ქალთა რეიტინგმა პეკინური წვიმის გამო დაიგვიანა. კაროლინ ვოზნიაცკიმ ჩინეთის ღია პირველობა ორშაბათს მოიგო და პირველად გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ახალი რეიტინგ-ლისტი მხოლოდ ამის მერე გამოქვეყნდა, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხოთ ქართველ ჩოგბურთელებს.

ქალთა რეიტინგმა პეკინური წვიმის გამო დაიგვიანა. კაროლინ ვოზნიაცკიმ ჩინეთის ღია პირველობა ორშაბათს მოიგო და პირველად გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ახალი რეიტინგ-ლისტი მხოლოდ ამის მერე გამოქვეყნდა, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხოთ ქართველ ჩოგბურთელებს. ამის მიზეზი თბილისის საერთაშორისო ტურნირის (25 ათასი დოლარი) ქულებია. ამ ქულების დამატებით ახლანდელმა გამარჯვებულმა მაკა ჩახნაშვილმა იხეირა, შარშანდელმა ტრიუმფატორმა ოქსანა კალაშნიკოვამ კი იზარალა.

ჩვენი პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ისევ საუკეთესო ნიშნულს დაუბრუნდა - 486 ქულით მსოფლიოს 135-ე (+1) ჩოგანია. 20 წლის ანა წლის რბოლაში კიდევ უფრო წინაა - 130-ეა, ხოლო წყვილებში - 115-ე. პროფესიულ კარიერაში ანას უკვე 204 ათასი დოლარი აქვს მოხვეჭილი.

ოქსანა კალაშნიკოვა მე-2 ასეულიდან გავარდა, ჩვენებურს 267 ქულა დარჩა. კალაშნიკოვა 213-ე ჩოგანია, ანუ ერთ კვირაში 25 საფეხურით დაქვეითდა რეიტინგში. 20 წლის ჩოგბურთელი წლის რბოლაში 217-ეა, წყვილებში კი უკეთ აქვს საქმე - 142-ე ჩოგანია. მას ჯერ მხოლოდ 85 ათასი დოლარი აქვს მოპოვებული.

მაკა ჩახნაშვილი თბილისურმა წარმატებამ 28 ადგილით დააწინაურა, 27 წლის ჩოგბურთელი 224 ქულით მსოფლიოს 238-ე ჩოგანია. წლის რბოლაში მაკა 249-ეა, წყვილებში - 243-ე. მოქმედ ქართველ ჩოგბურთელთა შორის ყველაზე მეტი ჰონორარიც მან გამოიმუშავა - 239 ათასი დოლარი.

სხვები: 289 (+23) თათია მიქაძე - 173 ქულა; 298 (-7) სოფიო შაფათავა - 160; 385 (+12) სოფიო ქვაცაბაია - 101; 573 (-61) მანანა შაფაქიძე - 46; 579 (-1) ეკა გორგოძე - 45; 1083 (-16) ანა ჯიქია - 4. სოფიო ქვაცაბაიასთვის ეს კარიერის მიღწევაა.

ამერიკის ქალაქ ტროიში ანა ტატიშვილი მე-4 ნომრად განთესეს 50-ათასიან ტურნირში. მისი პირველი მეტოქე ამერიკელი ალექსანდრა სტივენსონია (337). 29 წლის სტივენსონი 8 წლის წინათ მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ტატიშვილმა სტივენსონს უკვე ზედიზედ ოთხი მატჩი მოუგო. ამ ეტაპზე ანამ წყვილებში თამაშისგან თავი შეიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს