11 ნოემბერს, ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, ნახევარფინალური მატჩები გაიმართა

დასასრულს მიუახლოვდა ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირი. 11 ნოემბერს ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. მანამდე კი ჩატარდა ბოლო ტურის შეხვედრები B ჯგუფში და საუკეთესო ოთხეული საბოლოოდ დაკომპლექტდა.

ბოლო ტურის წინ ამ ქვეჯგუფში ნახევარფინალის ერთი საგზური იყო ვაკანტური, რადგან როჯერ ფედერერს უკვე გარანტირებული ჰქონდა ფინალში გადასასვლელი მატჩი. ის ჯგუფში პირველ ადგილს შეინარჩუნებდა იმ შემთხვევაშიც, თუ სამ სეტში წააგებდა დელ პოტროსთან.

რაც შეეხება ხუან-მარტინს, თავის უშუალო მეტოქესთან - დავიდ ფერერთან წაგების მიუხედავად, ყველაფერი მის ხელში იყო. ნებისმიერი მოგება როჯერთან არგენტინელს ნახევარფინალში თამაშის უფლებას აძლევდა.

საბოლოოდ, არგენტინელს გაუმართლა, რადგან ფედერერს სწორედ მესამე ტურში გადაეყარა, როცა შვეიცარიელი არამოტივირებული იყო. მართალია, თამაში სამი სეტი გაგრძელდა, მაგრამ ბოლოს გამარჯვებული მაინც დელ პოტრო გამოვიდა - 7:6(3), 4:6, 6:3.

"თუ სიმართლე გაინტერესებთ, უფრო ფერერზე ვფიქრობდი, ვიდრე ჩემზე. მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა, მაგრამ თან ნახევარფინალისთვის უკეთ უნდა მოვმზადებულიყავი. ძალიან დანაღვლიანებული ვარ დავიდის გამო", - განაცხადა როჯერმა.

ასე რომ, ფერერმა თავისი შანსი ვერ მიიღო. მისი მატჩი იანკო ტიპსარევიჩის წინააღმდეგ ფორმალობად იქცა - თუ არ ჩავთვლით საპრიზოებსა და 200 ქულას, რომელსაც ჯგუფური ეტაპის ყოველი მატჩისთვის იძლევიან. გარდა ამისა, დავიდსა და იანკოზე იყო დამოკიდებული ჯგუფში პირველი ადგილის ბედი. თუ ტიპსარევიჩი მოიგებდა, ფედერერი ნახევარფინალში ჯოკოვიჩს შეხვდებოდა, ფერერის მოგების შემთხვევაში - მიურეის.

ესპანელმა მხოლოდ პირველი სეტი ჩააგდო, მაგრამ შემდეგ ძალიან იოლად გატეხა სერბის წინააღმდეგობა - 6:4, 3:6, 1:6. საბოლოოდ დავიდი ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ ლონდონში 400 ქულა მოიპოვა და ახლა მხოლოდ 365 ქულით ჩამორჩება რაფა ნადალს. ამასთან, ფერერისთვის სეზონი დასრულებული არ არის, რადგან მას წინ აქვს დევისის თასის ფინალი.

11 ნოემბერს კი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ფედერერისა და მიურეის ნახევარფინალი გვიან დასრულდა (7:6, 6:2). მანამდე კი ურთიერთობა გაარკვიეს ჯოკოვიჩმა და დელ პოტრომ.

სასტარტო პარტიაში ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას და საბოლოოდ ყველაფერი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც არგენტინელმა მეცხრე გეიმში გააკეთა - 5:4. ამის შემდეგ ხუან-მარტინმა ნულზე აიღო თავისი მოწოდება.

მეორე სეტის დასაწყისში დელ პოტრო აქტიურად თამაშობდა და მესამე გეიმში აიღო ჯოკოვიჩის მოწოდება - 2:1, მაგრამ სერბმა მაშინვე ბრეიკით უპასუხა და ისევ გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა შეამცირა შეცდომების რაოდენობა და ინიციატივა მოიპოვა. მერვე გეიმში ნოვაკმა სეტში მეორე ბრეიკი გააკეთა, რის შემდეგაც უპრობლემოდ ჩააწოდა სეტზე - 6:3.

გადამწყვეტი სეტი დელ პოტრომ რამდენიმე შეცდომით დაიწყო, რისი წყალობითაც სერბმა ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 3:1. შემდეგ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და 5:2-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. სერბმა მეტოქეს არ მისცა თამაშის გადარჩენის შანსი - 6:2.

თამაში 2 საათი და 12 წუთი გაგრძელდა. ჯოკოვიჩისთვის ეს იყო მეცხრე გამარჯვება დელ პოტროზე ცხრა ჩატარებულ შეხვედრაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა