ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი სფფ-ის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ საუბრობს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე და ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოჩა ჯამარაული ამბობს:

- ყველამ ვიცით, როგორც გახდა ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მაგრამ არ მეგონა, სკამზე გამოკიდებული ადამიანი თუ იქნებოდა.

რაც მან პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, არ შეიძლება უკომენტაროდ დავტოვო. ფედერაციის პრეზიდენტი ასე არ უნდა იქცეოდეს და მეტი ღირსება უნდა გამოავლინოს.

- მაგრამ ყიფიანი მინისტრია და გადადგომის შეთავაზება სიჭინავამ ზეწოლად აღიქვა...

- გააჩნია, ქოთანს ყურს საიდან მიაბამ. ყიფიანმა მას კი არ უბრძანა, არამედ ურჩია, რომ ფედერაციაში დარჩენის მორალური უფლება არ ჰქონდა.

ამას ვინ რას უწოდებს, სულ სხვა საქმეა - სიჭინავა თუ ამბობს, რომ ეს ზეწოლაა, მე ვეუბნები, რომ ქართული ფეხბურთისთვის მართლაც აჯობებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

ყიფიანის მიდგომა მორალზეა დაფუძნებული, სამართლიანობა უნდა აღსდგეს და ფედერაცია ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდეს.

ლევანი ფედერაციის საქმიანობაში ვერ ჩაერევა, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია არის, მაგრამ როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს, ბოლოს და ბოლოს, დავით ყიფიანის შვილსა და ყოფილ ფეხბურთელს გული შესტკივა. ესეც აკრძალულია?!

- ამას არავინ უკრძალავს, მაგრამ იურიდიული მხარეც გასათვალისწინებელია.

- მე კი ის მიკვირს, სიჭინავამ მორალურ შეთავაზებას თუ როგორ უპასუხა. იცით, როგორ გამოუვიდა? იურიდიული კუთხით ვერავინ შემეხებაო.

ყიფიანი წესიერი კაცია და ახალი მთავრობაც სამართლიანი პრინციპების დამკვიდრებას ცდილობს. ამიტომ ძველებივით არ ეტყვიან, წადი, ან დაგიჭერთო.

ამიტომ მიუთითეს მორალურ პასუხისმგებლობაზე. სიჭინავას პასუხი კი იმას ნიშნავდა, რომ მორალური მხარე არ აინტერესებს. ახლა რომ მიანიშნებს პოლიტიკურ ზეწოლაზე, კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ჩატარებას ხელი შეუწყო?

ამხელა ფეხბურთელი იყო, კარიერა დაასრულა და პოლიტიკაში რომ გადავიდა, ამის გამო მის კარიერას ხაზი გადაუსვა. ამის შემდეგ პოლიტიკურ ზეწოლაზე ლაპარაკის უფლება არ აქვს.

სიჭინავა ფედერაციის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა - მიიყვანეს და პირდაპირ დანიშნეს. ისე უნიჭოდ გააკეთეს ეს ყველაფერი, კონკურენტიც არ ჰყოლია. მგონი, ამაზე ჭკუათმყოფელი ადამიანი არც იდავებს. ეს ხომ არ ავიწყდება?

ახლა იმ ზღაპრებს ვინ დაიჯერებს, რომ კონკურენტებს არჩევნებში მონაწილეობას ურჩევდა? როდესაც ყველამ იცის, რომ შენ გნიშნავენ და სხვას შანსი არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობით სპექტაკლების მოწყობისა და ხალხის მოტყუების უფლებას თავს ვერ მივცემდით.

ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები. ამიტომ პირადად მე ყველანაირად ვამხელ და ვიტყვი სიმართლეს, ხალხის გაბითურების საშუალება რომ არ მივცე. ჩვენს საფეხბურთო სამყაროს ისედაც სულში ჩააფურთხეს და ეს ყველაფერი ახლა მაინც უნდა დამთავრდეს.

ფედერაცია იყო არა დამოუკიდებელი ორგანიზაცია, არამედ სამინისტრო. ამაზე რატომ არაფერს ლაპარაკობდა? ყველაფერს აქეთ გვიტრიალებს, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ფედერაცია არ იყოს სამინისტრო.

პრეზიდენტს ხელისუფლება არ უნდა ნიშნავდეს. ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ფედერაციის ხელმძღვანელი ჯანსაღი მსჯელობისა და კონკურენციის პირობებში ავირჩიოთ. რა არის ამაში გაუგებარი?

ჩვენი სირცხვილია ის, რაც 2007 წლის 13 მაისს ფედერაციის არჩევნებში მოხდა. მაშინ მცხეთა-თიანეთის რეგიონულ ფედერაციას წარმოვადგენდი და ყველაფერი კარგად მახსოვს. ჩვენი არჩევანი ხელისუფლებამ არაფრად ჩათვალა და ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ გააკეთებდნენ იმას, რასაც მოისურვებდნენ. ეს იყო ძალიან დიდი უსამართლობა, რომლის შედეგადაც ფეხბურთში ყველაფერი აირია.

ვაჟა-ფშაველას ნათქვამია - "ის კი არ არის ბიჭობა, გამაგრებდნენ და მაგრობდე; ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავად რომ ვარგოდე". ადრე ზემოდან გამაგრებდნენ, ახლა კი გეუბნებით, თუ მაგარი ხარ, გამოდი და სამართლიან არჩევნებში თავისთავად ივარგე!

- არჩევნები თუ დაინიშნა, ალბათ, თქვენი კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილი იქნება...

- რა თქმა უნდა, ჩვენი კანდიდატურა ყაველაშვილია. გამოვიდეს სიჭინავა და აჯობოს პროგრამით, ფეხბურთის ცოდნით, საერთაშორისო კავშირებით, ხალხის სიყვარულითა და მხარდაჭერით. მიშა თავისთავად ვარგა, სამართლიან არჩევნებში კი გამოჩნდება, სიჭინავას ვინ მიემხრობა.

- სხვათა შორის, სულ გსაყვედურობენ, რომ "ჩვენს ფეხბურთს" პროგრამა არ აქვს...

- პროგრამა გვაქვს, მაგრამ ვინ დაინტერესდა და ვის ვაჩვენოთ? ლოგიკის ამბავიც არის. დილით რომ დგები, ჯერ პირს იბან და მერე ჭამ. ესენი კი გვეუბნებოდნენ, რომ ჯერ გვეჭამა და პირი მერე დაგვებანა. ფეხბურთში "პირის დაბანა" სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. დანიშნონ და პროგრამას როგორ არ წარმოვადგენთ.

- სიჭინავა გადადგომას არ პირებს და კაბინეტს ხომ არ აუჭედავთ?

- სანამ მორალურ პასუხისმგებლობას არ იგრძნობს, პირადად მე არ გავჩერდები. ბევრ ბიზნესმენს ქონება წაართვეს, ჩვენ, საფეხბურთო სამყაროს კი - არჩევანის უფლება.

ეს ყურიდან ყურში როგორ გავატარო და წართმეულის დასაბრუნებლად არაფერი ვიღონო? სიჭინავას ხმა მისცეს დაშინებით ან დავალებით. მე ამას არჩევნებს ვერ ვუწოდებ, ეს იყო ძალადობა.

- მართალია, რომ რიგგარეშე არჩევნების მომხრეები დიდი შეკრების გამართვას აპირებთ?

- ვაპირებთ და მგონია, რომ ეს შეკრება თავად ზვიადსაც უნდა აინტერესებდეს. იძახის, არჩეული ვარო. კი მაგრამ, ჯამარაულის, ყაველაშვილის, ძალიან ბევრი ვეტერანისა და გულშემატკივრის აზრი არ გაინტერესებს?

ჯერ ვინ აგირჩია, რომ გულშემატკივრის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობ?

მართლა მეგონა, ზვიადი იტყოდა, ძმებო, რაც მოხდა, მოხდა, მეც ამ ყველაფრის მსხვერპლი ვიყავი და მოდი, ახალი არჩევნები დავნიშნოთო. ამას გულწრფელად ვამბობ. ამას ლევან ყიფიანის შეგონებაც არ სჭირდებოდა.

გვიმტკიცებენ, რომ ფეხბურთში წინსვლაა, მაგრამ რა დონეზე ვართ, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის და ამაზე არ უნდა ვთქვათ? ნებისმიერ ადგილას, თუნდაც პირდაპირ ეთერში და თუნდაც, არაფორმალურ შეხვედრაზე დავუჯდებით და სიმართლეს ვეტყვით.

"ჩვენი ფეხბურთი" და ჩვენი მხარდამჭერები 2007 წლიდან სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ და მოთხოვნა კვლავ აქტუალურია.

ბოლოს და ბოლოს, გულახდილად მაინც ვილაპარაკებთ და გვითხრან, რატომ უნდა დარჩეს სიჭინავა. ჩვენ კი დავუსაბუთებთ, რატომ არ იმსახურებს პრეზიდენტობას და ეს შეხვედრა გადაიცეს ტელევიზიით. ხალხისგან დასამალი რა გვაქვს?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
რა საჭიროა არჩევნები? მოვაწყოთ მესხზე რინგი, ბრძოლა წესების გარეშე. დომენტია VS ზორო (ყაველაშვილი). გამარჯვებული წაიღებს ყველაფერს, სკამს, ტყვე ქალებს, ფეხბურთის ბურთებს.
Walkabout
- რა თქმა უნდა, ჩვენი კანდიდატურა ყაველაშვილია. გამოვიდეს სიჭინავა და აჯობოს პროგრამით, ფეხბურთის ცოდნით, საერთაშორისო კავშირებით, ხალხის სიყვარულითა და მხარდაჭერით. აბა ამ ნათქვამს ეხლა რა უნდა უწოდო, 5 წელია რაღაცეებს იძახის ყაველაშვილი და პროგრამისა და ფეხბურთის ცოდნის ვერაფერი შევატყვე, ან რა საერთაშორისო კავშირები აქვს ისეთი მაგის გამო რომ პრეზიდენტად გვიღირდეს, ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა კიდევ არაფერ შუაშია თუ კაცი უცოდინარია... ან რას ქვია ვის უნდა პროგრამაო? მე მინდა და კიდევ ბევრ გულშემატკივარს მაგრამ მართლა არ გაქვთ, დაწერის საშუალებაც კი არ გაქვთ ვხვდები მე და პრეზიდენტობა კი გინდათ... მოკლედ მე პირადად არ მომწონს სიჭინავა, მაგრამ არ უნდა მოვიდეს ყაველაშვილი პრეზიდენტად, 5 წელია კაცს გამოსავლის მიზნით არაფერი უთქვამს და მარტო იმიტომ გვინდა პრეზიდენტად, რახან სიჭინავა არასამართლიანადაა არჩეული?
Iraklidream
ronaldo,ჩამოთვალე აბა რომლებია ის საკმაოდ ბევრი სტადიონები,რომლებიც გაკეთდა:) ბოლნისში მოგეწონა გუშინ საფარი? ზღვაში წვეთს ნუ დაგვამადლით,აქ საუბარი არაა იმაზე რო რაღაც უნდა გაკეთდეს აქა იქ და კმაყოფილები ვიყოთ, ბევრად მეტი რაღაცის გაკეთება შეიძლება და ვისაც ფეხბურთი არ გესმით, რა თქმა უნდა, ვერ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა გაკეთდეს ბევრად მეტი ან რა შეიძლება საერთოდ გაკეთდეს წარმოდგენა არ გაქვთ.
Iraklidream
2015 წელს სუპერთასის მასპინძლობის უფლება რო მოგვცეს ეგ უფრო პლატინის დამსახურებაა,მასეთი პოლიტიკა აქვს უნდა, რომ განუვითარებელი ქვეყნებიც ჩართოს რამენაირად დიდ ფეხბურთში, ჩვენს გარდა კიდე სხვა ჩვენნაირად განუვითარებელ ქვეყნებსაც მისცეს მასპინძლობის უფლება.
კუკუშა
სიჭინავას უნდა მიყვეს არველაძეების კლანიც!ეს ძმები ბახმაროს ნიავივით არიან ქარი საიდანაც უბერავს იქით იხრებიან!!!ძირს კარიერისტები და მლიქვნელები!!!!!
Iraklidream
მაგრამ ჩვენ აქ პატარა წინსვლაზე და გამონათებებზე არ ვსაუბრობთ,ჩვენ გვინდა ის შედეგი დაიდოს რაც რეალურად შეგვიძლია ქართველებს და თუ ვინმეს გონია რო ამაზე მეტი(თან ბევრად მეტი) არ შეგვიძლია ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩვენს შესაძლებლობებზე, მე კიდე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვიძლია და ამისთვის კონკრეტული საქმეა გასაკეთებელი,რაც სიჭინავამ და ზოგზოგიერთებმა არ იციან:)
Iraklidream
ყველა ახალგაზრდულ ნაკრებს წინსვლა აშკარად ეტყობაო, რომ ამბობ აშკარა წინსვლის მე ვერაფერს ვატყობ,ელიტ რაუნდში ეგრე ჟორჟიკაშვილი რო იყო ადრე მაშინაც გავედით,ამათმა უბრალოდ ძალიან ელემენტარული პირობები შექმნეს და ფეხბურთელებისა და მწვრთნელის თავდადებით პატარა წინსვლა იყო.
უძლევი
მე ვაყენებ ლოთი ხაჩიკას კანდიდატურას სფფ-ს პრეზიდენტად! არავის არ ესმის ფეხბურთი ლოთ ხაჩიკაზე უკეთესად. დომენტია ცირკაჩს დებატებში ლოთი ხაჩიკა მზად არის შეხვდეს! სადაც იტყვის დომენტია იქ. პივნოისთან? პაჟალუსტა. სახინკლესთან? პაჟალუსტა.
ronaldo
ყველა ახალგაზრდულ ნაკრებს წინსვლა აშკარად ეტყობა... ეროვნული ნაკრების საქმე არც ისე კარგადაა, მაგრამ ქეცბაიასაც ნუ დავაბრალებთ ყველაფერს, არანაირი რესურსი არ აქვს რომ უკეთესად ათამაშოს გუნდი... ისე სხვათაშორის ქეცბაიას მწვრთნელობის დროს იყო პირველად საქართველოს ისტორიაში რომ ნაკრებმა სრული წელი წაუგებლად ჩაამთავრა და იმ წელს ასეთი ევროპაში მხოლოდ 1 ნაკრები იყო... სიჭინავას პრეზიდენტობის პერიოდში მოვიპოვეთ 2015 წლის სუპერთასის და ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება... და რასაც ვუყურებ როგორც ჩვეულებრივი გულშემატკივარი საკმაოდ ბევრი სტადიონის რეკონსტრუქცია ხდება და სხვა თუ არაფერი მინდვრები მაინც დაამსგავსეს მინდვრებს და ძროხებთან ერთად აღარ თამაშობენ ფეხბურთელები... მე არ ვიძახი რომ იდეალურია ეს პრეზიდეტი, ექნება ალბათ ბევრი ლაფსუსიც, მაგრამ ის მაღიზიანებს რომ ესეთი უმადურები ვართ ყოველთვის ქართველები და სულ ერთმანეთის დაჭმაზე ვფიქრობთ, კარგის არაფრის დანახვა არ გვინდა...
datokutaiseli
ბატონო დომენტი სენ თუ გჯერა შენი სიტყვების,ფეხბურთის საქმე გააკეთე და ქუჩურ გარჩევებს კი დაანებე თავი
datokutaiseli
ბატონო დომენტი სიჭინავა ქუჩური გარჩევებით რომ აგვარებ საქმეებს თუ ძველი ბიჭობა გინდოდა წასულიყავი ქუჩაში,აქ კი ფეხბურთის საქმე გააკეთე და ლაპარაკი ისწავლე.შენ თუ გჯერა ნეტა შენი სიტყვების რასაც საუბრობ.არავის აზრს შენ არ ითვალისწინებ,იმის გამბედაობაც კი არ გყოფნის,რომ ახლა მაინც თქვა ზეწოლა იყო და სხვანაირად ვერ ვიქეოდიო
Iraklidream
kako, მაგას საქმის კარგად კეთება ქვია? სამარცხვინოა დღევანდელი ქართული ფეხბურთი სანახაობრივი თვალსაზრისითაც და შედეგითაც. ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონობას კი არ გპირდება, აქვს ხედვა და იცის რა უნდა გააკეთოს, კაცი ფეხბურთს თამაშობდა და უცხოეთშიც აქვს გამოცდილება მიღებული. კომენტარებს რომ ვკითხულობ ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება ზოგიერთები მარტო სათაურს კითხულობენ...
Iraklidream
ronaldo, ჯამარაულზე და სხვებზე როგორ ამბობ ახლა ამოიღეს ხმაო? ამ ქვეყანაში არ ცხოვრობდი? რამდენი წლის წინ დაიწყეს ამათ აქტიურობა და რა სამარცხვინო ამბებიც ხდებოდა იმას უპირისპირდებოდნენ "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებლები და საფეხბურთო სამყაროს ზოგიერთი წარმომადგენელი,ფედერაციის წინ საპროტესტო აქციებზე ერთად ვიდექით.
ronaldo
ჯამარას როგორც ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ყველამ ეხლა ამოიღო ხმა, ყველა ეხლა გახდა მაგარი ტიპი... მანამდე სად იყვნენ ძალიან მაინტერესებს და მაშინ რატომ არ გამოთქვამდნენ საჯაროდ პროტესტებს? ეს მემგონი პირველი პრეზიდენტია ვინც რაღაცას მაინც, მგონია რომ ბევრ კარგსაც აკეთებს.. იმასაც დავამატებდი, რომ ეხლა უფრო კარგად ჩანს ვინ იბრძვის სკამისთვის, ახალი მთავრობის დანიშვნის მერე რომ შესტკივათ გული ქართულ ფეხბურთზე და თავიანთ თავებს მესიად თვლიან, მემგონი კაკრაზ მაგათ უფრო უნდა აინტერესებდეთ სკამი... :)
warning!
OT ძმა ჯამარამ ის კი არ თქვა ყაველაშვილი დანიშნონ და მერე ვიტყვით პროგრამასო, არამედ დანიშნონ არჩევნებიო და მერე წარმოვადგენთ პროგრამასო.
giga
არ არსებობს არცერტი სპერო კვეკანასი სადაც ნაცებმა არ იბოგინეს და ხალხი არ დაცაგრეს.კველგან ბოროტებიტ და ტერორიტ მიდიოდნენ.ეს ნაცები როგორც პასისტები ისე უნდა აიკდზალონ.
kako
ბიჭო ხომ ხედავ რომ კაცი საქმეს აკთებს და თანაც კარგად, როდემდ უნდა დავჭამოთ ქართველებმა ერთმანეთი, გაუვიდეს ამ კაცს თავისი პრეზიდნტად მუშაობის ვადა და მერ გინდა ყაველაშვილი აირჩიე და გინდა სოსო ჯაჭვლიანი, ხალხი ხდავ შედგს ამ ეტაპზე თითქმის ყვლა დონზე, რა ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონად გახდომას გვპირდბა თუ რა გეგმები აქვს, ვაფშე ააქვს ჩამოყალიბებული საით უნდა წაიყვანოს ქართული ფხბურთი

მაინტერესებს, ფედერაციის წესდებით თუ თვითონ არ დანიშნა არჩევნები, სხვა გზა არ არსებობს?
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა