თავისი კარიერის განმავლობაში ანა კურნიკოვას უამრავ შოუში აქვს მიღებული მონაწილეობა, მაგრამ ასეთ ტელეპროგრამაში ის არასოდეს გამოსულა:

თავისი კარიერის განმავლობაში ანა კურნიკოვას უამრავ შოუში აქვს მიღებული მონაწილეობა, მაგრამ ასეთ ტელეპროგრამაში ის არასოდეს გამოსულა: ამ დღეებში ანა მიიწვიეს რეალითი-შოუში, რომელსაც Biggest Loser ჰქვია. ეს არის გადაცემა ადამიანებზე, რომლებიც ფულისთვის იგდებენ ზედმეტ კილოგრამებს. პრიზი სოლიდურია - ვინც ყველაზე მეტ კილოგრამს მოიშორებს, რამდენიმე ათეული ათასი დოლარით გამდიდრდება. პროგრამაში მიწვეულ კურნიკოვას მსუქან მამაკაცებსა და ქალბატონებში სპორტული სული უნდა გაეღვიძებინა და ახალი გმირობებისთვის წაექეზებინა.

ანამ შოუს მონაწილეები კორტზე გაიყვანა და მათ საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. თან უხსნიდა, რამდენ კალორიას დაწვავდნენ ერთი მატჩის განმავლობაში. რუსი ჩოგბურთელს ვარდისფერი კაბა ეცვა და იმდენად ეფექტური იყო, რომ ნებისმიერს მოუნდებოდა წონის დაგდება. შოუს მონაწილეებს განსაკუთრებით ის მოეწონათ, რომ კურნიკოვა სხვა მიწვეული ვარსკვლავებისგან განსხვავებით განზე არ გადგა, შეძახილებითა და აქტიური მოდმედებით ამხნევებდა კონკურენტებს და არაქათი გააცალა მათ.

"ჩოგბურთის - ეს არის სპორტის სახეობა, რომლის დროსაც თქვენი სხეულის ყველა კუნთი მუდმივად მუშაობს, - აუხსნა მონაწილეებს კურნიკოვამ. - წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ არ ჩერდებით, ყოველთვის მოძრაობაში ხართ და თან თამაშისგან სიამოვნებას იღებთ. იმედი მაქვს, რომ კონკურსანტებს ახალი წარმატებებისთვის სტიმული მივეცი".

შოუში მონაწილეობამ კურნიკოვას დიდი ენერგია წაართვა და მან მაიამის სანაპიროზე შეყვარებულთან - ენრიკე იგლესიასთან ერთად იახტით გაისეირნა. ანას "სოფლის გოგონას" ჰგავდა: ნაწნავები და თმებში რამდენიმე გვირილა. როგორც ჩანს, მომღერალი მოიხიბლა ამ იმიჯით და გარშემო ვერავის ამჩნევდა.

ანა და ენრიკე 2002 წლიდან ერთად არიან, როცა ჩოგბურთელმა იგლესიასის კლიპში მიიღო მონაწილეობა. თუმცა წყვილი ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობს.

"რომანტიულობით არ გამოვირჩევი, - აღიარა ამასწინ იგლესიასმა. - როგორი ბოიფრენდი ვარ? ხანდახან ჩემთან ცხოვრება აუტანელია, ხასიათის ხშირი ცვლა მჩვევია. არ შევესაბამები იმ მუსიკას, რომელსაც ვწერ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა