ინდოეთის შტატის - დასავლეთ ბენგალიის სასამართლომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სამხრეთაზიური თამაშების სამგზის ჩემპიონი მამაკაცია!
ინდოეთის შტატის - დასავლეთ ბენგალიის სასამართლომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სამხრეთაზიური თამაშების სამგზის ჩემპიონი, ინდოელი ქალი-მორბენალი პინკი პრამანიკი მამაკაცი გახლავთ.

2012 წლის ივნისში სპორტსმენის მეგობარმა გოგონამ, 32 წლის ანამიკა აჩარიამ პოლიციაში განცხადება შეიტანა. ის წერდა, რომ პრამანიკი სინამდვილეში მამაკაცია და მძლეოსანმა ის გააუპატიურა. აჩარია და პრამანიკი რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობდნენ.

სპორტსმენმა გარკვეული ხანი პატიმრობაში გაატარა, მაგრამ 25 დღის შემდეგ თავდებით გაანთავისუფლეს. სწორედ მაშინ შეკრიბეს სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა ინდოელი მორბენალის სქესი.

12 ნოემბერს გამოქვეყნდა კომისიის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ პრამანიკი მამაკაცია. უახლოეს ხანში ის სასამართლოს წინაშე წარსდგება გაუპატიურების ბრალდებით.

2006 წელს პრამანიკმა, რომელიც 400 და 800 მეტრზე სპეციალიზდება, სამი ოქრო მოიგო კოლომბოში სამხრეთაზიურ თამაშებზე. ასევე, მის ანგარიშზეა ოქრო აზიურ თამაშებზე და ვერცხლი - თანამეგობრობის თამაშებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა