავა მარა ამ დონეზე აფიორას თუ ატრიალებდა და ბაზარს ხსნიდა რჩეულიშვილის სახელით არ მეგონა , არადა რას ბლატაობდა ჭერზე მესხის ნაფეხურების ანაბეჭდებია ძლივს შევინარჩუნე ეს სტადიონი რომ არ გადააქციეს ბაზრადო.
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა