რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, კლუბი "დინამოს" წარმატებებში განსაკუთრებული წვლილის მქონე 33 ვეტერანს ფინანსურად დაეხმარება
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, კლუბი ფინანსურად დაეხმარება იმ 33 ვეტერანს, რომლებმაც "დინამოს" წარმატებებში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

ესენი არიან თასების მფლობელთა თასის მფლობელები, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელები და ოლიმპიური ჩემპიონი.

ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას კარგა ხანია, "დინამოს" ვეტერანი, ვეტერანთა კავშირისა და ვეტერანთა დაცვის ფონდის თავმჯდომარე ვაჟა ჟვანია ცდილობდა და საბოლოოდ, ფიფიასთან კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო.

ვეტერანთა მცირე რაოდენობამ ამ დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა, რადგან "დინამოს" მესვეურებს ისინი ეროვნული სტადიონის სავაჭრო ფართებს ედავებიან. შეგახსენებთ, წლების წინ ამ ფართებს სწორედ ვეტერანები ფლობდნენ.

"მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ რომან ფიფიამ დღეს "დინამო არენას" კანონიერად განკარგავს და არც იმის ვალდებულება აქვს, მაღაზიები ვეტერანებს დაუთმოს.

დახმარების თაობაზე მისი ეს გადაწყვეტილება კი კეთილი ნებაა და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ხოლო ვისაც ურჩევნია, დავა სასამართლოში განაგრძოს, ეს მისი ნებაა.

საჩუქრის მიღება ყოველთვის ნებაყოფლობითია და დამსახურებულ ვეტერანთა 95-მა პროცენტმა ამაზე თანხმობა განაცხადა.

გული მწყდება, რომ საქართველოში საფეხბურთო ინტელექტუალური რესურსი ძალიან დაბალ დონეზეა და ზოგის აზროვნება საბჭოთა კავშირს ვერ გასცდა", - გვითხრა ჟვანიამ.

შევიტყვეთ ისიც, რომ ეს 33 ვეტერანი სიცოცხლის ბოლომდე "დინამოსგან" ყოველთვიურად 250 ლარს მიიღებს, რაც საარსებო მინიმუმს აღემატება. ამის პარალელურად, მათ კვლავ ჩაერიცხებათ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით წლების წინ დანიშნული დახმარება.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ადრე მადლობის თქმა პირადად მისგან გვეკრძალებოდა და საბედნიეროდ, დადგა დრო, როცა ვეტერანებს ამის საშუალება მიეცათ.

ეს ორი დახმარება მთლიანობაში საკმაოდ ნორმალურ თანხას შეადგენს და მართალია, ჩვენს გამოჩენილ ფეხბურთელებს ვერ გაამდიდრებს, მაგრამ ადამიანური ცხოვრების საშუალებას მისცემს.

ჩვენი სლოგანია - "თბილისის "დინამოს" ვეტერანებს სიცოცხლე" და იმისთვის ვიბრძვით, რომ მათ დარჩენილი ცხოვრება ღირსეულად გაატარონ", - ამბობს ჟვანია.

მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ "დინამო" ვეტერანთა დაფასებას სხვა გზებითაც აპირებს - ასე მაგალითად, მათ VIP-ლოჟის მოსაწვევები გადაეცემათ. ჟვანიასა და დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე სხვა საამისო გზებზეც იმსჯელეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

teo fabi
კიდევ ერტხელ საღოლ ბიძოს.ეხმარებოდა და თან აფრთხილებდა არც არავის უთხრათო რომ ბიძინა ხელს გიმართავთო. გაიხარე ბიძო.
დავითი
ყოჩაღ ფიფია, როგორც იქნა მიხვდა............
ale
ისე ბევრმა რომ მიბაძოს ფიფიას კარგი იქნებოდა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა