გუნდის მწვრთნელმა დრიუ გუდენმა ქართველი კალათბურთელი ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ სასტარტო ხუთეულში დააბრუნა
"ატლანტა ჰოუქსის" მწვრთნელი დრიუ გუდენი ექსპერიმენტებს განაგრძობს. ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ მან სასტარტო ხუთეულში დააბრუნა ზაზა ფაჩულია.

თავიდანვე იყო მოედანზე ატლანტელთა ცენტრი ალ ჰორფორდიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი 2 ცენტრით თამაშის გზებს ეძებს.

სამწუხაროდ, "კლიპერსთან" მატჩში ამან არ გაამართლა. ატლანტელები ლოს ანჯელესში 76:89 დამარცხდნენ.

ფაჩულია ზედიზედ მეორე მატჩია, სამქულიანს ესვრის, რაც სავარაუდოდ იმის გამოა, რომ მწვრთნელი მას ფორვარდად ათამაშებს, ჰორფორდს კი - ცენტრის პოზიციაზე. ზაზამ სამქულიანი ააცილა, ხოლო საშუალო დისტანციიდან 5-დან 2 ჩააგდო, რასაც 2-დან 1 საჯარიმო მოაყოლა და საბოლოოდ 5 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად, ფაჩულიამ 6 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.

ატლანტელებს 5 მატჩიდან 2 გამარჯვება აქვთ და ამ შედეგით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან. 5-დან 3 გამარჯვებით მე-5 ადგილზეა თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი", რომელმაც "ორლანდოს" უმასპინძლა და 82:74 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.

მომდევნო შეხვედრას "ბრუკლინი" 13 ნოემბერს შინ "კლივლენდთან" გამართავს, ხოლო ფაჩულიას "ატლანტა" 13 ნოემბერს, გამთენიისას, პორტლენდში "ბლეიზერსს" დაუპირისპირდება.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა