მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონის აზრით, სპორტის ეს სახეობა არასწორი მიმართულებით ვითარდება
მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონს, კანადელ ჟაკ ვილნევს მიაჩნია, რომ ფორმულა 1-ის რბოლების ტელევიზორში ცქერა მოსაწყენი სანახაობა გახდა, ახალგაზრდა პილოტებს კი აშკარად არ ჰყოფნით ოსტატობა.

კანადელის აზრით, სპორტის ეს სახეობა არასწორი მიმართულებით ვითარდება: ვილნევს არ მოსწონს თანამედროვე წესები და ის კატეგორიული წინააღმდეგია ისეთი სისტემისა, როგორიცაა - DRS.

"ყოველთვის, როცა DRS-ის სისტემას ვხედავ მოქმედებაში, ძალიან ვბრაზდები, რადგან ეს აფუჭებს ტრასაზე ლამაზ დუელებს, - ამბობს ჟაკი შვეიცარიული გამოცემისთვის - Motorsport Aktuell-ისთვის მიცემულ კომენტარში. - ასევე, არ მომწონს წესი, რომლის მიხედვითაც პილოტს მხოლოდ ერთხელ შეუძლია ტრაექტორიის შეცვლა - ამაზე უარესს ვერაფერს მოიფიქრებდნენ.

უბრალოდ, არ უნდა იყოს აშკარა ბლოკირება - ეს არის და ეს. მრბოლელს, რომელიც მეტოქეს უტევს, ყოველთვის უნდა ჰქონდეს გასწრების შანსი, არ აქვს მნიშვნელობა, ის გარე ტრაექტორიაზე იმყოფება თუ შიდაზე..."

საკმაოდ მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ვილნევი ახალგაზრდა პილოტების წინააღმდეგ:

"ისეთი პილოტები, როგორიცაა გროსჟანი, საერთოდ ვერ აკონტროლებენ ტრასაზე თავიანთ მოქმედებას. იგივე ითქმის მალდონადოზე, რომელმაც ვალენსიაში ძალიან უხეშად შეუტია ლუის ჰემილტონს. ახალგაზრდა პილოტები მოდიან ფორმულაში, მაგრამ ისინი მზად არ არიან ასეთ დონეზე გამოსასვლელად.

მათ არ ჰყოფნით ოსტატობა, დაავიწყდათ, რომ ავტოსპორტი რისკთან არის დაკავშირებული. ისინი მთელ დღეს კომპიუტერზე თამაშობენ, არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს არასწორია”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
"ეს წარმოუდგენელია!" - ენრიკე ზაბარნის არყოფნის მიზეზად, საფონოვის კარში ჩაყენებაზე დასმულ კითხვაზე გაბრაზდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები