თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების (U-17, U-19) ყოფილმა თავდამსხმელმა ბელორუსურ გუნდთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა
თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების (U-17, U-19) ყოფილმა თავდამსხმელმა ზვიად ქანთარიამ ბელორუსის უმაღლესი ლიგის ბრესტის "დინამოსთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა.

22 წლის თავდამსხმელი თბილისის "დინამოს" გაზრდილია. გუნდში დებიუტი დუშან უჰრინი-უფროსის დროს, 17 წლის ასაკში ჰქონდა. ჩეხი სპეციალისტი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ მერე კლუბში ურთიერთობები ვერ აეწყო და "დინამო" 2011 წლის მაისში დატოვა.

ამის შემდეგ გია გეგუჩაძე "ზესტაფონში" იწვევდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის არმქონემ დროებით უფრო სუსტ გუნდში თამაში ამჯობინა და ცხინვალის "სპარტაკში" გადავიდა.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ის სეზონი გაუცდა და უგუნდოდ დარჩა - ბელორუსში ქანთარია ერთწლიანი უთამაშებლობის შემდეგ ჩავიდა.

"საფეხბურთო წრეებში კარგად ცნობილი პიროვნება, რომან შონია დამიკავშირდა და ბელორუსში წასვლა შემომთავაზა. თავდაპირველად "მინსკის" ვარიანტი იყო, მაგრამ ბრესტის "დინამოში" აღმოვჩნდი. 8-დან 27 ოქტომბრამდე ვვარჯიშობდი.

ბელორუსები ტექნიკით არ გამოირჩევიან, მაგრამ ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. იქაური ვარჯიშები მეც ძალიან წამადგა. თავიდან, წელიწადზე მეტი ხნის უთამაშებელს ფორმის აკრეფა გამიჭირდა, რადგან ბელორუსში დიდი დატვირთვებია. თუმცა, ამ 20 დღეში უკეთ ავთამაშდი და ვგრძნობდი, ფორმას ვიბრუნებდი.

ახალგაზრდული და ძალიან მეგობრული გუნდი დამხვდა. რუსული ნორმალურად ვიცი და არ გამჭირვებია. მაგრამ მთავარი მაინც უჩა გოგოლაძის ფაქტორი იყო, რომელიც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. კარგად დამხვდა, დამეხმარა და თავის გამოჩენა გამიადვილა - უმისოდ უცხო გარემოში გამიჭირდებოდა.

13 ოქტომბერს პირველი შეხვედრა ჩავატარე: ბრესტში ლუცკის "ვოლინი" ჩამოვიდა. "გაგრას" ყოფილმა თავდამსხმელმა ოვონიკოკომაც ითამაშა. ძალიან თბილად მომიკითხა, მისით კმაყოფილები არიან.

იმ მატჩში გოლი არ გამიტანია, მაგრამ ჩემი დატოვება სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს. წინასწარი, ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. 9 იანვარს ბრესტის "დინამოს" ანთალიაში შეკრებაზე გავყვები, 1 თებერვლამდე კი ხელშეკრულებას ოფიციალურად გავაფორმებ.

დარჩენა ახლაც შეიძლებოდა, მაგრამ განაცხადში შესაყვან ლეგიონერზე გადასახადია დაწესებული და ფინანსურად გამართლებული არ იქნებოდა. სხვათა შორის, ბრესტში რამდენიმე ქართველს უთამაშია - გია კვარაცხელიას, ზაზა ჭელიძეს, გია თოდუას", - ამბობს ქანთარია.

28 ტურის შემდეგ, ბელარუსის 11-გუნდიან ჩემპიონატში "დინამო" 26 ქულით მე-10 ადგილზეა. ბრესტელებმა 10 ნოემბერს კონკურენტ "ნაფტანთან" 0:1 წააგეს და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ ჟოდინოს "ტორპედოს".

მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს არ აშინებს:

"დარწმუნებული ვარ, უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. და თუ ასე არ მოხდა, კონტრაქტს აღარ გავაფორმებ - ბელარუსის პირველ ლიგაში ლეგიონერის აყვანის უფლება არ აქვთ.

"დინამოს" ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა. გოგოლაძემ მითხრა, ასეთი რამ პირველად ხდება, მაგრამ ყველაფერს აგვარებენო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა