საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ ეგვიპტელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
13 ნოემბერს ეგვიპტის ნაკრები ექვსი საათისთვის მიადგა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს. ორგანიზებული ხალხი ჩანს ჩვენი სტუმარი, წესრიგი და თავაზიანობა თითქოს გასიგრძეგანებული აქვთო.

ძველი ეგვიპტელები აღარ არსებობენ, თუმცა ეგვიპტეს ძალუმად მოსდგამს ოდინდელი იერი და მისი საფეხბურთო ნაკრებიც თავის სტაფით გამართულად მომუშავე დაწესებულებას უნდა წარმოადგენდეს.

ეგვიპტის ნაკრებს დახურული ვარჯიში ჰქონდა, თხუთმეტი წუთი და მერე მარტო დაგვტოვეთო - ასეთი იყო მათი თხოვნა.

ვარჯიშის დაწყების წინ გუნდის ამერიკელი თავკაცი ბობ ბრედლი ჟურნალისტებს გაგვესაუბრა.

- როგორ თამაშს ელით? მეტოქეს, ალბათ, ასე თუ ისე, იცნობთ...

- კარგ თამაშს ველი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ნაკრებმა ურიგო შთაბეჭდილება როდი დატოვა ესპანეთთან შეხვედრაში. საქართველოს ნაკრებმა კარგ სტილში დაამარცხა ბელორუსი. ასე რომ, საინტერესო უნდა იყოს ასეთ მეტოქესთან შეხვედრა.

- ქართულ ფეხბურთზე, ქართველ ფეხბურთელებზე რა წარმოდგენა, რა ინფორმაცია გაქვთ?

- ვიცი, რომ რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი გყავდათ, მაგალითად, არველაძე და კალაძე. დღეს ქართველი ფეხბურთელები ევროპის სხვადასხვა ნაწილში არიან მიმოფანტულები. ისეთ დიდ გუნდებში აღარ არიან, როგორებიც "მილანი" და "აიაქსია", თუმცა სადაც არიან, საკმაოდ კარგადაც თამაშობენ. ამას წინათ კანკავას თამაშს ვუყურე ევროპალიგის მატჩში "ნაპოლისთან".

- რა ტაქტიკით აპირებთ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშს?

- პოზიციები უნდა შევაჯეროთ; გვინდა, რომ ყველა რგოლში დაბალანსებულად გამოვიდეთ. ვიცი, რომ დიდი ჯაფა დაგვაწვება ბურთზე კონტროლის მოსაპოვებლად.

- ეგვიპტის ნაკრები რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ჩამოვიდა საქართველოში...

- ალი აბუთრიკას აფრიკის ჩემპიონთა ლიგაში ელის მატჩი და ამიტომ არ ჩამოვიყვანეთ; რაც შეეხება მოჰამედ ზიდანს, საემიროებში წავიდა სათამაშოდ, თან ტრავმაც აწუხებს...

- ეგვიპტის ნაკრები სტუმრად გაცილებით უარესად თამაშობს, ვიდრე შინ...

- ახალგაზრდული გუნდი გვყავს და შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილება ჯერ არ ყოფნით ფეხბურთელებს. მოვიწვიეთ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებიც და ვნახოთ, რა როგორ იქნება.

- საქართველოსთან მატჩში თქვენთვის შედეგი უფრო მნიშვნელოვანი იქნება თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაკვირვება?

- ჩვენთვის ეს ტესტია, თუ რამდენად არიან ფეხბურთელები მზად სანაკრებო დონეზე ისეთ მეტოქესთან სათამაშოდ, როგორიც საქართველოა, რომელიც ყველა შეხვედრაში ორგანიზებულ გუნდად გამოიყურება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო VS ეგვიპტე - წელი მოგებით უნდა დავხუროთ!

თემურ ქეცბაია: ეგვიპტეს ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს

საქართველოს ნაკრების მეტოქე "ფარაონები" - ყველაზე ტიტულოვანები აფრიკაში

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა