პანამის ნაკრებთან 14 ნოემბრის მატჩისთვის ვისენტე დელ ბოსკე 19 ფეხბურთელს ამზადებს
პანამის ნაკრებთან 14 ნოემბრის მატჩისთვის ვისენტე დელ ბოსკე 19 ფეხბურთელს ამზადებს.

ეს იქნება "ფურია როხას" პირველი ვიზიტი ამ ესპანურენოვან ქვეყანაში. მსოფლიოს ჩემპიონებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლიათ, თუმცა პანამასთან დაპირისპირება ვერ გახდება წინასწარ სერიოზული სჯა-ბაასის საბაბი.

ერთ სიახლეზე კი აუცილებლად ვიტყვით - 14 ნოემბერს ესპანეთის ნაკრები ახალ ფორმას გამოსცდის, რომელიც სპეციალურად კონფედერაციათა თასისთვისაა შეკერილი.

კონფედერაციათა თასი ივნისში, ბრაზილიაში გაიმართება და ის ბრაზილიელი ორგანიზატორებისთვის მუნდიალის გენერალური რეპეტიცია იქნება.

ესპანეთის ნაკრები, როგორც ევროპის ჩემპიონი მონაწილეობს ამ ტურნირში. მთავარი სიახლე მაისურზე V-ს ფორმის ყვითელი საყელოა, რომელსაც მკვეთრი ფორმა აქვს.

"ადიდასმა" მადრიდში, ლას როსასის საფეხბურთო პავილიონში წარადგინა ნაკრების ახალი ამუნიცია. მაისურის შემქმნელთა თქმით, ეს არის მცდელობა, გაიმეორონ გასული საუკუნის 20-იანი წლების შტრიხები, ანუ იმ დროის ფორმა, როცა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ფეხს იდგამდა. ახალი მაისურების ფასი 80 ევროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა