"ფლუმინენსესთან" ბოლო ტურის მატჩის შემდეგ "პალმეირასის" გულშემატკივრებმა საკლუბო მაღაზია დაარბიეს და ცეცხლი წაუკიდეს
"ფლუმინენსესთან" ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელიც "პალმეირასმა" 2:3 წააგო, კლუბის გულშემატკივრებმა საკლუბო მაღაზია დაარბიეს და ცეცხლი წაუკიდეს.

"მწვანეები" ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და გავარდნის საფრთხე რეალურად ემუქრებათ. ჟილსონ კლეინას გუნდი მე-18 ადგილზეა და გადამრჩენელ, მე-16 ადგილზე მყოფ სალვადორის "ბაიას" 7 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ 3 ტური არის დარჩენილი.

სან პაულოს კლუბის ქომაგებმა საკლუბო მაღაზიის კედლებზე შემდეგ წარწერა დატოვეს: "მშვიდობის ხანა დასრულდა".

გულშემატკივრების ასეთმა ქმედებამ, გუნდის სპორტული დირექტორი, რობერტო ფრიცო აღაშფოთა: "ეს მიუღებელია. იმედია, ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევაა და ქომაგების საერთო დამოკიდებულებას არ გამოხატავს. გადარჩენის შანსი მცირეა, მაგრამ ჯერ კიდევ არის და ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ".

"პალმეირასის" პრეზიდენტმა, არნალდო ტირონემ, შექმნილ მდგომარეობაში მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულა: "მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ თუ არა, არ ვიცი, ფაქტია, რომ მოტივაცია თითქმის არ შემრჩა.

იმედგაცრუებული ვარ და ვნანობ იმას, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. კლუბის ასეთი მდგომარეობა ჩემი ბრალი თუ არის? რა თქმა უნდა ჩემი ბრალია, პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ".

"პალმეირასი" დარჩენილ სამ ტურში "ფლამენგოს", "ატლეტიკო გოიანიენსეს" და "სანტოსს" ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა