ნოემბრის ტესტებზე საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები ფიჯისა და იაპონიის ეროვნული გუნდები, შესაბამისად, ინგლისსა და რუმინეთს დაუპირისპირდნენ
ნოემბრის ტესტების პირველი დღის მატჩებიდან ქართველი ქომაგების განსაკუთრებულ ინტერსს ორი მატჩი იწვევდა. ჩვენი ნაკრების მომავალი მეტოქეები ფიჯისა და იაპონიის ეროვნული გუნდები, შესაბამისად, ინგლისისა და რუმინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდნენ.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა ბუქარესტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი რუმინელები 34:23 დაამარცხეს. ვერ ვიტყვით, რომ იაპონელებს სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ.

თუმცა თვალშისაცემი იყო, რომ ისინი მასპინძელ მორაგბეებზე უფრო სწრაფად მოძრაობდნენ, ფაზებს უშეცდომოდ კინძავდნენ და გადაწყობას, როგორც შეტევაში, ისე დაცვისას, დროულად ახერხებდნენ იმდენად, რომ იქ, სადაც ბურთი იყო, იაპონელი მორაგბეები მუდამ იყვნენ რიცხობრივ უმრავლესობაში.

ერთადერთი, რაშიც სტუმრები რუმინელებს ჩამოუვარდებოდნენ, ეს შერკინებაში თამაში იყო, ოღონდ მხოლოდ სტატიკურ მდგომარეობაში. დინამიკაში "საკურები" ბევრად განსწავლული და მობილიზებულნი ჩანდნენ. ისინი ძალიან კარგად ფლობდნენ ბურთს და ხელიდან იშვიათად უვარდებოდათ.

რუმინელებმა სცადეს, მეტოქისთვის თავისი ძალისმიერი თამაში მოეხვიათ, თუმცა ვერ შეძლეს. იაპონელები ანგარიშში თავიდანვე დაწინაურდნენ.

მაგრამ 65-ე წუთისთვის მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობის ერთ ქულამდე შემცირება შეძლეს. თითქოს მატჩის გადარჩენის შანსი გაჩნდა, თუმცა მოუღლელმა იაპონელებმა "მუხის ფოთლებს" პრობლემები იქით შეუქმნეს. ერთხელ მოლიც კი დაუძრეს, რომელიც საჯარიმო ლელოთი დასრულდა.

რუმინელთა რიგებში სრულად ითამაშა შერკინების კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა.

რუმინეთი-იაპონია 23:34

რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. მადალინ ლემნარუ, 13. იონელ კაზანი, 12. ჩაბა გალი, 11. იონუც ბოტეზატუ, 10. ანდრეი ფილიპი, 9. ფლორინ სურუჯუ. 1. პეტრუ ტამბა, 2. ოთარ ტურაშვილი, 3. ჰორაციუ პუნგეა, 4. მარიუს სირბე, 5. ვალენტინ ურსაკე, 6. ვასილი რუსი, 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. მიჰაი მაკოვეი.

16. ანდრეი რადოი, 17. ვლად ბადალიჩესკუ, 18. ალინ კოსტე, 19. ალექსანდრუ მანტა, 20. გრიგორას დიაკონესკუ, 21. იონუც ფლორეა, 22. კონსტანტინ გეარა.

2ლ: ლემნარუ, საჯარიმო. 3ს: ფილიპი. 2გ: ფლორეა.

იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. ტოშიაკი ჰიროში, 13. ტომოჰირო სენბა, 12. ჰარუმიჩი ტატეკავა, 11. ჰიროტოკი ონოძავა, 10. კოსეი ონო, 9. ფუმიაკი ტანაკა. 1. იუსუკე ნაგაე, 2. შოთა ჰორიე, 3. ჰიროში იამასიტა, 4. ჰიტოში ონო, 5. ლუკ თომპსონი, 6. ჰენდრიკ ტუი, 7. მაიკლ ლიტჩი, 8. ტაკაში კიკუტანი.

16. ჰარუკი ოტა, 17. ტაკუმა ასაჰარა, 18. კენსუკე ჰატაკეიამა, 19. კოლინაისი ჰოლანი, 20. მაიკლ ბროდჰორსტი, 21. აცუში ჰივაშა, 22. იუ ტამურა.

ლ: კიკუტანი, საჯარიმო, ჰიროტოკი. 5ს: გორომარუ. 2გ: გომომარუ.

ფიჯის ნაკრებმა ლონდონში, "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნულ გუნდთან თამაში ისე "ომახიანად" დაიწყო, რომ ცოტა არ იყოს, შევშინდით. პირველ 15 წუთში "პომები" მეტოქის მოედნის ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდნენ. ფიჯელებმა კი დროის ამ მონაკვეთში ორი საჯარიმო ვერ გამოიყენეს.

მასპინძლებმა მალევე შეძლეს თამაშის დალაგება და საბოლოოდ მატჩი დიდი ანგარიშით - 54:12 მოიგეს. პომებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს. აქედან ორ-ორი ჩარლი შარპლისა და მანუ ტუილაგის ანგარიშზეა.

ინგლისი-ფიჯი 54:12

ინგლისი: 15. ალექს გუდი, 14. ჩარლი შარპლი, 13. მანუ ტუილაგი, 12. ბრედ ბარიტი, 11. უგო მუნი, 10. ტობი ფლუდი, 9. დენ კერი. 1. ჯო მარლერი, 2. ტომ იანგსი, 3. დენ კოლი, 4. ტომ პალმერი, 5. გოფ პარლინგი, 6. ტომ ჯონსონი, 7. კრის რობშო, 8. ტომას ვალდრომი.

16. დევიდ პაისი, 17. მაკო ვუნიპოლა, 17. ჯო ლანჩბერი, 19. ტომ ვუდი, 20. ბენ იანგსი, 21. ოუენ ფარელი, 22. მაიკ ბრაუნი.

7ლ: შარპლსი (2), მუნი, ჯონსონი, ტუილაგი (2), საჯაიმო. 5გ: ფლუდი (4), ფარელი. 3ს: ფლუდი.

ფიჯი: 15. სიმელი კონიფრედი, 14. სამუ ვარა, 13. ვერენეკი გონევა, 12. სირელი ნაკელევუკი, 11. ვატისონი ვოტუ, 10. მეტუისელა ტალებულა, 9. ნიკოლა მატავალუ. 1. რატუ მაკუტუ, 2. ვილიამ ვეკისო, 3. დეკონ მანუ, 4. ლეონ ნაკავარა, 5. აპისოლამე რატუნიარავა, 6. აპი ნაიკატანი, 7. მალაკი რავულო, 8. აკაპუსი ქერა.

16. სერემია ნაურეურე, 17. სეტაფანო სამოსა, 18. მანასა საულო, 19. საკონია კალუ, 20. ლიესა რატუვა, 21. კელემედი ბოლა, 22. ჯოშ მატავესი.

2ლ: მატავალუ, კალუ. გ: მატავესი.

აშშ-რუსეთი 40:26

ერთა თასის გათამაშებაში რუსეთის ნაკრებმა ინგლისში, ნეიტრალურ მოედანზე აშშ-ის ნაკრებთან 26:40 წააგო. ძმები ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ორივე 49-ე წუთზე შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jigaro
იქნებ ვინმემ გაგვაგებინოს რატომ არ თამაშობენ ჩვენები ერთა თასზე?
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა