საქართველოს ნაკრებმა მოსკოვში გამართულ ტურნირში "ევროპის ერთა თასი - მოსკოვური ნათება" მეოთხე ადგილი დაიკავა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა მოსკოვში დასრულებულ ტურნირში "ევროპის ერთა თასი - მოსკოვური ნათება".

ჩვენები ჯგუფში ბელორუსთან და თურქეთთან ერთად მოხვდნენ, შეჯიბრება კი წარმატებით დაიწყეს - პირველ შეხვედრაში ბელორუსებს 5:2 მოუგეს, თუმცა მეორე თურქებთან 4:3 წააგეს და ფინალში ვერ გავიდნენ.

სამწუხაროდ, ჩვენებმა ვერც ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი გამოიყენეს, უკრაინელებთან 2:5 წააგეს და მეოთხე ადგილზე დარჩნენ.

მოგეხსენებათ, ჩვენები მოსკოვში ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდიოდნენ - ტრისტან ჩირგაძე (55), ბექა ლომთაძე (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი (74), თორნიკე სვანიძე (84), გიორგი მეშვილდიშვილი (96) და გენო პეტრიაშვილი (120).

მათთვის უმთავრესი გამოცდილების მიღება იყო, თუმცა შეჯიბრების დაწყებამდე ჩატარებულ გამოკითხვაში ადგილობრივი ქომაგები რუსთა მთავარ კონკურენტებად სწორედ ჩვენებს მიიჩნევდნენ.

ასეთი დონის ტურნირში გამოუცდელი ეს ახალგაზრდული გუნდი, ვინ იცის, რამდენად ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა მასპინძლებს, მაგრამ თურქებთან შეხვედრაში მსაჯთა საქციელი რომ არა, ფინალში ნამდვილად გავიდოდნენ.

როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გვითხრეს, თურმე მოსკოვში მყოფი ნაკრების მწვრთნელები უკმაყოფილონი არიან იმ ორთაბრძოლის ერთ-ერთი შეხვედრის მსაჯობით და მიაჩნიათ, რომ მოგება წაართვეს.

საბოლოოდ შეჯიბრება რუსებმა მოიგეს, რომლებმაც ჯგუფში ბულგარელებისა და უკრაინელების ძლევის შემდეგ ფინალში თურქებს 5:2 აჯობეს. ამ შეხვედრის ბედი პირველ ოთხ პაექრობაში გადაწყდა, როცა ევროპის ჩემპიონმა ნარიმან ისრაპილოვმა ახმედ პეკერი ბეჭებზე დადო, ევროპის ორგზის ჩემპიონმა ოპან სატმა უპრობლემოდ დაამარცხა რეჯებ აქტაში, სოსლან რამონოვიც იოლად გაუსწორდა ადამ რამაზანოვს, კახაბერ ხუბეჟტიმ კი ორხან აბდულკადირს ასევე იოლად, ჯამში 9:0 მოუგო.

თურქებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან ორი მოიგეს, თუმცა ეს არაფერს ცვლიდა.

რუსების გამარჯვებით დასრულდა ბერძნულ-რომაული ტურნირიც - იქ ფინალში გოგი კოღუაშვილის გაწვრთნილებმა აზერბაიჯანელებს მშრალი ანგარიშით, 7:0 მოუგეს.

რუსებს ხელი შედარებით ქალებში მოეცარათ, სადაც ქვეჯგუფში აზერბაიჯანელებთან 2:5 წააგეს და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდნენ, რის გამოც იური შახმურადოვს თავის მართლება მოუხდა ახალგაზრდული გუნდის გამო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა